Jump to content

CD Projekt Red-მა დააანონსა Cyberpunk 2077-ის გაგრძელება


Recommended Posts

Cyberpunk 2077-ისთვის განკუთვნილმა განახლება Edgerunners-მა ხელი შეუწყო ერთი შეხედვით მკვდარი franchise-ის გამოცოცხლებას. თუმცა CD Projekt Red-მა დაადასტურა, რომ ყველა პლატფორმაზე თამაშის 20 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. სტუდიამ ასევე გამოიყენა შესაძლებლობა - ესაუბრა მომავალ პროექტებზე, მათ შორის ადრე დაანონსებულ Cyberpunk 2077 Phantom Liberty DLC-ზე, Cyberpunk 2077-ის გაგრძელებაზე სახელწოდებით Project Orion, Witcher-ის ახალ თამაშებსა და სრულიად ახალ პროექტზე. 

image.png 

Project Orion ჯერ კიდევ შემუშავების მეტად ადრეულ სტადიაზე და უახლოეს დროში ვერ ვიხილავთ. Project Sirius - ეს არის თამაში Witcher-ის სამყაროდან. მას ქმნის The Molasses Flood და მასზე მუშაობს 60 ადამიანისგან შემდგარი გუნდი. Project Polaris იქნება Witcher 3-ის გაგრძელება Unreal Engine 5-ის ბაზაზე, რომელზეც CD Project Red-ის 150-ზე მეტი წევრი მუშაობს. იგი მოიცავს თამაშებს - Witcher 4, 5 და 6 და ისინი ექვსი წლი განმავლობაში უნდა იყოს მზად, რაც საეჭვოდ გამოიყურება. 

და ბოლოს, არსებობს პროექტი Canis Majoris, როლური თამაში ღია სამყაროთი, რომელშიც მოქმედება Witcher-ის სამყაროში მიმდინარეობს. მასზე მუშაობს მესამე მხარის სტუდია გუნდთან ერთად, რომელმაც მონაწილეობა მიიღო თამაშების ამ სერიის შემუშავებაში. ასევე დამუშავების პროცესშია სრულიად ახალი Franchise სახელწოდებით Project Hadar. CD Project Red გეგმავს მის ნულიდან განვითარებას. მის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი, მეტი ინფორმაციის გავრცელება უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი. ყველა ზემოთხსენებული თამაში მოიცავს მრავალმოთამაშიან რეჟიმს. 

სასიამოვნოა მოსმენა, რომ CD Projekt Red ღიად საუბრობს სამომავლო პროექტებზე, თუმცა Cyberpunk 2077-ის გამოშვების ჩავარდნა კვლავ არ აძლევს მოსვენებას კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს. შესაძლოა, Witcher-ის ახალი სერიები დაეხმაროს კომპანიას რეპუტაციის აღდგენაში. კარგი იქნება, თუ Cyberpunk 2077-ის გაგრძელება გარდაიქმნება როლურ თამაშად სამზე მეტი დასასრულით და დაემატება ფუნქციები, რაც თავდაპირველ თამაშს არ გააჩნდა. 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.