Jump to content

NVIDIA GeForce RTX 40XX Series - ზოგადი თემა


Recommended Posts

ფასი წარმადობით 4090-ია ყველაზე მაგარი კარტა 2000$-იან 3090 ტი-ს სახეს ახევს 40FPS-ით და ეგ გამოდის საუკეთესო ბესთ ფორ ბაქს ჩოის ბარათი...

ეგ "კოჭლი" 4080 12გბ-იანიც აჯობებს 3090ტი-ს და ვთვლი რომ კოჭლი ნამდვილად არ ქვია ისეთ კარტას რომელიც 2000$-იან კარტაზე დიდ პერფორმანსს დებს, ეს ჩვენნაირი ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებისთვის გამოდის ძალიან ძვირად ღირებული ბარათები, თორემ განვითარებულ ქვეყნებში ისევე იყიდიან როგორც მანამდე ყიდულობდნენ, როდესაც მაინინგის ბუმი იდგა რა გიკვირთ RTX 2080ti-ს 1200$-ი დაადეს MSRP ფასი...

ახლა დაწია ენვიდიამ 3000 სერიაზე ფასები, თორემ ცეცხლი ეკიდა ვიდეო კარტებს, RTX 4000 სერია კიდე არ არის საგეიმერო ბარათები მხოლოდ ეგ არის ინდუსტრიული სტილის ბარათები, რომლებიც რთულ გრაფიკულ სამუშაოებისთვის შესასრულებლად გამოიყენება და არა მხოლოდ საგეიმეროდ...

ჰოდა კდიე AMD-მაც თუ არ იღორა და სავარაუდოდ როგორც ყოველთვის უფრო დაბალ ფასებს დასვამს 7000 სერიაზე, ენვიდიაც მაგ ფასებს დაწევს აუცილებლად კონკურენციისთვის... ასე რომ ეგ ფასები 100-200$-ით დაიწევს...)

Link to comment
Share on other sites

კი ეგრეა ფასი-წარმადობით ფაქტიურათ არცერთი მოდელი არ გამოირჩევა, ნუ კაკ მინიმუმ რაც ეხლა დაანონსდა მაქედან, თუმცა წარმადობა კი აქვს ძალზე მაღალი, 2K სერიოზულ ფპს ანვითარებენ და 4K საკმაოთ კარგს ეგ მოდელები, თუმცა RTX DLSS გარეშე მარტო 2K რეჟიმში ითამაშება და 4080 მოდელიდან მაქს ალბათ მარტო 50-60ფპს მაინც რომ დადოს მინიმუმ, ისე კი ნვიდიას კარტებიდან დაჟე 3070Ti არაა ბატი კარტა, თუ კიდე გაიაფდა მთლათ კარგი ვარიანტი გამოვა 2K სათამაშოთ, ეგ ვისაც ნვიდია უნდოდა თორე ამდ 6800 ჯობია ფპს-ით მაგ კარტას რეიტრეისინგს რომ დავანებოთ თავი, ყველაზე სერიოზული ნვიდიას კარტებიდან ეხლა მაინც 3080 12გბ რჩება მემგონი ფასი-წარმადობით, ვნახოთ იგივე 4060Ti ან 4070 რა ფორმაში იქნება და რა ფასი ედებათ

NVIDIA GeForce RTX 4090 და RTX 3090 Ti პლატებს შორის მცირე სხვაობა ყოფილა: https://gamegpu.com/железо/pechatnaya-plata-nvidia-geforce-rtx-4090-pokazyvaet-neznachitelnye-otlichiya-ot-rtx-3090-ti

 

Link to comment
Share on other sites

ვისთვის როგორ, მაგრამ გაიკეთოს უკან ეგ ვითომ ინოვაციური დლსს და მსგავსი ტექნოლოგიები თუ განვითარებასთან ერთად ხალხის მოტყუებას განაგრძობს

ცოტა ხანში ახალ კარტებს აღარ გამოუშვებს. დლსს 4.0, 5.0-ს და აშ გაყიდის დრაივერების სახით და ეგ იქნება, რაღა საჭიროა კარტის სიმძლავრის გაზრდა, ნაკლები დასარენდერებელი მიეცი და მეტ კადრს დაგიწერს, თვალსაც გაუხარდება :D 

 

Link to comment
Share on other sites

რეი ტრეისინგში გადაუჭრია ვენები ეხლა ვნახე, გაორმაგებული წარმადობაა ფაქტიურათ RTX-ში DLSS გარეშე, ანუ ალბათ 4080 მშვენივრათ გათამაშებს 2K უკვე, 3080Ti არ ითამაშებოდა DLSS გარეშე, ნუ ვერ იჭერდა დაჟე 50ფპს-აც კი ხშირათ, ლოლ 370ფპს-იო მესამე ვიჩერში 2K, რაღაც საოცარი ფპს-ი ფიქსირდება არც ისე უბანძეს გრაფიკაზე მაგ ახალზე, ვერ ვიტყოდი რომ მესამე ვიჩერი ბანძი გრაფიკითაა ყველაფერს როცა ჩაურთავ ეხლაც კი, 165 გერციანი 2K მონიკები კიდე უფრო აქტუალური იქნება მაგ ახალ სერიაზე, ნუ 4090 რომ დავანებოთ თავი იგივე 4070+ კარგი ფპს უნდა დადოს 100+ მაინც 2K-შიც, ნუ ეგ უკვე კარტის მიხედვით, 4070Ti არ იქნება ბეყე წარმადობის, ნუ კეშინგიც მაგრა წევს ფპს-ს VRAM გამტარობის და მაღალი კორ ჩასტოტის გარდა, დაჟე მაგის ნახევარი წარმადობაც რაც აქვს ეხლა მაგ 4090 უმრავლესობა გეიმერისთვის საკმარისი იქნება 2K სათამაშოთ კომფორტული ფპს-ით, ფასი ხდება უკვე მაგ შემთხვევაში საკმაოთ აქტუალური, როცა არ გჭირდება მაინდამაინც 160ფპს+ 2K 700$ კარტაც ყელამდე გეყოფა უკვე მაგ სერიიდან, ან თუნდაც 7000 ამდ სერიიდან, თუმცა მაინც ძვირი სიამოვნება გამოდის მაგრამ 1600$+ გადახდა კარტაში უკვე აღარაა საჭირო მაინც, DLSS კიდე სიაფანდი ტეხნოლოგიაა, კი ძალიან იზრდება ძლიერ გრაფიკიან თამაშებში წარმადობა, მაგრამ საკმაოთ ფუჭდება ვიზუალიზაცია და ათასნაირი სირული გაბერვები იწყება ლატენტურობის და სხვა გრაფიკული არტიფაქტების სახით ან ბლურის თუნდაც, მაგრამ როგორც არ უნდა ატრიალო ეხლანდელი 600-700$ კარტებიც კი ძალზე მაღალ ფპს-ზე უბერავენ უკვე და მაგ ახალ სერიებშიც ეგრე იქნება, ძალიან ძვირია მარტო ჰაი ენდ და ჰაი-მიდ ენდ სერიები, მაგ სერიაში ალბათ 4080 და ზევით იკბინება საკმაოთ უკვე, 4060Ti-4070Ti უფრო ადამიანური ფასები ედებათ და მაინც კარგ ფპს დადებენ 2K, თუმცა ამდ 7000 უფრო კარგი უნდა იყოს კიდე ალბათ ფასი-წარმადობით იგივე ფასათ რაც გამოვა, საინტერესო იქნება მაინც 500-600$ მოდელებს რა ფპს ექნებათ რეი ტრეისინგის გარეშე 2K DLSS ჩართვის გარეშე ოღონდ, რასაც ვუყურებ ძალიან მაღალი ფპს უნდა დადონ მასეთ კარტებმაც, მაგრამ როგორც ყოველთვის ნვიდია იჟმოტებს მანდაც ალბათ

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Gogla1990 said:

ვისთვის როგორ, მაგრამ გაიკეთოს უკან ეგ ვითომ ინოვაციური დლსს და მსგავსი ტექნოლოგიები თუ განვითარებასთან ერთად ხალხის მოტყუებას განაგრძობს

ცოტა ხანში ახალ კარტებს აღარ გამოუშვებს. დლსს 4.0, 5.0-ს და აშ გაყიდის დრაივერების სახით და ეგ იქნება, რაღა საჭიროა კარტის სიმძლავრის გაზრდა, ნაკლები დასარენდერებელი მიეცი და მეტ კადრს დაგიწერს, თვალსაც გაუხარდება :D 

 

ჯერ რამხელა კომბალია ,მერე რამდენ დენს შეჭამს , მაგას ორი კვების ბლოკი დაჭირდება, თან დედაპლატაზე სლოტს გადმოღუნავს მაგხელა რამეა, რა ტექნოლოგიაც არ უნდა ქონდეს საშინელებაა ჩემი აზრით

Link to comment
Share on other sites

4090 ეგეთი დიდი მარტო, 4070Ti და ქვედა მოდელები უფრო მცირეა დიამეტრში, თან რეფერანს მოდელები ყოველთვის უფრო დიდი იყო ვიდრე არარეფერენსი, 4080 საკმაოთ დიდია მაინც

Link to comment
Share on other sites

ძალიან მხეცი გამოვიდა, მეგონა რომ რასთირიზეინში არ იქნებოდა დიდი სხვაობა, 80%-მდეა ზრდა 3090ტი-სთან მიმართებაში, თუმცა უკვე ჩამოვიდა 3090ტი 1000$-1100$-ზე, მეორე თუმცა ის არის რომ სამუშაო აპლიკაციებში სასწაულად წინ არის ადას ბარათი, რაც ხშირი მიზეზი იყო 3090ტი-ს მყიდველებისთვის

 

რომანმა, (der8auer) პაუწერ ლიმიტ დაწია 70%-ზე, პერფორმანსი დაკარგა 5% სადღაც და კარტა 300 ვატს არ გადაცდა ენერგო მოხმარებაში ლოლ

 

ახლა უკვე სუპერ საეჭვოა რომ ამდ-მ დადოს ეგეთი პერფორმანსი რდნა3-ში, ფასს თუ დაადებენ 1000$-ს მაქსიმუმ ეგ უშველით მაგრად იმო

არამგონია ამდ-ს პრობლემა ქონდეს გაყიდვების და რამე, 6000 სერიამ მაგრად გაამართლა, თან ძალიან, მაინინგზე დაბრალებაც შეიძლება, მაგრამ ფაქტია რომ კარგი პროდუქტი გამოუშვეს

 

რავიცი, მე რომ ფული მქონდეს ოხრად, ალბათ არც დაველოდებოდი ამდ-ს კარტას, თუმცა ასე მოქცევა არანაირად არ არის სწორი :D 

Link to comment
Share on other sites

მაგ ფლაგმანს ისეთი წარმადობა აქვს რომ 4080 16გბ მაინც ძალზე მძლავრი იქნება და 2K მაღალ ფპს დადებს ყველგან, 4k ლოლ rt-ში კიბერპანკში 60ფპს დებს 4090, მაგრამ ამ სერიაზე სხვაობა შეიძლება უფრო მეტიც იყოს ფპს-ში 4080 და 4090 შორის ვიდრე 3080 და 3090 შორის, მანდ ისეთი დიდი სხვაობა არ ყოფილა მაინც როგორიც ფასში იყო

Link to comment
Share on other sites

ჩემი აზრით 4080 16გბს ყიდვა სისულელეა 1200 დოლარად როცა 1600 დოლარად ბევრად მძლავრი კარტაა რა ეგ 4090 1200 დოლარის საშუალებათუ გაქვს იქაც 1600ის უდნა გქონდეს ალბათ ყველაზე ცუდი გაყიდვა ექნება მაგ 4080 16გბს არც 4080 12გბმ მგონია რომ იფრენს გაყიდვებით

Link to comment
Share on other sites

გასაღდება ეგენიც ნუ გეშინია, ძალიან დიდია თან ზომით 4090, 12გბ კიდე საკმაოთ მძლავრი კარტა იქნება, რამდენათაც არ უნდა შეკვეცონ მაინც მაღალ ფპს დადებს მაგ კეშინგით და GDDR6X, ნუ გამოვა და ვნახავთ, 400$ საკმარისზე დიდი სხვაობაა ფასში მაინც თუ 180ფპს დამიდო 2K 4080 და უფრო მცირე ზომის იქნება და მეტ კეისში ჩავაკვეხებ რატომ უნდა მივცე 1600$ უფრო დიდში და კეისიც ვცვალო მაზერი თუ არა მაგის გამო, სერიოზული ჰაი ენდ მაზერები უნდა ეგეთს, მართლა რომ არ გაღუნოს რამე ლოლ, ნუ მაინც არარეფერანსის აღება ჯობია რეფერანსი ძალიან ბონძღია, ზედმეტი პლასმასი აქვს კიდე დატოვებული ოთხკუთხედი ფორმა რომ ქონდეს, ყუთივითაა, სხვათაშორის წყლის გაგრილებით საკმაოთ პატარა ზომისაა უკვე მაგ რეფერანს თუ შევადარებთ, უზარმაზარია ეგ იმენა რა, 4070Ti-4070 მოდელები კიდე უფრო კარგი პონტი იქნება, შედარებით ბიუჯეტური კი უკვე 4060-4060Ti უნდა იყოს, არა მგონია 2K ძალიან გაუჭირდეს მაგ კარტებსაც კი, ნუ 60ფპს+ მეტს ალბათ მაინც დაგიდებს უმრავლესობა იგრებში მესამედ ფასში სადღაც ვიდრე ეგ 4090 ჯდება, მაინც მგონია რომ ფასის + მაინინგის დაბალი ვირუჩკის გამო სპროსი მაგ კარტებზე გაცილებით ნაკლები იქნება გლობალურათ ვიდრე წინა ორ-სამ სერიაზე იყო თუნდაც, ამიტომ გაყიდვები უფრო ნაკლები იქნება ალბათ, შეძლებული გეიმერები აიღებენ 4080+ დანარჩენები ან 3000 სერიას დაჯერდებიან ან მაქსიმუმ 4060Ti-4070Ti მოდელებს მაგ სერიიდან, ნუ ამდ 6000-7000 სერია რა თქმა უნდა, მაგ კარტის წარამდობას რომ ვუყურებ ნუ თუნდაც რეიტრეისინგის გარეშე, მე რომ აღება მდომოდა ალბათ უფრო 4070 ან 4070Ti ავიღებდი მაქსიმუმ მაგ სერიიდან, დანარჩენი ნამეტარი ძვირია ყოველგვარი დეფიციტის და ფასდაკლებების გარეშე, შედარებით იაფიანებიდან კი უფრო 4060Ti ალბათ, ეგ იდეაში 12გბ უნდა იყოს, თან არ გამოვრიცხავ მაგ სერიაში GDDR6 გამოუშვან ეგრევე და GDDR6X მოდელებიც, ეხლა 3060ti GDDR6X გამოშვებაც მოინდომეს რატომღაც, მანამდე მემგონი მაინინგის გამო ატორმუზებდენ, 2K სათამაშოთ რა თქმა უნდა შედარებით ადამიანურ ფპს-ში და მაღალ ნასტროიკებზე რეიტრეისინგის გარეშე, მაგას მინიმუმ 4080 უნდა და მაგიტომ 60ფპს მაინც რომ დაგიდოს, მაგ 4090 ფპს რომ ვუყურებ 2K რასაც ანვითარებს 4070Ti ყელამდე მეყოფა 700$ ძვირი თუ არ ეღირება ეგეთი, ნუ რამდენჯერ სუსტი იქნება ეგეთი სადაც 4090 200ფპს+ დებს ძალიან ბევრ თამასში 2K, კეშინგმა მემგონი შეცვალა მთელი რასკლადები, ეგ შედარებით იაფიანი კარტებიც მაგარ უდარში იქნებიან მემგონი და მაინც კარგ ფპს დადებენ მაგ კეშინგის გამო + სხვა ოპტიმიზაციებიც აქვს დამატებული მაგ ახალზე, ისე ძალიან ვაბანძებდე შეიძლება 4070-4070Ti რეი ტრეისინგის, არ გამოვრიცხავ მაგ მეორეზე ლამის 60ფპს წარმადობაც კი ქონდეს 2K კიბერპანკში სადაც 60ფპს 4K აქვს 4090, დაჟე 50ფპს+ რომ დადოს არ იქნებოდა ცუდი, არა აქვს დაჟე 3090 კი მაგდენის თავი და მაგიტომ, აი 4080 12გბ რისი თავიც ექნება მანდ გამოჩნდება მიახლოვებითი 4070Ti წარმადობაც, ერთ 15-20% კიდე ჩამოაკლებ მაქსიმუმ და ეგ იქნება, ეგეც მაქსიმუმ, ჩემთვის 80ფპს-100ფპს იგრებში უკვე საკმარისზე ბევრია მაღალ ნასტროიკებზე, მეტი ნამდვილათ არ მჭირდება, დაჟე 3080Ti შეფარდებაში მემგონი 4070Ti კარგი პონტი გამოვა იმენა მაგ კეშინგის გამო, ცალკე მონაცემებით ვერა ალბათ

Link to comment
Share on other sites

kv-img-2560-light-new.jpg

ჩემი პირადი სუბიექტური აზრით ვთვლი რომ ამაზე დახვეწილი 4090-ი ალბათ აღარ შეიქმნება... ყველა დანარჩენი სტეროიდებით გამოჭყეპილი უხეში მოდელებია რომლებიც საშინლად მძიმეებია და საშინლად არაესთეტიურად გამოიყურებიან... 

Link to comment
Share on other sites

ხო ეგ წყალზეა, მაგრამ რეფერანს ნორმა 3 ფანიანი არარეფერანს მოდელი აჯობებს დიამეტრითაც და ტემპებითაც, რახან მაგხელა ვეშაპი კარტაა ჯობია წყალზე აწყობა, განსაკუთრებით 4090 4080 შედარებით ნორმა დიამეტრებიც რომ ქონდეს არარეფერანსებს, 4090 რეფერანსი იმენა შკაფია და ეხლანდელი კონსოლის ნახევარია ლამის საერთო ზომით ლოლ, ბევრი არც უკლია, თან ძალიან სქელია სიგრძეს რომ დავანებოთ თავი, ისე 4080 შედარებით ადამიანური ზომა აქვს მაინც, 4070Ti კიდე უფრო პატარა იქნება უკვე 3 ფანიანი

Link to comment
Share on other sites

საათზე მეტია სტოკშია და უპრობლემოდ შეიძლება შეძენა 

მარაგი როგორც ჩანს მართლაც ძალიან დიდია და მოთხოვნაც მკვეთრადაა შემცირებული

TSMC-ის ხომ მიმართეს კონტრაქტის კორექციის თხოვნით ჩიპების რაოდენობაზე

TSMC-იმ მესამე მხარე მოიყვანე რომელიც აითვისებს მაშინო რაც რა თქმა უნდა არ შეეძელო ნვიდიას

ხალხი micro center-სა და best buy-სთან 24 საათიან რიგებში ჩადგა როცა უპრობლემოდაა შესაძლებელი შეძენა :D

Link to comment
Share on other sites

ესპანეთში ჯერ არაა და თვის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისDი თუ დაიყრება შეიძლება შემომეყიდოს, სირობა ფასებს თუ არ დაადებენ. 

Link to comment
Share on other sites

ჰაერის გაგრილება ისეთი დონე უყენია ყველა კარტას, რომ "შტამპოვკა" წყალი დიდ სხვაობას არ იძლევა 

 

image.png

 

სიამოვნებით დავუყენებდი წყლის ბლოკს და გავტესტავდი :D 

Link to comment
Share on other sites

ხო წინაზეც მხეცი ფანები ეყენა 3 ვენტილატორიან კარგ ვერსიებზე 3080+ კარტებზე განსაკუთრებით უკვე, აქ კიდე დახვეწავდენ არარეფერანსებში, წყალი 4090 ბანალურათ ზომის გამო უნდა დააყენო უფრო ვიდრე იმიტომ რომ ჰაერზე ნამდვილი პაჟარია და ზედმეტათ ხურდება კარტა თამაშებში, მანდ ალბათ VRAM კარგ ვერსიებზე უფრო სერიოზული თერმობალიშები აყენია GDDR6X ცხელი ჩიპია და მაგიტომ

Link to comment
Share on other sites

Unlaunching The 12GB 4080

nvidia.com/en-us/geforce/news/12gb-4080-unlaunch/

The RTX 4080 12GB is a fantastic graphics card, but it’s not named right. Having two GPUs with the 4080 designation is confusing.

So, we’re pressing the “unlaunch” button on the 4080 12GB. The RTX 4080 16GB is amazing and on track to delight gamers everywhere on November 16th.

აღიარეს თვითონაც :D

Link to comment
Share on other sites

პარტნიორებმა რა უნდა უყონ უკვე დამზადებულ კარტებს ? :D

4070 გადააწერონ ? :D

ახლა კეთილი ინებონ და აღიარებას შემდეგი ნაბიჯიც მოაყოლონ 900-დან 700-ზე დაწიონ ღირებულება

Link to comment
Share on other sites

9 hours ago, Alarak said:

Unlaunching The 12GB 4080

nvidia.com/en-us/geforce/news/12gb-4080-unlaunch/

The RTX 4080 12GB is a fantastic graphics card, but it’s not named right. Having two GPUs with the 4080 designation is confusing.

So, we’re pressing the “unlaunch” button on the 4080 12GB. The RTX 4080 16GB is amazing and on track to delight gamers everywhere on November 16th.

აღიარეს თვითონაც :D

კლოუნები არიან, ვეღარ აღვიქვამ ამ კომპანიას სერიოზულად

 

Link to comment
Share on other sites

11 hours ago, Alarak said:

აღიარეს თვითონაც :D

ანუ შეიწერეს :D 

1 hour ago, Fatal Fighter said:

კლოუნები არიან, ვეღარ აღვიქვამ ამ კომპანიას სერიოზულად

ფაქტია მილიონებს კი აკეთებენ, ჩვენ გინდ კლოუნები ვეძახოთ გინდ ტუტუცები :D

Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, Gogla1990 said:

ფაქტია მილიონებს კი აკეთებენ, ჩვენ გინდ კლოუნები ვეძახოთ გინდ ტუტუცები :D

კი სამწუხაროდ 

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.