Jump to content

ევროპაში NVIDIA GeForce RTX 40-სერიის ვიდეო ბარათების ფასები უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე აშშ-ში - ყველაზე დაბალფასიანი მოდელი 1099 ევრო ღირს


Recommended Posts

GeForce RTX 40 სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების ანონსამდე NVIDIA-მ შეამცირა წინა თაობის გრაფიკული ბარათების სარეკომენდაციო ფასები ევროპაში (მაგალითად, GeForce RTX 3090-ის ფასი შემცირდა 350 ევროთი). ამავდროულად, კომპანიამ წინამორბედებთან შედარებით საგრძნობლად გაზარდა GeForce RTX 40 სერიის ვიდეო ბარათების ფასები, ევროპაში კი ფასის მატება გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე აშშ-ში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

აშშ-ში GeForce RTX 4090, RTX 4080 16 გბ და RTX 4080 12 გბ მოდელების სარეკომენდაციო ფასებია 1599, 1199 და 899 აშშ დოლარი (დღგ-ს გარეშე), შესაბამისად. შედარებისთვის, GeForce RTX 3080 10 გბ ვიდეო დაფ გაყიდვის დაწყებისას აშშ-ში იგი 699 აშშ დოლარად იყო შეფასებული. გამოდის, რომ ახალი სერიის ყველაზე დაბალფასიანი ვერსია GeForce RTX 4080 200 აშშ დოლარით ძვირი იქნება წინამორბედთან შედარებით. თავის მხრივ GeForce RTX 4080 16 გბ აშშ-ში 400 აშშ დოლარით მეტი ღირს GeForce RTX 3080 12 გბ-სთან შედარებით. ხოლო ფლაგმანური GeForce RTX 4090 შეფასებულია 100 აშშ დოლარით ძვირად GeForce RTX 3090-თან შედარებით, თუმცა ამავე დროს 400 აშშ დოლარით იაფია GeForce RTX 3090 Ti-ზე. 

ევროპაში სარეკომენდაციო ფასების მდგომარეობა გაცილებით უარესია. მაგალითად გერმანიაში ახალი თაობის ყველაზე დაბალფასიანი ვიდეო ბარათის - GeForce RTX 4080 12 გბ-ფასი 1099 ევროა (რაც დაახლოებით 1090 აშშ დოლარის ტოლია)! თავის მხრივ, GeForce RTX 4080 16 გბ და GeForce RTX 4090 მოდელების სარეკომენდაციო ფასები 1469 და 1949 ევრო, შესაბამისად. 

image.png 

რა თქმა უნდა, გერმანულ ფასებში შედის დღგ, რომელიც 19%-ია. თუმცა ადრე ევროპული ფასები არც ისე განსხვავდებოდა ამერიკულისგან. მაგალითად, უკვე ხსენებული GeForce RTX 3080 10 გბ მოდელის სარეკომენდაციო ფასი 719 ევრო იყო გერმანიაში. GeForce RTX 3080 Ti ზოგადად შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში ღირდა ერთაირად 1199, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ აშშ-ში ეს იყო დოლარი, ხოლო გერმანიაში - ევრო. 

ამჟამად კი განსხვავება უზარმაზარი გახდა - ევროპული ფასები 20%-ზე მეტია ამერიკულზე. და ეს ეხება არა მარტო გერმანიას, არამედ მთელ ევროპას. მაგალითად, პოლონეთში ახალი თაობის ყველაზე იაფი ვიდეო ბარათის ფასია 5299 ზლოტი ანუ 1117 ევრო მიმდინარე კურსით. 

Link to comment
Share on other sites

მანდ ორი მომენტი იქნება, შეიძლება რამე დამატებითი ნალოგი დაემატა ევროსაუზის ქვეყნებში, შეიძლება ევროს კურსი რომ დაეცა მაგის გამოა უფრო მაღალი ფასები ვიდრე ადრე იყო წინა სერიის კარტებზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.