Jump to content

ffmpeg (multimedia file converer)


Recommended Posts

ffmpeg ძალიან საჭირო და მსუბუქი პროგრამა აღმოჩნდა რომლის შესახებაც არ ვიცოდი და ვინც არ იცის მინდა გაგიზიაროთ.

მოკლედ, დამჭირდა h264 ტიპის კკოდირების მქონე ფაილის გადაკონვერტირება ადამიანურ ფორმატში (სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების). აღმოჩნდა რომ არ მაქვს წვდომა თვითონ სისტემასთან რომ ამოვიღო სასურველი ფორმატი ადგილზე და არც ის ვიცი რა აყენია რომ შესაბამისი ფლეიერი დავაყენო გადახვევის ფუნქციით. media player classic ხსნის ამ ვიდეო მაგრამ ვერ ახვევს. (მიუხედავად დიდძალი ინფორმაციისა რომ VLC ფლეიერს კიდეც უნდა გაეხსნა და კიდეც უნდა გადაეკონვერტირებინა ჩემ შემთხვევაში არც ერთი ქნა და არც მეორე). დავიწყე პროგრამების ძებნა და ფასიანებია ცხადია და თან საკმაოდ დიდი დრო სჭირდება კონვერტაცია. ორივე პრობლემაა ჩემთვის. არც დაკრეკილი პროგრამის დაყენება მიყვარს და იმდენი ფაილი მაქვს გადასაკკონვერტირებელი რომ დროც პრობლემაა. 

ხოდა ვიპოვე ffmpeg საშუალება. github-ზეა გადმოსაწერი ლინკი და კოდიც. ოღონდ ისაა რომ ცოტა რთული შეიძლება აღმოჩნდეს მოსახმარებლად საშუალო ან დაბალი დონის მომხმარებლისთვის ამიტომ დავწერ პატარა ტუტორიალს. 

რა შეუძლია ამ უტილიტას?

  • Change the  format of a video/audio file
  • Extract audio from video file
  • Merge audio and video streams
  • Change the bitrate of a video/audio file
  • Create GIF from a video file
  • Extract still images from a video file
  • To embed subtitles into a video file
  • To compress or resize a video/audio file
  • Record a live stream

1. ვიწერთ არქივს სადაც მოთავსებულია ეს ყველა ფაილი download ffmpeg 

2. "ვაინსტალირებთ". ამისათვის ამოვაარქივებთ და ფოლდერს ვუცვლით სახელს (იდეაში სახელის შეცვლის გარეშეც მუშაობს). რეკომენირებულია ეს ფოლდერი C დისკზე ჩააგდოთ.

1.png3.png

3. უნდა გამოიძახოთ command promt ადმინისტრატორის უფლებით და ჩაწეროთ          

setx /m PATH "C:\ffmpeg\bin;%PATH%"

Screenshotfrom20210912211815.png

დარესტარტებას მოითხოვს

4. რესტარტის მერე ისევ cmd-ში უშვებ ბრძანებას საბოლოო ეტაპისთვის

ffmpeg -version

      ამის შემდგომ მოხმარება მარტივია. იმ ფოლდერი სადაც პროგრამის გამშვები ფაილებია ვაგდებთ ვიდეოს/მუსიკას რომლის კონვერტაციაც გვინდა და იმავე მისამართიდან ვიძახებთ cmd ან powershell-ს (ჩემ შემთხვევაში ეს უკანასკნელი გამოვიყენე). ამისათვის ფოლდერში უნდა დააჭიროთ shift + მაუსის მარჯვენა კლიკი და კონტექტურ მენიუში გამოჩნდება ან cmd ან power shell ნუ გააჩნია თქვენ სისტემას. ასევე თუ cmd-დან უბრალოდ შეხვალ ამ ფოლდერში ეგრეც შეიძლება. შემდეგ კი სინტაქსი არის ასეთი

ffmpeg.exe -i შემავალი_ფაილი.გაფართოება გამომავალი_ფაილი. გაფართოება (აქ შეიძლება ნებისმიერი ვიდეო/აუდიო ფაილების ფორმატები იყოს)

ჩემ შემთხვევაში გამოვიდა ასე 

PS E:\System\Desktop\tita\ffmpeg\bin> .\ffmpeg.exe -i .\10_01_R_20220927030000.h264 video10.mp4

asdd.jpg23.jpg3.jpg

პროცესის დასრულების შემდეგ იღებთ თქვენთვის სასურველი გაფართოების ფაილს (ჩემ შემთხვევაში .mp4)

ეს მინიმალურია რაც ამ უტილიტითაა შესაძლებელი. უფრო ვრცელი ჩამონათვალი იხილეთ თავდაპირველად მითითებულ ბმულზე.

პ.ს. მე დამეხმარა, თუ თქვენც გაქვთ საჭიროება მსგავსი პროცესის გამოიყენებთ და კარგია თუ არა და ჩვენ ვიყოთ კარგად :D . იყოს მაინც აქ ეს ინფო

 

Link to comment
Share on other sites

ძალიან მაგარი პროგრამაა. linux-ზე ვნახე პირველად 2009 თუ 2010-ში. მას მერე მაგას ვიყენებ თუ რამე მსგავსი მჭირდება ვიდეო/აუდიო ფაილებზე. Display recording-სთვისაც ამას ვიყენებ ჩემ სკრიპტში.

ისე windows 10/11 ვისაც გაქვთ შეგიძლიათ wsl გააქტიუროთ და იქ დააყენოთ ffmpeg წესით უკეთ უნდა იმუშავოს linux-ზე ;)

Link to comment
Share on other sites

მსგავსი ტიპის პროგრამებიდან MeGUI ვიყენებ ხოლმე avidemux და mkvmerge ერთად, მანდ ვუკეთებ როცა მჭირდება აუდიოფაილების კონვერტაცია, მერე რომ ვიდეოფაილს დავამატო, იგივე გერცოვკის შეცვლა ან ბიტრეიტის აწევა ცოტათი, მთავარია რისი გაკეთებაც გსურდა გააკეთოს და რა თქმა უნდა იცოდე საჭირო კომანდები, ისე არაფერი გამოვა, რა თქმა უნდა მაგაზე სლოჟნი და ნავაროჩენი პროგრამებიც არსებობს, თუმცა ვინც არელიზებს ტრეკერებზე დობრათ დაროჟკებიან და სუბტიტრებიან რელიზებს ეგენიც რამდენიმე პროგრამას იყენებენ მაგისთვის და არა ერთს, როგორც წესი 2-3 მაინც ჭირდება ხოლმე 5-ზე რომ დაჯდეს ყველაფერი, ზოგჯერ საკმაოთ დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, თუმცა ჩემი მიზანი მარტო დაროჟკების სწორათ დასმაა მაქსიმალურათ კარგ ტრანსფერზე, სუბები და დობრათ დაროჟკები პარარელურათ უკვე აღარ მაინტერესებს, საყურებლათ მჭირდება ხოლმე და არა რელიზებისთვის მაინც, ცალკე აუდიოს დასამუშავებლათ საკმაოთ პოპულარულია კიდე eac3to თუმცა მე არ გამომიყენებია, ეგ უფრო სლოჟნი რაღაცეებსაც აკეთებს

Link to comment
Share on other sites

avidemux იყენებს ffmpeg-დან აღებულ ბიბლიოთეკას ბევრი ვიდეო ფორმატის დეკოდინგისა და ენკოდინგისთვის, თუმცა იმდენი მაინც არ შეუძლია რამდენიც თვითონ ffmpeg-ს მაგალითად DivX-ს მხარდაჭერა არ აქვს. კოდის ნაწილიც ffmpeg-დან აქვთ აღებული. ასევე ცნობილი კარგია handbrake, თუმცა ეგეც ffmpeg-ს ბიბლიოთეკებს და მისი კოდის ნაწილს იყენებს.

ffmpeg თუ გაქ არაფერი არ უნდა. ცალკე აუდიოს დამუშავებაც შეუძლია, სუბტიტრების ამოჭრაც, შეცვლაც, ჩაკერებაც, ვიდეოების მხარდაჭერა აქვს ფაქტობრივად ყველასი, gif-ებსაც აკეთებს, video/audio streaming-ც, როგორც ზემოთ დავწერე ეკრანის ჩაწერაც კი შეუძლია. ასევე აქვს streamcopy-ს შესაძლებლობაც, ანუ ვიდეო ფაილს აკონვერტებს transcoding-ს გარეშე, რის გამოც ეს პროცესი ძალიან ძალიან სწრაფია. handbrake-ს ეს არშეუძლია და მოკლედ მულტიმედიის შვეიცარული დანაა. თუ command line-ს გამოყენება უჭირს ვინმეს, არის პროექტები მისი GUI-სთვის და იქიდან მარტივად იზამ ყველაფერს.

 

Link to comment
Share on other sites

კი ვიცი ჰანდბრეიკიც თუმცა იშვიათათ თუ დამჭირვებია ეგ უტილიტა, ძირითადათ მე მყოფნის ხოლმე avidemux+mkvmerge თუ აუდიო დაროჟკას არ ჭირდება დამუშავება დიდათ და მაქს ტაიმინგებია შესასწორებელი, ხანდახან კი ბანალურათ ამატებ ერთი ვიდეოდან მეორე ვიდოეს აუდიოდაროჟკას, თუ ერთიდაიგივე ტრანსფერებია და მარტო გაფართოვებაშია სხვაობა, სუბტიტრებს მე არ ვიყენებ ხოლმე, ან ინგლისურათ ვუყურებ კრაინი ვარიანტში ან რუსული გახმოვანებით ყველაფერს, კორეულ დორამებს და იაპონურ ანიმეებს თუნდაც არ ვუყურებ ხოლმე სუბებით არასდროს, ანუ სუბების დამუშავება არ მჭირდება, მაქს დაროჟკებს ვამატებ ერთი ვიდეოდან მეორეზე, მაგრამ ხანდახან როცა არსად არ დევს რამე სერიალი ონლაინ კინოთეატრიდან მიწევს დაროჟკების ამოცლა უფრო კარგ ვიდეოტრანსფერზე დასამატებლათ, გადმოწერით Skyload პლაგინით ვიწერ და მერე MeGUI უკვე, რაც მჭირდება იმას ნამდვილათ აკეთებს, თუმცა არის უფრო ნავაროჩენი და კომპლექსური უტილიტებიც მაგისთვის, მანდ მთავარია იცოდე კამანდები, როცა დაამუღამებ რთული არაა და არ უნდა გაიჭედო დიდათ სადმე, მთავარია წინასწარ იცოდე რისი გაკეთება გსურს, ხო პრავკებს მე არ ვაკეთებ რასინქრონის მოსაცილებლათ, ეგ კიდე უფრო რთულია და ბევრი დრო მიაქვს, ეგეთ სერიალებს ვტოვებ უბრალოთ ვიდეოების დაჭრები და კომპლექსური პადხოდი რასაც ჭირდება, თუ ვარგა სერიალი ან რედკი ფილმი ადრე თუ გვიან დაიდება სადმე ნორმა ტრანსფერით ლოგოტიპების და რეკლამების გარეშეც, ეგეთის დამუშავება კი უფრო მარტივია და ძალზე ბევრი დროც არ მიაქვს

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...
  • 3 weeks later...
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.