Jump to content

Razer-მა წარადგინა Edge - პორტატული კონსოლი ქლაუდ გეიმინგისთვის 399 აშშ დოლარად


Recommended Posts

კომპანია Razer-მა წარადგინა პორტატული გეიმინგ კონსოლი Edge. მოწყობილობა აგებულია Qualcomm-ის პლატფორმაზე და მუშაობს Android-ზე. იგი პირველ რიგში განკუთვნილია სტრიმინგ (ქლაუდ) გეიმინგ სერვისებში, როგორებიცაა Xbox Cloud Gaming და NVIDIA GeForce Now, გამოყენებისთვის.  

image.jpeg 

Razer Edge-ს აქვს 6.8-დუიმიანი სენსორული OLED დისპლეი გაფართოებით Full HD+ (2400 × 1080 პიქსელი) და კადრის განახლების სიხშირით 144 ჰერცი. თავად კონსოლი წარმოადგენს უფრო პატარა პლანშეტს ან მოზრდილ სმარტფონს - სხვა პორტატული კონსოლებისგან განსხვავებით მის შემთხვევაში ეკრანის გვერდებზე არ არის მოცემული მართვის ორგანოები. მათ ნაცვლად კონსოლთან ერთად წარმოდგენილია მობილური კონტროლერი Razer Kishi V2, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს მართვის ყველა ორგანოთი: სტიკებით, ჯვარედინებით, ტრიგერებითა და ღილაკებით. 

image.jpeg 

მოწყობილობას საფუძვლად უდევს ერთკრისტალიანი პლატფორმა Snapdragon G3x Gen 1, რომელიც შექმნილია Qualcomm-ის მიერ სპეციალურად პორტატული გეიმინგ კონსოლებისთვის. მისი მახასიათებლები უცნობია, გამონაკლისია მაქსიმალური სიხშირე - 3 გჰც. ასევე მოცემულია 8 გბ LPDDR5 ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება. მხარდაჭერილია Bluetooth 5.2 და Wi-Fi 6E. Razer ასევე გამოუშვებს კონსოლის ვერსიას 5G მხარდაჭერით. 

image.jpeg 

Razer Edge-ს აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა, თუმცა ავტონომიური მუშაობის დრო არ გამოცხადებულა. ხელმისაწვდომია ფრონტალური კამერა სტრიმინგისა და ვიდეოზარებისთვის. მოწყობილობაში დაყენებული იქნება აპლიკაციები Xbox Cloud Gaming, NVIDIA GeForce Now, Epic Games Store და მხარდაჭერილი იქნება ისეთი სერვისები, როგორიცაა Steam Link. 

კონსოლ Razer Edge-ის სტანდარტული ვერსია მხოლოდ Wi-Fi-ს მხარდაჭერით გაყიდვაში იანვარში გამოვა 399 აშშ დოლარად. 5G ვერსიის ფასი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ აშშ-ში იგი იმუშავებს ექსკლუზიურად Verizon-ის ქსელებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.