Jump to content

Intel-მა დაადასტურა, რომ ფლაგმანურ Core i9-13900K-ს აქვს DDR5-7600 მეხსიერების მოდულების მხარდაჭერა


Recommended Posts

ღონისძიება Innovation 2022-ზე კომპანია Intel-მა დაადასტურა, რომ აჩქარების არმქონე, მე-13 თაობის Core პროცესორებს აქვთ DDR5-5600 სტანდარტამდე ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ ფლაგმანურ პროცესორ Core i9-13900K-ს ასევე აქვს DDR5-7600 სტანდარტის მეხსიერების მხარდაჭერა, თუმცა Intel XMP 3.0 პროფილის მეშვეობით აჩქარებისას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Intel XMP ტექნოლოგია საშუალებას იძლევა სისტემის დატვირთვისას ავტომატურად იქნას არჩეული სამუშაო რეჟიმისთვის ოპტიმალური პროფილი, რომელიც განსაზღვრავს მეხსიერების სიხშირესა და შეყოვნების მაჩვენებელს. აჩქარებისას მეხსიერების რეგულირებას, როგორც წესი, შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე საათი შედეგების ტესტირების აუცილებლობის გათვალისწინებით, Intel-მა კი წარმოადგინა დროის დაზოგვის საშუალება პარამეტრების უკვე მზა პროფილების მეშვეობით, რომლებიც განთავსებული იქნება ოპერატიული მეხსიერების მწარმოებლების მიერ. Intel-ს აქვს XMP 3.0 პროფილების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია გარკვეული მეხსიერების მოდულების ოპტიმალურ პარამეტრებ აჩქარებისას. Intel-მა ცოტა ხნის წინ განაახლა ეს სია. 

ყველაზე სწრაფი მეხსიერების მოდულები, რომლებიც ჩამოთვლილია XMP 3.0 პროფილებში არის გადაწყვეტილებები G.Skill-ისგან, რომლებიც გაიტესტა ASUS Z790 ROG Maximus Hero და Apex დედა დაფებზე. ჩამონათვალში მითითებულია, რომ DDR5-7466 და DDR5-7600 სტანდარტების მოდულები იმუშავებენ 1.4 ვოლტ ძაბვაზე CL36 თაიმინგით Core i9-13900K პროცესორის შემადგენლობაში.  

ქვემოთ წარმოდგენილია მეხსიერების მოდულების ჩამონათვალი, რომლებიც ამგვარ პარამეტრებზე მუშაობენ: 

  • G-Skill DDR5-7466 CL36 – F5-7466J3648G16GX2-TZ5RK 

  • G-Skill DDR5-7466 CL36 – F5-7466J3648G16GX2-TZ5RK 

  • G-Skill DDR5-7600 CL36 – F5-7600J3648G16GX2-TZ5RK 

image.png 

ფოტოს წყარო: Intel 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ყველაზე სწრაფი ხელმისაწვდომი DDR5 მეხსიერების ნაკრები G.Skill-ისგან არის Trident Z5 RGB DDR5-6600. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილი ოპერატიული მეხსიერების მოდულებს, ისინი ჯერ არ გამოსულა გაყიდვაში. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.