Jump to content

AMD Radeon 7000 სერიის გრაფიკულ პროცესორებს DisplayPort 2.1-ის მხარდაჭერა ექნება


Recommended Posts

image.jpeg 

GeForce RTX 4090-ის მისამართით ბევრი კრიტიკა არ გამოითქმის, თუკი მის ფასს არ გავითვალისწინებთ, თუმცა აქვს ერთი ნაკლი - არ აქვს უახლეს სტანდარტ DisplayPort-ის მხარდაჭერა. თუკი გავრცელებული ხმები სიმართლეს შეესაბამება, AMD Radeon 7000 სერიის გრაფიკულ პროცესორებს ასეთი შესაძლებლობა ექნება. 

შესაძლოა NVIDIA-ს არ ჰქონდა დრო განეახლებინა გამოსახულების ასახვის ბლოკი გრაფიკულ პროცესორზე DP 2.x-ისთვის. თუმცა NVIDIA-ს ოფიციალური პოზიცია ამ საკითხზე მდგომარეობს შემდეგში, რომ DP 1.4a „საკმარისად კარგია“ თანამედროვე დისპლეებისთვის. ეს მიდგომა ალბათ სამართლიანია ბევრი მომხმარებლისთვის, თუმცა ბევრი არ ყიდულობს RTX 4090-ს. გაყიდვაში უკვე ხელმიასწვდომია 4K240 დისპლეი და ალბათ მალე გამოვა 8K მონიტორები კადრის განახლების მაღალი სიხშირეებით, რომელთაგან არც ერთ მათგანს არ აქვს DP 1.4а-ს სათანადო მხარდაჭერა. 

უკვე ვიცით, რომ RDNA 3-ზე დამყარებულ Radeon 7000 სერიას ექნება DisplayPort 2.0-ის მხარდაჭერა და ეს უკვე უკეთესობას ნიშნავს NVIDIA-სთან შედარებით. ინსაიდერმა @KyleBennett-მა Twitter-ის მეშვეობით განაცხადა, რომ აქვს „დასტური მრავალი წყაროდან“, რომ მომავალ AMD Radeon GPU-ს მხარდაჭერილი ექნება „DisplayPort 2.1 მახასიათებელი“. 

ცნობილმა YouTube-არხმა Moore's Law is Dead-მა Kyle-ს ციტირება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი წყაროებიც იმავეს ამბობენ: RDNA 3 გრაფიკულ პროცესორებს ექნება DisplayPort 2.1-ის მხარდაჭერა. DisplayPort 2.0 უკვე ანიჭებს სამომავლო გრაფიკულ პროცესორებს ვიდეოს დაახლოებით 80 გბ/წმ სიჩქარეს თითოეულ DisplayPort კავშირზე, რაც საშუალებას აძლევს მართონ 8K240 და მეტი გაფართოების ეკრანები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.