Jump to content

Google-მა წარადგინა გეიმინგ ქრომბუკები 120-ჰერციანი ეკრანით და RGB-კლავიატურით


Recommended Posts

სერვის Stadia-ს წარუმატებლობის შემდეგ, რომლის მხარდაჭერა რამდენიმე თვეში შეწყდება, კორპორაცია Google-მა აპარატული და პროგამული უზრუნველყოფის დეველოპერ რამდენიმე პარტნიორთან ერთად დააანონსა ახალი ინიციატივა, რომელსაც იგი უწოდებს „მსოფლიოში პირველ ლეპტოპებს, რომლებიც შეიქმნა სპეციალურად ქლაუდ-გეიმინგისთვის“. საუბარია გეიმინგ ქრომბუკებზე. 

image.jpeg 

Acer Chromebook 516 GE. ფოტოს წყარო: Acer 

ChromeOS-ლეპტოპები დიდი წარმატებით სარგებლობს განათლების სფეროსა და კორპორატიულ სექტორში. პრაქტიკულად ყველა ეს მოწყობილობა შესანიშნავად მუშაობს ქლაუდ გეიმინგ სერვისებთან. ლეპტოპები სულ ახლახანს დაანონსდა და ისინი ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ქრომბუკებისგან. 

პირველი მოწყობილობაა Acer Chromebook 516 GE - მას აქვს 16-დუიმიანი IPS ეკრანი 2560 x 1600 პიქსელი გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშრით, აგრეთვე კლავიატურა RGB-განათებითა და Anti-Ghosting ტექნოლოგიით. კონფიგურაციის მიხედვით ლეპტოპს აქვს Intel Core 12 სერიის სხვადასხვა პროცესორი Core i7-ამდე. ლეპტოპს აქვს გიგაბიტური Ethernet პორტი, ორი USB-C, აგრეთვე USB-A და HDMI კონექტორები. ზედა მხარეს მიმართული ორი დინამიკის მეშვეობით რელიზებულია მოცულობითი ხმის ტექნოლოგია DTS, ასევე მოცემულია ორი დინამიკი ქვედა მხარეს. Acer შემოგვთავაზებს მოწყობილობის რამდენიმე კონფიგურაციას, პირველი მოდელი მიმდინარე თვეშივე გამოვა გაყიდვაში 650 აშშ დოლარად - მასში წარმოდგენილი იქნება პროცესორი Core i5, 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 გბ NVMe SSD. 

image.jpeg 

ASUS Chromebook Vibe CX55 Flip. ფოტოს წყარო: Asus 

ASUS-მა წარადგინა Chromebook Vibe CX55 Flip, რომელსაც აქვს 15.6-დუიმიანი სენსორული დისპლეი გაფართოებით 1080p და კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცი. როგორც დასახელებიდან ჩანს, CX55 შესაძლოა გაიშალოს და გამოყენებულ იქნას პლანშეტის რეჟიმში. კლავიატურას არ აქვს RGB განათება, თუმცა გააჩნია საკმაოდ სახასიათო ნარინჯისფერი კანტები WASD ღილაკების ირგვლივ; ღილაკების მოძრაობის მაჩვენებელი 1.4 მილიმეტრია. CX55-ში გამოყენებულია Intel Core 11 თაობის პროცესორები: ხელმისაწვდომი კონფიგურაციები Core i3, Core i5 ან Core i7. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 ან 16 გბ-ს, SSD – 512 გბ-მდე. ლეპტოპს აქვს ორი USB-C და USB-A და HDMI პორტები. 

ქრომბუკი ASUS Chromebook Vibe CX55 Flip გაყიდვაში გამოვა მიმდინარე თვეში და Google-მა განაცხადა, რომ მისი ფასი 399 აშშ დოლარიდან დაიწყება - დიდი ალბათობით, ეს გახლავთ უმცროსი i3 მოდელი. 

image.jpeg 

Lenovo IdeaPad Gaming Chromebook. ფოტოს წყარო: Lenovo 

და ბოლოს, მესამე მოწყობილობაა IdeaPad Gaming Chromebook Lenovo-სგან - ამ ლეპტოპს საკმაოდ ბევრი საერთო აქვს Acer-ის მოდელთან. ლეპტოპს აქვს 16-დუიმიანი დისპლეი 2560 x 1600 პიქსელი გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, აგრეთვე RGB განათება 1.5 მმ მოძრავი ღილაკებით. კონფიგურაციებში წარმოდგენილია მე-12 თაობის Intel Core i3 ან Core i5 პროცესორი, 8 გბ ოპერატიული და 1280დან 512 გბ-მდე ფლეშ-მეხსიერება. ლეპტოპს ექნება მხოლოდ ორი USB-C პორტი, ერთი USB-A და microSD სლოტი. Lenovo IdeaPad Gaming Chromebook მიმდინარე თვიდან გაიყიდება და მისი ფასი დაიწყება 599 აშშ დოლარიდან. 

იმისთვის, რომ ამ ქრომბუკების ყველა მყიდველმა ყიდვისთანავე შეძლოს თამაშის დაწყება, Lenovo, Acer და ASUS უზრუნველყოფენ სერვისების, GeForce Now-სა (RTX 3080-ის დონე) და Amazon Luna+-ის სამთვიან გამოწერას. ASUS თავის ქრომბუკებს ასევე საჩუქრად მოაყოლებს გეიმინგ მაუსს SteelSeries Rival 3. 

თავის მხრივ Google-მა პარტნიორული შეთანხმება დადო NVIDIA-ს, Amazon-სა და Microsoft-თან, რათა უზრუნველყოს მოწყობილობების მაქსიმალურად კომფორტული მუშაობა GeForce Now, Luna და Xbox Game Pass სერვისებთან. NVIDIA-სთან თანამშრომლობა ყველაზე მნშვნელოვანია, რადგან ChromeOS მოწყობილობებში პირველად გამოჩნდა GeForce Now RTX 3080-ის წარმადობა - ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშები 1600p-მდე გაფართოებაზე გაეშვება 120 FPS-ით, რეითრეისინგით (რა თქმა უნდა, თუკი თამაში მხარდაჭერილი ამ ტექნოლოგიით). გარდა ამისა, Google ახდენს ChromeOS-ის ოპტიმიზაციას ამ ლეპტოპებზე, რათა გაამარტივოს თამაშების პირდაპირი ჩართვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Google 

ChromeOS მოწყობილობებზე სრულფასოვანი თამაში საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია Google-ისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ხელმისაწვდომი GeForce Now, Luna და Xbox Game Pass სერვისების გარდა მალე გამოვა Steam-ის ბეტა ვერსია ქრომბუკებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.