Jump to content

hDD??


user24

Recommended Posts

გაუმარჯოს ბიჭებს. ახალი ნაყიდი მაქვს seagate 2tb მწვანე, სადღაც ერთი წელიც არ იქნება მუშაობს,ხოდა ჭინთვები დაეწყო, ხან თამაშს მითიშავს, ხან ლოადინგი აქვს დიდი, ხმაც აქვს hdd ს თუ მოუსმენ: დისკ დრაივი როჩერდება და ხელახლა იწყებს ტრიალს თუ მსგავსი რაღაც .. ბედ სექტორები აქვს თუ რამე სხვა იქნება? სიცოცხლისუნარიანობა 100 პროცენტებზე აქვს :)

Link to comment
Share on other sites

HDD tune დატესტე შეცდომებზე და ბედ სექტორებზე, შეიძლება გაუბერა, შეიძლება დაკლება უნდა ხმას, მაგ პროგამაშია ეგეც

Link to comment
Share on other sites

სხვა სატა და კვების კაბელი სინჯე, შეიძლება კონყაქტი არ აქვს კარგი

1 hour ago, user24 said:

ხმაც აქვს hdd ს თუ მოუსმენ: დისკ დრაივი როჩერდება და ხელახლა იწყებს ტრიალს თუ მსგავსი რაღაც

ნუ აქ აღარცაა ბედ სექტორები სანახავი, რა აზრი აქვს :) 

Link to comment
Share on other sites

ანუ გავიდა მარილზე? 9 ბედ სექტორიაო hd tune მ თქვა

Link to comment
Share on other sites

9 ბევრია კი თუ კაბელი არ ახურებს ან მაზერის სატა კონტროლერი, ძვრება მემგონი სული უკვე

Link to comment
Share on other sites

3 minutes ago, user24 said:

ანუ გავიდა მარილზე?

სამწუხაროდ კი

Link to comment
Share on other sites

ესე მალე რატო მოკვდა... ოპტიმიზაციას სულ ვუკეთებდი ხოლმე , ხეფრაგმენტაციას და რამე... საცემები არიან რა

Link to comment
Share on other sites

ან ქარხნული წუნით გამოდგა, ან ხშირი ავარიული გათიშვით დაზიანდა, ანაც კვების ბლოკმა ივაშკაცა :) 

Link to comment
Share on other sites

რავი რა გითხრა ტოშიბა მიყენია მეორე hdd-ათ, პირველმა რომ დაიწყო გაბერვა და 1-2 ბედ სექტორი გამოხტა, ხოდა ეგ პირველიც ცოცხალია ჯერ და ეგ ტოშიბაც კარგ ფორმაშია, გავიდოდა ასე 6 წელი შეიძლება მეტიც, ძველი სამსუნგის 1ტბ კი 2008 ლამის ნაყიდი მგონი, ძველ სისტემაში მედგა ჯერ კიდევ, ფილმებს ვინახავ ორივეზე და სერიალებს, არაფერი ისეთი, დოკუმენტების ბეკაპებიც მაქვს ორივეზე სსდ გარდა ეგ, თუ შევატყვე რომ უჭირს რამე 2ტბ ავიღებ უკვე ალბათ, ძვირი არ ღირს და დიდი ზომის ვიდეოების შესანახათ იდეალურია, არც 4k uhd-BD რემუქსებზე ჭედავს ყურების დროს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ტოშიბა მაქვს მეც ფაილებისთვის (ერთი პერიოდი თამაშებისთვისაც იყო) 2ტბ-იანი 2014 წლიდან და რავი ეხლაც 100%-ზე და არც სისწრაფე დაჰკლებია საერთოდ

ამის წინ სიგეიტი მქონდა ცოტა ხნით, ნამეტანი ხმაურიანი იყო და მაგიტომ გადავედი ტოშიბაზე, მანამდე WD Green მქონდა 3-4 წელი, ისიც სრულიად ჯანმრთელი იყო (ეხლაც მიდევს უჯრაში ზედ ფაილებით :D ) 

Untitled.png

Link to comment
Share on other sites

აუ ეს იქნებ გადავარჩინო ,კაბელებს დავცვლი თორე მთელი არქივი აქ მაქვს ყველაფერი. მეორეს ყიდვისთვის კიდე არ მცხელა ჯერ 

Link to comment
Share on other sites

საჭირო ფაილები თუ გაქვს ზედ, გადაიტანე სხვაგან, ნუღარ ენდობი მაგას + სრულ(ნელ) ფორმატზე გაუშვი, შეიძლება სარეზერვო მოცულობიდან ჩაანაცვლოს ეგ ბედ სექტორები და იმუშაოს კიდევ კაი ხანს :) 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

რატო უნდა გაფუჭდეს ესე მალე. დენი მიდის ხოლმე და ალბათ მაგან ქნა. კაროჩე რა... 

რემაპი გავუკეთე დღეს victoria+ ით. მთელი 5-6 საათი ჩალიჩობდა მაგრამ მგონი არაფერი შეცვალა, მოცულობაც იგივე აქვს და ბედ სექტორიც რაც მანამდე

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, user24 said:

დენი მიდის ხოლმე და ალბათ მაგან ქნა

თუ ხშირად ხდება კი, ერთერთი მიზეზი ეგაა ჰდდ-ს დაზიანების

ჩემთანაც ხშირად ქრება დენი, მაგრამ უმეტეს წილად სძინავს ჩემს ჰდდ-ს, რადგან დამატებით დისკადაა და დენი რომ წავა არაფერი უზიანდება გაჩერებულს :D 

Link to comment
Share on other sites

რახან ბედ სექტორებია შეიძლება ვინდოუსის ფაილებიც დააზიანა სადმე, გაუშვი მაინც შეცდომების შესამოწმებათ ვინდოუსიდან რომ ამოწმებს, დააკვირდი კიდე ბედ სექტორები გაიზრდება თუ არა, თუ კი სასწრაფოთ უნდა აიღო ახალი და რამე საჭირო ფაილები თუ გაქვს სხვაგან გადაიტანო სანამ ახალს იყიდიდე, აი ამას ვგულისხმობ თუმცა კომანდითაც შეიძლება prompt-ან უფრო სერიოზულათ შემოწმება შეცდომებზე:

Open File Explorer and select This PC. ...
Navigate to the Tools tab and click Check.
If no errors are found, a prompt tells you: You don't need to scan this drive. ...
When CHKDSK is finished, click Show Details to view any errors that were repaired, or click Close to close the window.

Link to comment
Share on other sites

21 hours ago, George said:

რახან ბედ სექტორებია შეიძლება ვინდოუსის ფაილებიც დააზიანა სადმე, გაუშვი მაინც შეცდომების შესამოწმებათ ვინდოუსიდან რომ ამოწმებს, დააკვირდი კიდე ბედ სექტორები გაიზრდება თუ არა, თუ კი სასწრაფოთ უნდა აიღო ახალი და რამე საჭირო ფაილები თუ გაქვს სხვაგან გადაიტანო სანამ ახალს იყიდიდე, აი ამას ვგულისხმობ თუმცა კომანდითაც შეიძლება prompt-ან უფრო სერიოზულათ შემოწმება შეცდომებზე:

Open File Explorer and select This PC. ...
Navigate to the Tools tab and click Check.
If no errors are found, a prompt tells you: You don't need to scan this drive. ...
When CHKDSK is finished, click Show Details to view any errors that were repaired, or click Close to close the window.

არა ვინდოუსი SSD ზე მიწერია, hDD მულტიმედიისთვის მაქვს ცალკეა

Link to comment
Share on other sites

ხო როგორც ჩანს ბრაკი აღმოჩნდა, ჩემთან დიდათ არა აქვს მაღალი ხმები, ნუ ტოშიბას ძალიან პატარა წკაპუნები ქონდა ისედაც და F1 სამსუნგის სპინპოინტი (10 წელზე მეტისაა ეგ რარიტეტი მაგრამ კიდე ცოცხალია) აკუსტიკ მენეჯმენტიდან გავაჩუმე, არც ეგ ხმაურობს, დაჟე როცა მაქსიმალურ ნაგრუზკაზეა კეისიდან არ გამოდის ტკაცა-ტკუცები, ძალიან პატარა ხმა აქვს, რომლებიც ღმუის ტკაცუნობს და როტაციის ხმას გამოცემს დიდს, ეგენი კი შემაწუხებელია მართლა, მაგრამ ბევრის მორჯულება შეიძლება, ან უხმოებია მაინც, მეც დიდი ზომის ფაილების შესანახათ ვხმარობ ორ ცალ 1TB HDD ტორენტებისთვის, ასე 1,7 ტერაბაიტის ვიდეოები მექნება ჩაწერილი ალბათ, ნუ ფილმები და სერიალები, ხოდა ვუყურებ ხოლმე ნელ-ნელა, რომ თავისუფლდება მერე შემდეგ პარტიას ვიწერ, ნუ გაძვრება სული და არაა პრობლემა მაგის გამოცვლა, ლამის ბიუჯეტური მექანიკური კლავიატურის ფასია 2ტბ მოდელი ეხლა ჩვენთან, ანუ არ გაგაკოტრებს დიდათ, თუ მთლათ ნოლზე არ ხარ ფინანსურათ, გაფუჭებული კაბელი, წარა-მარა დენის გათიშვები და განსაკუთრებით ცუდი ხარისხის კვება ვნებს კი HDD და ალბათ სსდ ფუჭდება უფრო მალე

Link to comment
Share on other sites

დღეს კიდე გააკეთა მასე , უცბად შათ დაუნზე უშვებს თამაშისას და ხელახლა ირთვება. ესეიგი ეს ვინჩესტერი უნდა გადავაგდო ხო ? ( event viewer აი  მაგას წერს

Снимок экрана (1).png

Link to comment
Share on other sites

ეგ არ ითვლება შეცდომათ, მეც მიგდებს მაგას პერიოდულათ ბოლო ვინდოუს 10-ის ვერსიებშიც და 11-ზეც ეგრეა მგონი, სსდ ოპერაციას ვერ ასრულებსო HDD-ზე, ლაპარაკია ტრიმზე, რომელიც მარტო სსდ-ზეა, ანუ ეგ მიკროსოფტის პრომახია და არა შენი HDD, შენ ეძებე მანდ თუ ყრის პერიოდულათ დისკის შეცდომებს, ან დაზიანებული სექტორები ან რამე სხვა, HD tune გახსენი და error scan-ზე გაუშვი ნელ სკანირებაზე შენი HDD, რომ მორჩება ნახე ყველაფერი მწვანეთაა თუ ბევრი ბედ სექტორები იპოვა, თუ წითლებია დობრათ, გამოსაცვლელია ყველა ვარიანტში უკვე, ცოტა დრო არ ჭირდება ისე, როცა არ გჭირდება ეგ HDD მაშინ უნდა დატესტო, ასე 1.5 საათი მაინც დაჭირდეს მთლიან სკანირებას შეიძლება დიდი მოცულობის HDD-ზე, მაგრამ თუ არაა დაგრუზული უფრო მალე მორჩება მაინც

Link to comment
Share on other sites

გავუშვებ ეხლავე და რო დაასრულებს დავდებ სქრინს

Link to comment
Share on other sites

ხო ქუიკზე აზრი არა აქვს, მანდ ხშირათ ვერ პოულობს დაზიანებულ სექტორებს მაგრამ ნელზე როგორც წესი ფიქსირდება და შეიძლება ევენტ ვივერში ამოყაროს მაგის შემდეგ შეცდომები დისკის, აი რამე ეგეთი თუნდაც:

The IO operation at logical block address 0x566e62f0 for Disk 1 (PDO name: \Device\00000030) was retried. ან ესეთი:

A fatal hardware error has occurred. A record describing the condition is contained in the data section of this event. აი ეს შეცდომა HDD დაზიანების ბრალი არაა უკვე:

The storage optimizer couldn't complete retrim on New Volume (G:) because: The operation requested is not supported by the hardware backing the volume. (0x8900002A) თუ რაღაც მცირე პრობლემა ქონდა sfc /scannow ან Dism /Online /Cleanup-Image /RestoreHealth კამანდების გაშვებაც შველის ხოლმე command prompt-ან, თუ რამე ფაილები დააზიანა აღადგენს ეგრე, მაგრამ ისევ დაზიანდეს შეიძლება ფაილები თუ უბერავს უკვე სერიოზულათ შენი HDD

Link to comment
Share on other sites

ვინდოუსი ხო არ აჩმახებს ნეტა? ჩემ პლატას აქვს win7/win8.1 მხარდაჭერა მარტო ოფიციალურად. იქნებ ვერ ერგება რაღაც . ეს იმიტო ვიფიქრე რო სხვასთან დავაყენე ამას წინ win10 ცოტა ძველ პლატაზე და არტეფაქტებივით გამოქონდა ვერ ვიგებდით რატო, მერე აღმოჩნდა რო ვინდთან ქონდა შეუთავსებლობა, ისევ ძველი 7 დავაყენეთ ტუარა, გასწორდა და მოვიდა გონზე. მერე ხელახლა 10 დავაყენეთ და დაიწყო ისევ მასე. ხოდა... შეიძლება რო რაღაც შეუთავსებლობა ქონდეს ? არადა 8 ის დაყენება არმინდა (

Link to comment
Share on other sites

ვერ გეტყვი, ისე უფრო HDD პრობლემა იქნება ვიდრე ვინდოუსის, მაგრამ თუ დროებით დაეწყო გაბერვები HDD-ზე, ან კაბელის ბრალი იყო თუნდაც, მაგის შემდეგ შეიძლება სისტემური ფაილებიც დაეზიანებინა, ხოდა ეგ კომანდები შველის, თუმცა უშველის მარტო დროებით თუ მართლა აქვს ბედ სექტორები HDD-ზე, ამიტომ დატესტე მაინც ჯერ HDD Tune და თუ არაფერი იპოვა მაშინ გაუშვი sfc /scannow და Dism /Online /Cleanup-Image /RestoreHealth და მერე დაარესტარტე სისტემა, თუ მაინც არ უშველა შეიძლება რამე სხვა პრობლემაც იყოს და არა ბედ სექტორებთან დაკავშირებული, ნუ მექანიკური პრობლემა ქონდეს ან შეიძლება ბრაკიც აღმოჩნდა შენი HDD თუ 3 თვე გაგიძლო მარტო

Link to comment
Share on other sites

ყველაფერი შეიძლება ისეთი დომხალი აქვთ ბოლო დროს ჰარდი/სოფტის შეთავსებებზე, თუმცა შენს შემთხვევაში მაინც ჰდდ მგონია დამნაშავე

ამ4-ს პლატა მაქვს სატესტოდ X370-ზე, ამასწინ ახალი ვინდი დავაყენე თავის განახლებებით და 2 სატა პორტი გამოშტერდა(სავარაუდოდ სხვა კონტროლერზე იყო) სისტემა ჭედავდა და სსდ-ს ერორები აჰკიდა, სავარაუდოდ სატა დრაივერი დადგა კოჭლი :D 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.