Jump to content

ვიდეო დაფებზე ფასების მორიგი კლება: RX 6900 XT-ს ფასი შემცირდა 679$-მდე, RX 6700 XT კი 419 აშშ დოლარად იყიდება


Recommended Posts

მოახლოვდა ახალი თაობის Ada Lovelace და RDNA 3 ვიდეო დაფების გამოსვლის დრო. ამავდროულად ბაზარზე „ძველ“ ჩიპების შემოთავაზებები დღითიდღე იზრდება, RDNA 2/RTX 3000-ზე კი ფასები იკლებს. მაგალითად, AMD-ის ერთ-ერთი უმძლავრესი დაფა Radeon RX 6900 XT მოხვდა Newegg-ის მორიგი ფასდაკლების სიაში და ამჟამად იყიდება 679 აშშ დოლარად Founders Edition ეტალონური დიზაინის 999 აშშ დოლარის ნაცვლად, როგორც ადრე მწარმოებლებს სურდათ. უნდა აღინიშნოს, რომ PowerColor-ის ამავე მოდელის სარეკომენდაციო ფასი კიდევ უფრო მაღალია - 1199 აშშ დოლარი, ასე რომ გამოდის, Radeon RX 6900 XT იყიდება 520 აშშ დოლარიანი ფასდაკლებით. ამ კომპლექტაციაში წარმოდგენილია 3 ქულერი, 16 გბ DRRR6 და 5120 ბირთვი. 

image.png 

მორიგი ვიდეო დაფა, რომელიც დიდი ფასდაკლებით იყიდება, არის Radeon RX 6800 XT. იგი ამჟამად ღირს 579 აშშ დოლარი 649 აშშ დოლარის ნაცვლად. MSI-ს მიერ წარმოებულ ვარიანტს, სახელწოდებით Gaming Z Trio, აქვს სამი ქულერი და 16 გბ GDDR6. 

და ბოლოს, 419 აშშ დოლარად ხელმისაწვდომია MSI Mech Radeon RX 6700 XT დაფა 480 აშშ დოლარის ნაცვლად. დაფას აქვს 12 გბ GDDR6, 192-ბიტიანი სალტე და 96 მბ L3 "Infinity" ქეშ-მეხსიერება. 

სეთი დიდი ფასდაკლებების მიუხედავად ამჟამინდელი ამაჩქარებლები წარმადობით ვერ შეედრება მათ, რომლებიც სულ მალე გამოჩნდება სავაჭრო სივრცეებში. შესაბამისად, რთულია ისინი იწოდებოდნენ რეალურად მომგებიან პროდუქტად. 

Link to comment
Share on other sites

რატომღაც მგონია მაინც რომ ვერც ნვიდიას 4000 სერიის კარტებს იყიდი კაკ მინიმუმ პირველ ხანებში მთლათ იაფათ და ვერც ამდ 7000 სერიას, აი გამოვიდეს და ვნახოთ რა ფასებს დაადებენ და მართლა აღარ იქნება დეფიციტის პრობლემა მაინინგის გარეშეც თუ მაინც იქნება დეფიციტი რაღაც დოზებში, უბრალოთ თვითონ ფასი მაგ კარტებზე ცოტა არ ედება, 1000$ მგონია ჰაი-ენდ მოდელზე მინიმუმი მე, მაქსიმუმ არ ვიცი, უფრო ნვიდია თუ იჟმოტებს მაგ მხრივ თუ RTX გაძლიერდა სერიოზულათ და რეი ტრეისინგი მაგ სერიაზე, თუ ძალიან დიდი სხვაობა იქნება რეი ტრეისინგის წარამდობაში ალბათ 4080 16გბ იმავე ფასს დაადებს ნვიდია რასაც ამდ ლამის 7900XT, 7950XT და 4090 ან 4090Ti თუ გამოვიდა ეგ ბოლო კიდე უფრო ძვირი ეღირება 1200-1500$ კი შეიძლება, მალე იქნება ანონსი და ვნახოთ აბა ზუსტი ფასები რა იქნება პირველ მოდელებზე მაინც რასაც წელს უშვებენ

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, Magdalena said:

მორიგი ვიდეო დაფა, რომელიც დიდი ფასდაკლებით იყიდება, არის Radeon RX 6800 XT. იგი ამჟამად ღირს 579 აშშ დოლარი 649 აშშ დოლარის ნაცვლად. MSI-ს მიერ წარმოებულ ვარიანტს, სახელწოდებით Gaming Z Trio, აქვს სამი ქულერი და 16 გბ GDDR6. 

და ბოლოს, 419 აშშ დოლარად ხელმისაწვდომია MSI Mech Radeon RX 6700 XT დაფა 480 აშშ დოლარის ნაცვლად. დაფას აქვს 12 გბ GDDR6, 192-ბიტიანი სალტე და 96 მბ L3 "Infinity" ქეშ-მეხსიერება. 

სადღაც ერთ მაღაზიაში გაჭაჭანდება მაგ ფასად და გაიძახიან მერე გაიფდაო, ამაზონზე მაგალითად ვერ ნახავ მაგ ფასად, ნორმალური ვერსია 6900xt 800$-შიც საძებარია

Link to comment
Share on other sites

ეხლა დავაკვირდი და შეცდომითაა თემა ნვიდიას განყოფილებაში გახსნილი, გადავიტან ჯობია ამდ ვიდეოკარტების განყოფილებაში

Link to comment
Share on other sites

On 9/19/2022 at 2:19 PM, david_888 said:

სადღაც ერთ მაღაზიაში გაჭაჭანდება მაგ ფასად და გაიძახიან მერე გაიფდაო, ამაზონზე მაგალითად ვერ ნახავ მაგ ფასად, ნორმალური ვერსია 6900xt 800$-შიც საძებარია

730$-ად რამდენიმე ხანია დევს XFX-ის ვერსია

მე მესიმპატიურება საკმაოდ. XTXH ჩიპზე არ არის მართალია, მაგრამ მაინც 6900-ია

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, Fatal Fighter said:

730$-ად რამდენიმე ხანია დევს XFX-ის ვერსია

მე მესიმპატიურება საკმაოდ. XTXH ჩიპზე არ არის მართალია, მაგრამ მაინც 6900-ია

კიი კაი ვერსიაა ეგ, საერთოდ კაი კარტები აქ xfx-ს 6-ე სერიაში

Link to comment
Share on other sites

6950ი მსი X გეიმინგი 1035 ევროში დევს , ამდენივე მივეცი ჩემს კარტაში, რამის შევცდე და ვიყიდო, არადა 7000სერია მინდა დდ

  • Haha 1
Link to comment
Share on other sites

1 hour ago, G1ORG1 said:

6950ი მსი X გეიმინგი 1035 ევროში დევს , ამდენივე მივეცი ჩემს კარტაში, რამის შევცდე და ვიყიდო, არადა 7000სერია მინდა დდ

არა გიო, რა თქმა უნდა მოითმინე ცოტა :დ მეეჭვება ესპანურ ამაზონზე ეგრევე გაეძროს, მაგრამ 2 თვეში დაიდება რელიზიდან, ალბათ :დ

აი ენვიდიას კარტაზე ვარ, კაი კარტა და რამე, Suprim X მითუმტეს, მაგრამ მაინც ამდსკენ მიმდის გული :D 

1 hour ago, david_888 said:

კიი კაი ვერსიაა ეგ, საერთოდ კაი კარტები აქ xfx-ს 6-ე სერიაში

მეც ძალიან მომწონს, ვიზუალურად წემ ბოლეე

 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

suprim xყველაზე ვიდუხა კარტაა რაც მქონია.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

დავაბრუნე 6800, წავარაუდოთ 6900ს ვიყიდი და დავიკიდებ 7000 სერიას, ტოქსიკი 6900 ღირს 900 ევრო მაგრამ ის წყლის გაგრილება სად უნდა შევტენო ხ.ზ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.