Jump to content

Apple 5G მოდემი iPhone-ში შესაძლოა 2025 წლამდე არ გამოჩნდეს


Magdalena

Recommended Posts

როდესაც 2019 წელს Apple-მა Qualcomm-თან გარიგების დადების შესახებ განაცხადა, კომპანია რთულ ვითარებაში იმყოფებოდა. Intel-ის 5G მოდემის მეშვეობით Qualcomm-ის მოდემზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის გეგმა ჩაიშალა. Apple-ს მოუწია ლიცენზია Qualcomm-ისგან შეეძინა. 

Apple-მა და Qualcomm-მა ხელი მოაწერეს სალიცენზიო შეთანხმებას ექვსი წლის ვადით ორწლიანი ოფციონებით. ამასთან, Apple-ს არ უთქვამს უარი Qualcomm-ზე დამოკიდებულების შემცირების გეგმაზე. ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან რამდენიმე თვეში მან დაახლოებით მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა Intel-ისგან მობილური მოდემის ბიზნესის უმეტესი წილის შესაძენად. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ Apple Qualcomm 5G მოდემებს ყველა iPhone-ში იყენებს 2020 წლიდან iPhone 12-ით დაწყებული - საკუთარი მოდემის შემუშავება გრძელდება. Apple იმედოვნებდა, რომ შეძლებდა მომავალი წლიდან iPhone 15 სმარტფონების 80%-ის საკუთარი 5G ჩიპებით აღჭურვას, Qualcomm-ს კი მხოლოდ 20% უნდა დარჩენოდა. ეს გეგმა ჯამში ვერ რეალიზდება. 

Qualcomm არ აპირებს შეეგუოს iPhone-ებისთვის განკუთვნილი მოდემების ასეთ მკვეთრ შემცირებას. მას აქვს რამდენიმე პატენტი, რაც Apple-ს საკუთარი მოდემების გამოშვების საშუალებას არ აძლევს (ეს მოდემები უნდა აწარმოოს TSMC-იმ გაუმჯობესებული 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, რომელსაც კომპანია 4-ნანომეტრიანს უწოდებს). Apple-ს სურდა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს გაეუქმებინა Qualcomm-ის ეს ორი პატენტი, რომელიც მას წინ ეღობებოდა, მაგრამ ვერ შეძლო. 

Haitong International Securities-ის ანალიტიკოსი Jeff Pu წერს, რომ Apple-მა შესაძლოა გამოიყენოს ჯერ კიდევ დაუანონსებელი Qualcomm Snapdragon X75 5G მოდემი 2024 წელს. მას TSMC აწარმოებს 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. iPhone 14-ში ამჟამად გამოყენებულია Snapdragon X65 5G მოდემი. 

image.jpeg 

Snapdragon X70 5G უნდა შევიდეს iPhone 15-ის შემადგენლობაში მომავალ წელს და შემოგვთავაზებს 10 გბ/წმ-მდე სიჩქარეს. იგი გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს უკეთესი დაფარვისთვის, მიღებული სიგნალების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, შეყოვნების შემცირებისა და ეერგოეფექტურობის 60%-ით გაზრდისთვის. 

დასაშვებია ვარაუდი, რომ საკუთარი მოდემების გამოშვებას Apple არ დაიწყებს 2025 წლამდე ან უფრო გვიან. ამას ხელს უწყობს Qualcomm-ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები მისი მოდემების გაყიდვასთან დაკავშირებით სასამართლო დავის ფარგლებში, წერს Phonearena. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.