Jump to content

iPhone 15 Pro Max-ის ნაცვლად მომავალ წელს Apple გამოუშვებს iPhone 15 Ultra-ს - წყარო: Bloomberg


Magdalena

Recommended Posts

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით მომავალ წელს Apple გაზრდის განსხვავებას iPhone-ის საბაზისო და ფლაგმანურ ვერსიებს შორის, ყველაზე მაღალი წარმადობის მოდელის სახელწოდება კი იქნება iPhone 15 Ultra. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს გამომცემლობა Bloomberg-ის ჟურნალისტი Mark Gurman, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ iPhone 15 Ultra-ში Lightning ინტერფეისს USB Type-C ჩაანაცვლებს. 

image.png 

ფოტოს წყარო: Apple 

Apple-ის სმარტფონების არსებობის წლებში მოწყობილობების დასახელებების პოლიტიკაში ცვლილებები იშვიათად შედიოდა. საწყის პერიოდში, როდესაც არსებითი ცვლილებები და ახალი ფუნქციები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ემატებოდა, შუალედურ მოდელებს ენიჭებოდათ მაჩვენებელი „S”. მაგალითად, სრულიად ახალი iPhone 5-ის გამოსვლიდან ერთ წელში გამოვიდა iPhone 5S, iPhone 6-ის გამოსვლიდან ასევე ერთ წელში კი - iPhone 6S. 

2019 წელს Apple-მა სმარტფონების ხაზის დივერსიფიკაცია მოახდინა და მას შემდეგ ბაზარზე გამოვიდა მოწყობილობების საბაზისო და პრემიუმ ვერსიები, ამ უკანასკნელებს ეწოდა "Pro" და "Pro Max". წელს საბაზისო iPhone-ის უფრო დიდ ვერსიას მიენიჭა სახელი "Plus", რომელიც კომპანიას 2017 წლიდან არ გამოუყენებია. „Pro Max“-ის „Ultra“-თი ჩანაცვლება უფრო ლოგიკურია, რადგან Apple-ს ამჟამად ასორტიმენტში უკვე აქვს სმარტ-საათი Apple Watch Ultra. 

ადრე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ Apple ტესტავს iPhone-ს USB Type-C ინტერფეისით და მის გამოშვებას აპირებს ევროკავშირში კანონის ამოქმედებამდე, რომელიც ავალდებულებს სმარტფონების მწარმოებლებს - 2024 წლიდან წარმოადგინონ მოწყობილობები ამ კონექტორით. 

ასევე, მარკ გურმანის თქმით, Apple-მა შესაძლოა უარი თქვას წელს ახალი პროდუქტების პრეზენტაციისადმი მიძღვნილი მეორე საშემოდგომო ღონისძიების ჩატარებაზე. მიუხედავად ამისა,გი ელის ახალი Mac mini-ს, MacBook Pro-სა და iPad Pro მოდელების წარდგენას წლის ბოლომდე, თუმცა კომპანია, სავარაუდოდ, ამას გააკეთებს პრეს-რელიზების გამოქვეყნების გზით, რადგან წლევანდელ მოდელები არ იქნება წარმოდგენილი რაიმე განსაკუთრებული გაუმჯობესება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.