Jump to content

Google-მა წარადგინა ფლაგმანები Pixel 7 და Pixel 7 Pro - ახალი პროცესორი Tensor G2 და Android 13 ფასით 600 აშშ დოლარიდან


Magdalena

Recommended Posts

გაიმართა Made by Google 2022 ღონისძიება, რომლის ფარგლებში IT გიგანტმა ახალი მოწყობილობები წარადგინა. სხვა პროდუქტებთან ერთად ფართო საზოგადოებამ გაიცნო Pixel 7 და Pixel 7 Pro, კომპანიის ახალი სმარტფონები, რომლებიც დაფუძნებულია Tensor G2 აპარატულ პლატფორმაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Google 

Pixel 7-ისა და Pixel 7 Pro-ის დიზაინი პრეზენტაციამდე დიდი ხნით ადრე გამოვლინდა, ამიტომ Google-ის ახალი სმარტფონების იერსახე მოულოდნელობა არ ყოფილა. ორივე მოწყობილობას აქვს გადამუშავებული ალუმინის კორპუსი და ნაცნობი დიზაინი მასიური მთავარი კამერით უკანა პანელზე. გარეგნულად Pixel 7 Pro გამოიყურება უფრო პრემიალურად და პრიალაა, ხოლო Pixel 7-ის შემთხვევაში ჭარბობს მქრქალი ზედაპირები. 

image.jpeg 

დღესღეობით Pixel 7 Pro არის Google-ის ყველაზე მოწინავე სმარტფონი. მას აქვს 6.7-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 3120 × 1140 პიქსელი და განახლების სიხშირით 120 ჰერცი. ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass Victus-ით. ეკრანის ზედა ნაწილში მოცემულია 10.8-მეგაპიქსელიანი წინა კამერა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს 4K ვიდეო 30fps სიჩქარით და 1080p - 60fps-ით. მოწყობილობის მთავარი კამერა აერთიანებს 50-მეგაპიქსელიან და 48-მეგაპიქსელიან სენსორებს, ასევე 12-მეგაპიქსელიან ულტრაფართოკუთხიან მოდულს. მხარდაჭერილია გამოსახულების ოპტიკურ სტაბილიზაცია, 4K ვიდეოს გადაღება 60 კადრი წამში და 1080p - 240 კადრი წამში. 

image.jpeg 

Pixel 7-ს აქვს 6.3-დუიმიანი AMOLED-დისპლეი 2400 × 1800 პიქსელი გაფართოებით და 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. იგი ოდნავ კომპაქტურია გასული წლის Pixel 6-თან შედარებით, რომელშიც 6.4-დუიმიანი დისპლეია გამოყენებული. მექანიკური დაზიანებებისგან დისპლეის იცავს Corning Gorilla Glass Victus. ეკრანის ზედა ნაწილში მოცემულია ჭრილი, რომელშიც განთავსებულია 10.8-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. ძირითადი კამერა განთავსებულია კორპუსის უკანა მხარეს და მოიცავს 50-მეგაპიქსელიან და 12-მეგაპიქსელიან სუპერფართოკუთხიან მოდულებს. 

image.jpeg 

Google-ის ახალ სმარტფონებს აპარატულ პლატფორმად უდევს 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული 8-ბირთვიანი პროცესორი Tensor G2. მასში შედის ორი ბირთვი Cortex-X1 (2.85 გჰც), ორი Cortex-A76 (2.35 გჰც) და ოთხი Cortex-A55 (1.8 გჰც). კომპანიის მონაცემებით პროცესორი მანქანური სწავლების ამოცანებს ასრულებს 60%-ით სწრაფად და 20%-ით უფრო ეფექტურად წინამორბედთან შედარებით. ახალი სმარტფონების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ჩიპი Titan M2. გრაფიკის დამუშავებისთვის გათვალისწინებულია ამაჩქარებელი Mali-G710 MC10. უფროსი მოდელი Pixel 7 Pro ხელმისაწვდომი იქნება 12 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და UFS 3.1 ფორმატის 128, 256 ან 512 გბ ფლეშ-მოდულით, შედარებით ხელმისაწვდომ Pixel 7-ს აქვს 8 გბ ოპერატიული და 128 ან 256 გბ მუდმივი მეხსიერება. 

image.jpeg 

Pixel 7 Pro-ს ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი სადენიანი 30-ვატიანი და უსადენო 23-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. Pixel 7-ის ავტონომიურ მუშაობაზე პასუხისმგებელია 4355 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი სადენიანი 30-ვატიანი და უსადენო 21-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ენერგიის შევსებისთვის ორივე მოწყობილობაში გამოიყენება ინტერფეისი USB Type-C. 

image.jpeg 

Pixel 7 და Pixel 7 Pro სმარტფონები მუშაობენ პროგრამულ პლატფორმა Android 13-ზე, ხელმისაწვდომი იქნება მოდელები სხვადასხვა ფერის კორპუსებით. Pixel 7-ის ფასი იწყება 600 აშშ დოლარიდან, Pixel 7 Pro ვერსიისა კი - 900 აშშ დოლარიდან. ორივე მიწოდება ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთებისთვის, მიწოდება კი 13 ოქტომბრიდან დაიწყება. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.