Jump to content

MSI-მ დააანონსა UWQHD ფორმატის რკალისებრი ბიზნეს-მონიტორი Pro MP341CQ


Recommended Posts

MSI-ს ასორტიმეტში გამოჩნდა მონიტორი Pro MP341CQ, რომელიც შეესაბამება როგორც ყოველდღიურ საოფისე სამუშაოებს, ასევე გართობის სფეროს. მონიტორს აქვს რკალისებრი VA მატრიცა სიმრუდის რადიუსით 1500R. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

ეკრანის დიაგონალი 34 დუიმის ტოლია და ფლობს 3440 × 1440 პიქსელ გაფართოებას (UWQHD ფორმატი), გვერდების შეფარდებაა 21:9. მხარდაჭერილია 116.25%-იანი sRGB ფერთა გამა, ფერების რაოდენობა 1.07 მილიარდს შეადგენს. 

კონტრასტულობის მაჩვენებელია 3000:1, სიკაშკაშე - 300 კდ/2, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს, რეაგირების დრო (GtG) 4 მილიწამის ტოლია (MPRT – 1 მწ.). 

image.jpeg 

Pro MP341CQ მოდელს აქვს ორი ორვატიაი სტერეოდინამიკი, 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი, ორი HDMI 2.0b ინტერფეისი და DP 1.2a კონექტორი. სადგამის მეშვეობით შესაძლებელია ეკრანის დახრის კუთხის რეგულირება 25 გრადუსის ფარგლებში. 

image.jpeg 

მხარდაჭერილია ტექნოლოგიები Anti-Flicker და Less Blue Light TÜV სერტიფიკატით მომხმარებლის მხედველობის დაცვისთვის. Pro MP341CQ მოდელი შავი ფერისაა, ასევე ხელმისაწდომია Pro MP341CQW ვერსია თეთრ ფერში. მონიტორის ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.