Jump to content

Intel-მა გამოუშვა გეიმინგ მინი კომპიუტერი NUC 12 Enthusiast პროცესორით Core i7-12700H და ვიდეო დაფით Arc A770M


Recommended Posts

შეკვეთისთვის ხელმისაწვდომია Serpent Canyon სერიის პირველი გეიმინგ კომპიუტერი Intel NUC 12, რომელშიც წარმოდგენილია დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი Arc. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Alder Lake მე-12 თაობის Core i7 პროცესორით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

კომპიუტერის კორპუსის მოცულობა 2.5 ლიტრია, ზომა - 230 × 180 × 60 მმ. განთავსებულია პროცესორი Core i7-12700H 14 ბირთვით, რომელთაგან ექვსია მაღალი წარმადობის, რვა კი - ენერგოეფექტური. დაშვებულია ინსტრუქციების 20-მდე ნაკადის დამუშავება ერთდროულად. ტაქტის სიხშირე 4.7 გჰც-ს აღწევს. 

image.jpeg 

გრაფიკულ ქვესისტემაში გამოყენებულია ამაჩქარებელი Arc A770M 16 გბ მეხსიერებით. შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა ერთდროულად ხუთ 4K გაფართოების მონიტორზე - HDMI 2.1 ინტერფეისის, ორი DisplayPort 2.0-ისა და ორი Thunderbolt 4 პორტის მეშვეობით. 

კომპიუტერში ხელმისაწვდომია 65 გბ-მდე DDR4-3200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება და 8 ტერაბაიტამდე მოცულობის М.2 ფორმატის მყარი დისკი PCIe 4.0 х4 ან PCIe 3.0 x4 ინტერფეისით. 

image.jpeg 

კომპიუტერს აქვს ქსელის კონტროლერი 2.5G Ethernet და Wi-Fi 6E უსადენო კავშირის ადაპტერი 2.4 და 6 გჰც სიხშირის დიაპაზონების მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია ექვსი პორტი USB 3.2 Type-A. 

Intel NUC 12 Serpent Canyon-ის ფასი საცალო ვაჭრობაში შეადგენს 1699 აშ დოლარს - ეს არის კომპლექტაცია 8 გბ ოპერატიული და 256 გბ მყარი დისკით. 16 გბ ოპერატიული და 1 ტბ SSD-ის მქონე ვერსია 1944 აშშ დოლარად იყიდება. ამასთან, კორპორაცია Intel ასახელებს 1180 და 1350 აშშ დოლარ ფასებს მოდიფიკაციების მიხედვით - სავარაუდოდ, იგულისხმება მოდიფიკაციები ოპერატიული მეხსიერებისა და მყარი დისკის გარეშე. მინი კომპიუტერების ოფიციალური გაყიდვა მიმდინარე თვეში იწყება. 

image.jpeg 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.