Magdalena Posted September 12, 2022 Share Posted September 12, 2022 Apple iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ში არსებული A16 Bionic ჩიპსეტი პირველად გამოჩნდა Geekbench-ზე, სადაც მან აჯობა კონკურენტ Snapdragon 8+ Gen 1-სა და MediaTek Dimensity 9000+-ს. როგორც უკვე ვიცით, Apple-მა გამოუშვა iPhone 14 სმარტფონების სერია. როგორც ადრევე იყო ცნობილი, iPhone 14 და iPhone 14 Plus მოდელები აღჭურვილია A15 Bionic პროცესორით და მხოლოდ iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max-ს აქვს ახალი A16 Bionic. ახალი ჩიპსეტი პირველად გამოჩნდა Geekbench-ზე, რამაც შესაძლებელი გახადა მისი წარმადობის შეფასება. როგორც ინსაიდერ Digital Chat Station-მა განაცხადა, ექვსბირთვიანმა A16 Bionic პროცესორმა დააგროვა 1879 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აღემატება ყველა თანამედროვე პროცესორს, რომლებიც Android-სმარტფონებშია გამოყენებული. შედარებისთვის, Snapdragon 8+ Gen 1-მა მოაგროვა 1323 ქულა, MediaTek Dimensity 9000+-მა კი - 1353 ქულა. ეს ქულები იძლევა გარანტიას, რომ A16 Bionic-ს აქვს სოლიდური 40%-იანი უპირატესობა Snapdragon 8+ Gen 1-ზე ერთბირთვიან ტესტში. შეგახსენებთ, რომ iPhone 13 Pro Max-ში გამოყენებულმა A15 Bionic-მა მოაგროვა 1728 ქულა. წყაროს თანახმად A16 Bionic-ის მრავალბირთვიანი შედეგი 4664 ქულის ტოლია, რაც საეჭვოდ გამოიყურება და არ განიხილება, როგორც ჩიპსეტის წარმადობის საბოლოო მაჩვენებელი, რადგან ბოლო თაობის A15 Bionic-მა ამავე ტესტში 4790 ქულა დააფიქსირა. Snapdragon 8+ Gen 1-ის შედეგია 4332 ქულა, ხოლო Dimensity 9000+-ის - 4404 ქულა. A16 Bionic-ის შედეგები Geekbench-ზე A15 Bionic-ის შედეგები Geekbench-ზე Snapdragon 8+ Gen 1-სა და MediaTek Dimensity 9000+-ს შედეგები Geekbench-ზე https://tinyurl.com/4knwunmm Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.