Jump to content

გამოჩნდა Ryzen 7000-ის ევროპული ფასი: 16-ბირთვიანი - 851€, 6-ბირთვიანი - 371€


Recommended Posts

მომავალ კვირას მოსალოდნელია AMD Ryzen 7000 სერიის პროცესორების გამოშვება. ახალი პროცესორების სარეკომენდაციო ფასების დიაპაზონი, მოდელების შესაბამისად, 299-დან 699 აშშ დოლარამდე მერყეობს. მაგრამ ევროპაში, როგორც ჩანს, ჩიპების ღირებულება გაცილებით ძვირი იქნება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

გამომცემლობა Professional Review-მა აღმოაჩინა ახალი Ryzen 7000 პროცესორები ესპანური საცალო ვაჭრობის მონაცემთა ბაზაში. იქ მათი ფასი 371 ევროდან 852 ევრომდეა, მოდელების მიხედვით. 

ფლაგმანური 16-ბირთვიანი Ryzen 9 7950X ღირს 852 ევრო (სარეკომენდაციო ფასია 699 აშშ დოლარი), 12-ბირთვიანი Ryzen 9 7900X-ის ფასია 699 ევრო (სარეკომენდაციო ფასია 549 აშშ დოლარი), რვაბირთვიანი Ryzen 7 7700X ღირს 491 აშშ დოლარი (სარეკომენდაციო ფასია 491 აშშ დოლარი). ხოლო უმცროსი ექვსბირთვიანი Ryzen 5 7600X შეფასებულია 371 ევროდ (სარეკომენდაციო ფასია 299 აშშ დოლარი). 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: XtremMedia.com 

პროცესორების ფასებში მნიშვნელოვანი განსხვავება ნაწილობრივ განპირობებულია მიმდინარე ვალუტის კონვერტაციის კურსით. ევროს ღირებულება დოლართან თითქმის თანაბარია. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დაემატოს დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), რაც ესპანეთში შეადგენს 21%-ს, ასევე დაემატება რამდენიმე ევრო მოგების სახით თავად მაღაზიისგან. 

აღსანიშნავია, რომ ამავე ესპანურ მაღაზიაში გაცილებით იაფად არის შემოთავაზებული Zen 3 არქიტექტურაზე დამყარებული 16-ბირთვიანი Ryzen 9 5950X მოდელი. ჯერ კიდევ აქტუალური ფლაგმანი 564 ევროდ იყიდება, რაც 288 ევროთი იაფია. ამ სხვაობით მომხმარებელს შეუძლია მარტივად იყიდოს ძალიან კარგი დედა დაფა Socket AM4 პროცესორის სოკეტით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.