Jump to content

Intel-მა წარადგინა არაეტალონური ვიდეო ბარათები Arc A770 და Arc A750 Gunnir-ისა და ASRock-სგან


Recommended Posts

ღონისძიება Innovation 2022-ზე კომპანია Intel-მა პირველად წარადგინა პარტნიორი კომპანიების, Gunnir-ისა და ASRock-ის მიერ წარმოებული Arc A770 და Arc A750 ვიდეო დაფების არაეტალონური ვერსიები. ამ დრომდე კომპანიას წარდგენილი აქვს ამ ამაჩქარებლების მხოლოდ საკუთარი წარმოების ეტალონური ვერსიები Limited Edition შესრულებით. 

image.jpeg 

Arc A770 და Arc A750 Gunnir-ისა და ASRock-ისგან.ფოტოს წყარო: Cool3C 

Gunnir-მა გარკვეული პერიოდის წინ დაადასტურა, რომ მუშაობდა Arc A7 ვიდეო დაფის საკუთარ ვერსიაზე. კომპანიის ასორტიმენტში შევა დაფები ორ- და სამქულერიანი გაგრილების სისტემით. თავად ვიდეო ბარათები 2.2-სლოტიანია და აქვთ ორ-ორი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. შედარებისთვის, ამ ვიდეო დაფების ეტალონურ ვერსიებს აქვთ ერთი 8- და 6-პინიანი კვების კონექტორები. 

image.jpeg 

Gunnir Arc A770. ფოტოს წყარო: Cool3C 

image.jpeg 

Gunnir Arc A770. ფოტოს წყარო: Engadget 

ASRock-მა ასევე წარადგინა ახალი გრაფიკული ბარათების ორი ვერსია - Arc A770 Phantom Gaming და Arc A750 Challenger. ASRock-ის ორივე ვიდეო ბარათს ასევე აქვს წყვილი 8-პინიანი დამხმარე კვების კონექტორი. 

image.jpeg 

ASRock A770 Phantom Gaming და Arc A750 Challenger. ფოტოს წყარო: XFastest 

image.jpeg 

კომპანია Intel-მა დაადასტურა, რომ პარტნიორებს უფლება აქვთ შეცვალონ ამაჩქარებლების სიხშირის მახასიათებლები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაეტალონური ვერსიების ვიდეო ბარათებს ექნება გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარება. სამწუხაროდ პრეზენტაციის ფარგლებში Intel-ს არ გამოუცხადებია Arc A770 და Arc A750 ვიდეო ბარათების არარეფერენსული ვერსიების გაყიდვის დაწყების თარიღი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ Limited Edition ვერსიის უფროსი Arc A770-ის გაყიდვები 12 ოქტომბერს დაიწყება. ვიდეო ბარათის ფასი 329 აშშ დოლარია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.