Jump to content

Sony-მ წარადგინა SSD Nextorage ინტერფეისით PCIe 5.0 და სიჩქარით 10 000 მბ/წმ


Magdalena

Recommended Posts

კორპორაცია Sony-მ ღონისძიება Tokyo Game Show 2022-ზე წარადგინა მაღალი წარმადობის მყარი დისკების ნიმუშები Nextorage, რომლებიც აღჭურვილია PCIe 5.0 х4 ინტერფეისით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Hermitage Akihabara 

მყარი დისკები მიეკუთვნება М.2 2280 ფორმ-ფაქტორს. სერიაში შედის 1 და 2 ტერაბაიტი მოცულობის მოდელები. ინფორმაციის წაკითხვის სიჩქარე აღწევს 9500 და 10000 მბ/წმ-ს, შესაბამისად, ჩაწერის სიჩქარე კი - 8500 და 9500 მბ/წმ-ს. 

image.jpeg 

მყარ დისკებში გამოყენებულია მოზრდილი რადიატორი გაგრილებისთვის ვერტიკალური ფირფიტები მასივით, თუმცა აღინიშნა, რომ ფინალური დიზაინი შესაძლოა შეიცვალოს. 

image.jpeg 

image.jpeg 

გარდა ამისა, წარდგენილ იქნა Nextorage G Series SSD-ები PCIe 4.0 х4 ინტერფეისით. ეს მოწყობილობებიც М.2 2280 ფორმატისაა, სერიაში შედის 1, 2 და 4 ტბ მოცულობის დისკები. ყველა მათგანის წაკითხვის სიჩქარე 7300 მბ/წმ-ს შეადგენს, ჩაწერის სიჩქარე კი - 1 ტბ მოდელის შემთხვევაში 6000 მბ/წმ, დანარჩენი ორი მოდელისა - 6900 მბ/წმ.  

image.jpeg 

და ბოლოს, წარდგენილ იქნა სერია Nextorage G Series SE ინტერფეისით PCIe 4.0 х4. სერიაში შედის 500 გბ, 1 ტბ და 2 ტბ მოცულობის მოწყობილობები. წაკითხვის სიჩქარე აღწევს 4800 მბ/წმ-ს, ჩაწერის სიჩქარე - 4100 მბ/წმ. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.