Jump to content

შემარჩევინეთ გაგრილება Ryzen 9 5900x სთვის.


Recommended Posts

ესეიგი, ვაწყობ სისტემას Ryzen 9 5900x ზე (x570 aorus elite) (DeepCool CL500 ქეისში,  ჯერ ყველა ნაწილი არჩამოსულა), გაგრილება ნაყიდი მაქვს be quiet! Dark Rock Pro 4, მაგრამ მინდა შევცვალო 360 ანი წყლის გაგრილებით. ამ ვერსიებიდან რომელიმეთი.
Lian Li GALAHAD AIO 360 RGB UNI FAN SL120 EDITION BLACK 
CORSAIR iCUE H150i RGB PRO XT
NZXT Kraken X73 360mm
ARCTIC Liquid Freezer II 360
ან სხვა მოდელს ხოარ მირჩევდით (RGB არმინდა, Lian Li გამონაკლისია)

და რასფიქრობთ ჯერ საერთოდ თუ ღირს შეცვლა (სტოკზე უნდა ვამუშაო ისედაც, ქეისში 3 შემტანი და 2 გამტანი ფანი იქნება PWM ზე დაერთებული. (ARCTIC P12 PWM PST 5 ფანი მაქვს ნაყიდი მაგისთვის) და კიდევ შეცვლას თუ გადავწყვეტდი ვფიქრობდი რო  რადიატორზე 2 ვე მხარეს დამეყენებინა ფანები, ჰაერსაც უფრო გრილს შეიტანდა ქეისში წინიდან (სამწუხაროდ ზედა მხარეს 360 ანი რადიატორი არდგება ამ ქეისში) ეს ARCTIC P12 ფანები წინიდან და სტოკ ფანები უკნიდან უკეთესი Air Flow სთვის, ეს ფანები რადიატორისთვის უკეთესია სტატიკური წნევის ფანებია. აბა თქვენ რას მეტყვით, დიდად ვერვერკვევი  არასდროს მქონია შეხება და ბევრი არგამეგება.
 

 

 

 

Link to comment
Share on other sites

საკმაოდ ძლიერი ჰაერის გაგრილებაა. ვფიქრობ არ იქნება ეგეთ დახურულ თხევად გაგრილებაზე გადასვლა. საერთოდ ჩემი პირადი აზრია რომ მაღალი კლასის ჰაერის გაგრილებას მსგავსი თხევადი გაგრილებები არაფრით აღემტება წარმადობაში. განსხვავება ვიზუალია რაც ბევრს შეიძლება არ მოსწონდეს ქეისში ამხელა მახინის ქონა

Link to comment
Share on other sites

8 hours ago, G10RG10 said:

ქეისში 3 შემტანი და 2 გამტანი ფანი იქნება

პირიქით დააყენე, გამტანი ყოველთვის უფო მეტი(მძლავრი) უნდა იყოს ვიდრე შემტანი

8 hours ago, G10RG10 said:

ვფიქრობდი რო  რადიატორზე 2 ვე მხარეს დამეყენებინა ფანები

დიდ არაფერ შედეგს მოგცემს, თუ მოგცა საერთოდ, თანამედროვე პროცესორების პრობლემა სითბოს კრისტალიდან რადიატორამდე გადატანაშია და არა რადიატორიდან მის მოშორებაში

Link to comment
Share on other sites

18 hours ago, Gogla1990 said:

დიდ არაფერ შედეგს მოგცემს, თუ მოგცა საერთოდ, თანამედროვე პროცესორების პრობლემა სითბოს კრისტალიდან რადიატორამდე გადატანაშია და არა რადიატორიდან მის მოშორებაში

ანუ 2 ვე მხარს რადიატორზე იმიტო მინდა ქულერების დაყენება რო ჰაერმა უკეთესად იტრიალოს ქეისში და ვიდეო კარტაც გააგრილოც ცოტა მაინც, თორე პროცესორის სითბოს დიდად არვჩივი. ისეთი პონტია რო თუ წინ დავაყენებ 360 ან რადიატორს ქეისში სხვა ნაწილები გათბება და თუ ზემოთ დავაყენებ 280მმ ან რადიატორს პროცესორი გათბება და რავი ვეღარ გავიგე რომელი ვარიანტია უკეთესი.

კიდევ ერთი პრობლემა ის შეიძლება იყოს რო თუ 2 ვე მხარეს დავაყენებ რადიატორზე ქულერებს მერე ვიდეო კარტა თუ ჩავა ქეისში. RX 6900xt უნდა ჩავდგა და და თან ამდ ცოტა ცხელია + თუ არ გაგრილდა რავი აბა.

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, G10RG10 said:

RX 6900xt უნდა ჩავდგა და და თან ამდ ცოტა ცხელია

ამდ არაა ცხელი, 6900XT არის ცხელი, თუმცა ეგეც გააჩნია რას ადარებ, კონკურენტ ენვიდიაზე ცხელია დავიჯერო? :D 

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.