Jump to content

ASRock-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი გეიმინგ მონიტორი Wi-Fi ანტენით


Recommended Posts

კომპანია ASRock-მა დააანონსა Phantom Gaming სერიის ორი მონიტორი - PG34WQ15R2B და PG27FF1A, რომლებიც დაპროექტებული დინამიური თამაშებისთვის, კერძოდ, პირველი პირის შუთერებისთვის (FPS). 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASRock 

კომპანია PG34WQ15R2B მოდელს უწოდებს მსოფლიოში პირველ მონიტორს ჩაშენებული Wi-Fi ანტენით, რომელიც სისტემურ ბლოკს უკავშირდება. ანტენის განთავსება მაგიდაზე და არა მის ქვეშ აუმჯობესებს უსადენო მუშაობის ხარისხს და კავშირის სტაბილურობას. 

image.jpeg 

პანელი დამზადებულია რკალისებრი ფორმის VA მატრიცაზე დიაგონალით 34 დუიმი. სიმრუდის რადიუსი შეადგენს 1500R-ს, გაფართოება - 3440 × 1440 პიქსელს. მოწყობილობის სიკაშკაშის მაჩვენებელია 550 კდ/2, კონტრასტულობის - 3000:1. მხარდაჭერილია 115%-იანი sRGB და 91%-იანი ფერთა გამა. 

image.jpeg 

ბრტყელი ეკრანის მქონე მოდელ PG27FF1A-ს აქვს 27-დუიმიანი IPS მატრიცა გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი. სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/2, კონტრასტულობის - 1100:1. უზურნველყოფილია 123%-იანი sRGB და 94%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. 

image.jpeg 

ორივე მონიტორის MPRT რეაგირების დროა 1 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 165 ჰერცი. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები Flicker-free და FreeSync Premium: პირველი მათგანი აღმოფხვრის ციმციმს, მეორე კი ზრდის გეიმინგ პროცესის დინამიურობის დონეს. 

image.jpeg 

ხელმისაწვდომია ორი 2-ვატიანი სტერეოდინამიკი, DisplayPort ინტერფეისი, ორი HDMI 2.0 და 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი. სადგამი საშუალებს იძლევა დარეგულირდეს დახრის კუთხე და ეკრანის ბრუნვადობა, აგრეთვე სიმაღლე (მხოლოდ PG34WQ15R2B მოდელის შემთხვევაში). VESA სამაგრის მეშვეობით შესაძლებელია მონიტორის კედელზე დაკიდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.