Jump to content

NVIDIA-მ განაცხადა, რომ GeForce RTX 4000 სერიის ვიდეო დაფებს ექნება “ ჭკვიანი“ გადამყვანები ძველ კვების ბლოკებთან დაკავშირებისთვის


Recommended Posts

კომპანია NVIDIA-მ უპასუხა ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს GeForce RTX 40 სერიის კვებასთან დაკავშირებით. კერძოდ, კომპანიამ აასაჯაროვა მეტი დეტალი კომპლექტში შემავალი გადამყვანების შესახებ, რომლებიც ახალ ვიდეო დაფებს სჭირდება ძველ კვების ბლოკებთან დაკავშირებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

GeForce RTX 40-სერიის ვიდეო ბარათებს არ სჭირდება ახალი კვების ბლოკები, რომლებიც ATX 3.0 და PCIe 5.0 სტანდარტებს შეესაბამება. კვების ბლოკისადმი მთავარი მოთხოვნა მისი სიმძლავრეა. ფლაგმანური GeForce RTX 4090 დაფის შემთხვევაში NVIDIA-ს რეკომენდაციაა არანაკლებ 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკის გამოყენება. ამასთან, თავად ამაჩქარებლის ენერგომოხმარებამ შესაძლოა 450 ვატს მიაღწიოს.  

GeForce RTX 4080 16 გბ (ენერგომოხმარება 320 ვტ) და RTX 4080 12 გბ (ენერგომოხმარება 285 ვტ) ვიდეო ბარათების შემთხვევაში კომპანიის რეკომენდაციაა მინიმუმ 750 და 700 ვტ სიმძლავრის კვების ბლოკების გამოყენება. 

GeForce RTX 40 სერიის ვიდეო დაფებს აქვთ PCIe 5.0 სტანდარტის ახალი 12+4-პინიანი 12VHPWR კვების კონექტორი. ელ კვების ბლოკებთან თავსებადობისთვის, რომელთაც არ აქვთ ახალი კონექტორის მქონე კვების სადენები, NVIDIA-მ გაითვალისწინა სპეციალური ადაპტერი ოთხი სტანდარტული 8-პინიანი კონექტორით, რომელიც მოყვება ვიდეო ბარათს. 

თავად გადამყვანს კომპანია „ჭკვიანად“ მოიხსენიებს. იგი თავსებადია ATX 2.0 სტანდარტთან და აღჭურვილია აქტიური გარდამქმნელით, რომელიც სიგნალებს გარდაქმნის ძველი კვების ბლოკიდან ახალი, PCIe 5.0 (ATX 3.0) სტანდარტის შესაბამის სიგნალებად. ამრიგად უზრუნველყოფილია ენერგიის ხარისხიანი გადაცემა და არ წარმოიქმნება პრობლემები ახალი ვიდეო დაფის ძველ კვების ბლოკთან დაკავშირებისას. 

კომპანია ასევე აცხადებს, რომ GeForce RTX 4090 და GeForce RTX 4080 16 გბ ვიდეო ბარათებისთვის საჭიროა გადამყვანის დაკავშირება მინიმუმ სამ 8-პინიან კონექტორთან 450 ვატი ენერგიის გადაცემის უზრუნველყოფისთვის, თუმცა უკეთესია, თუ გადამყვანი ოთხივე სადენს დაუკავშირდება - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი GPU-ის აჩქარებაა დაგეგმილი. 

NVIDIA მიუთითებს, რომ გადამყვანის რესურსია 30 დაკავშირება/გამორთვ, რაც სტანდარტულია PCIe/ATX კონექტორებისთვის. კომპანიის რეკომენდაციაა დარჩეს 36 მმ თავისუფალი სივრცე ვიდეო დაფის თავზე გადამყვანის მოსახერხებელი განთავსებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.