Jump to content

Apple-მა შესაძლოა პრემიალური სმარტფონების ბაზრის 60% დაიკავოს iPhone 14 Pro-ზე არსებული მაღალი მოთხოვნის ხარჯზე


Magdalena

Recommended Posts

DigiTimes-ის თანახმად მიმდინარე წელს Apple-ის საბაზრო წილი მაღალი კლასის სმარტფონებში, რომელთა ღირებულება 500 აშშ დოლარზე მეტია, შეადგენდა 55%-ს, ხოლო გაყიდვების პიკისას 60%-მდეც კი გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ კომპანიას შეუძლია ამ პოზიციებზე ფეხის მოკიდება, თუ ახალი iPhone 14 სერიის მოდელებზე ამჟამად არსებული მაღალი მოთხოვნა წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: DigiTimes 

გავრცელებული ინფორმაციით Apple-მა iPhone-ის მთავარ კონსტრუქტორს, Foxconn-ს სთხოვა, გადაიტანოს iPhone 14-ის საწარმოო სიმძლავრის ნაწილი iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელებზე, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნა. ამავდროულად, Apple-ის მიწოდების ჯაჭვის კომპონენტების მწარმოებლებს არ მიუღიათ ცნობა შეკვეთების შეწყვეტის შესახებ არცერთი მოდელის შემთხვევაში. ვარაუდობენ, რომ Apple-ს უბრალოდ შეუძლია შეცვალოს სხვადასხვა მოწყობილობის მოდელებისთვის განკუთვნილი კომპონენტების მიწოდების თანაფარდობა. 

სხვადასხვა კონფიგურაციის iPhone 14 Pro ან 14 Pro Max-ის შეკვეთისას მიწოდების სავარაუდო დრო ახლა რამდენიმე კვირაა, რაც გაზრდილ მოთხოვნაზე მიუთითებს. ამავდროულად, საბაზისო iPhone 14 არც ისე მოთხოვნადია. სმარტფონის შეძენა შესაძლებელია Apple-ის ვებ-გვერდზე მიწოდების მოლოდინის გარეშე. საცალო სავაჭრო ობიექტებში ასევე სირთულის გარშეა შესაძლებელი სმარტფონის საბაზისო მოდელის შეძენა. 

DigiTimes-ის შეფასების თანახმად Phone 14 Pro-ზე მოთხოვნის დონის რეალური მაჩვენებელი იქნება გაყიდვების შედეგები წინასწარი შეკვეთების ტალღიდან პირველ თვეში. აღინიშნება, რომ გასული წლის iPhone 13 Pro-მ დააფიქსირა "გამორჩეული" გრძელვადიანი გაყიდვები წინასწარი შეკვეთების ტალღის შემდეგ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლის ინტერესი უფრო უფროსი მოდელებისკენ არის მიმართული, რომლებიც წარმოდგენილია უფრო მაღალი წარმადობის აპარატული უზრუნველყოფითა და ახალი ფუნქციებით. 

შეგახსენებთ, რომ iPhone 14-ს აქვს ისეთივე დისპლეი, რაც iPhone 13-ს, ხოლო აპარატულ საფუძვლად უდევს იგივე პროცესორი, რაც iPhone 13 Pro-ს. რაც შეეხება iPhone 14 Plus-ს, ამ სმარტფონს აქვს დიდი, 6.7-დუიმიანი დისპლეი და უფრო დიდი მოცულობის ბატარეა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.