Jump to content

AMD 30%-მდე ამცირებს ფასებს Radeon RX 6000 სერიის ვიდეო ბარათებზე


Recommended Posts

გულუხვი ფასდაკლებები განპირობებულია მომავალი RX 7000 თაობის ვიდეო ბარათების გამოსვლის მოახლოებია და მაინერების მხრიდან მოთხოვნის შემირებით. 

image.png 

მომავალი თაობის Radeon RX 7000 სერიის RDNA 3 გრაფიკული პროცესორების გამოსვლა უკვე მოახლოვდა, ამიტომ AMD ამჟამად ცდილობს დაცალოს RDNA 2 GPU-ების მარაგი და მიმზიდველ ფასდაკლებებს გვთავაზობს Radeon RX 6000 სერიის ყველა მოდელზე. AMD-მ ასევე მოიყვანა ფასი/ხარისხის შეფარდების შედარება კონკურენტ NVIDIA-ს პროდუქტებთან და აღნიშნა RDNA 2 გრაფიკული პროცესორების უპირატესობა ენერგოეფექტურობის კუთხით. 

როგორც ჩანს, RX 6800 / XT-ის მარაგები არც ისე დიდია, რადგან AMD ფასებს საშუალოდ ამცირებს მხოლოდ 30 და 50 აშშ დოლარით, შესაბამისად. ყველაზე პატარა ფასდაკლება - 10% შემოთავაზებულია RX 6400 მოდელზე, საშუალო დონის უმეტეს ბარათებზე კი წარმოდგენილია დაახლოებით 100 აშშ დოლარიანი ფასდაკლებები. ფლაგმანურ მოდელებს რაც შეეხება, AMD-მ გამოაცხადა 300 აშშ დოლარიანი ფასდაკლება RX 6900 XT-ზე, ხოლო RX 6950 XT დაფის სარეკომენდაციო ფასი 150 აშშ დოლარით შემცირდა. რაც შეეხება წარმადობა/ვატი-ს შეფარდებას, RX 6900 XT ამჟამად NVIDIA RTX 3080 Ti-ს მეტად საუკეთესო ალტერნატივად გვევლინება. NVIDIA-ს ხსენებული ვიდეო ბარათი ამჟამად 899 აშშ დოლარად იყიდება. 

image.png 

რაც უფრო ახლოვდება Radeon RX 7000-ის გამოშვება, საცალო მოვაჭრეები, სავარაუდოდ, ასევე შემოგვთავაზებენ საკუთარ სპეციალურ ფასდაკლებებს, ხოლო RDNA 2-ის ფასები დაიკლებს RDNA 3-ის გამოშვებასთან ერთად. RX 6900 XT ამჟამად შესანიშნავი არჩევანია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ AMD-ის მომდევნო თაობის საშუალო დონის გრაფიკული პროცესორების ფასი დაახლოებით მსგავსი იქნება და შესაძლოა აღემატებოდეს კიდეც უფრო დაბალფასიან ფლაგმანურ ვიდეო დაფებსაც. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ RDNA 3 თაობის საშუალო კლასი შესაძლოა ფლაგმანებთან ერთად არ გამოვიდეს მიმდინარე წლის ნოემბერში. 

image.png 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.