Jump to content

Steam-მა გამოაქვეყნა 2022 წლის აგვისტოში OS-ის, CPU-ისა და GPU-ების გამოყენების სტატისტიკა


Recommended Posts

Steam-ის ყოველთვიური სტატისტიკა წარმოდგენას გვაძლევს მიმდინარე გეიმინგ ტენდენციების შესახებ და გვიჩვენებს, რომელი პროდუქტები იკრებენ პოპულარობას და რომლები - კარგავენ მას. სტატისტიკური მეთოდები შესაძლოა ოდნავ გაუმჭვირვალე იყოს, თუმცა ამჟამად მათზე უკეთესი ხელმისაწვდომი არაფერია. 2022 წლის აგვისტოში აღინიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა გრაფიკული პროცესორების სფეროში, აგრეთვე რამდენიმე აღსანიშნავი ტენდენცია ცენტრალური პროცესორებისა და ოპერაციული სისტემების კუთხით. 

image.jpeg 

Nvidia RTX 30 სერია ლიდერ პოზიციას იკავებს  

image.png 

Nvidia RTX 30 სერიის ვიდეო დაფებმა პირველად გადააჭარბა სხვა GPU სერიებს საერთო წილში. RTX 30 სერიის ყველა გრაფიკული პროცესორი შეადგენს აგვისტოს მთელი რაოდენობის 21.65%-ს, რაც 1.90%-ით მეტია ივლისის მაჩვენებელთან შედარებით. მეორე მხრივ, GTX 10 სერიის მოცულობა 2.15%-ით შემცირდა და ამჟამად მისი წილი 22.09%-ს შეადგენს - მიუხედავად ამისა, ეს სერია პოპულარობით რიგით მეორეა გრაფიკულ პროცესორებს შორის. AMD RX 6000-მაც დააფიქსირა მცირე, 0.03%-იანი ზრდა და მიაღწია ჯამში 1.94%-იან წილს. გრაფიკული პროცესორების ყველა სხვა სერიაში კლება შეინიშნება. 

კიდევ ერთი დიდი სიახლე არის ის, რომ Nvidia-ს GTX 1060 აღარ ითვლება ყველაზე პოპულარულ გრაფიკულ პროცესორად. ტექნიკურად იგი კვლავ პირველ ადგილს იკავებს გამოკითხული კომპიუტერების მფლობელების 6.88%-ისთვის, მაგრამ GTX 1650-მა პოპულარობის ზრდა დაიწყო და პირველ ადგილ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ GTX 1060-ის წილი ივლისთან შედარებით 0.53%-ით შემცირდა, ხოლო GTX 1650 0.07%-ით გაიზარდა. 

ერთადერთი გრაფიკული პროცესორი, რომლის წილი გასული თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, არის RTX 3060 – 0.77%-იანი ზრდით. AMD Radeon Graphics-მა რიგით მეორემ დააფიქსირა 0.44%-იანი ზრდა და ეს დასახელება, დიდი ალბათობით, სხვადასხვა ინტეგრირებულ გადაწყვეტილებას მიეკუთვნება, მათ შორის Valve-ს Steam Deck-ის ჩათვლით.  

RTX 3050-მა დაიკავა ზრდის მხრივ მესამე ადგილი 0.31%-იანი მატებით. თუმცა, ცდომილებისთვის უამრავი შესაძლებლობაა, რასაც მოწმობს Intel UHD Graphics 620, რომელიც მეოთხე ადგილზეა 0.23%-იანი ზრდით. 

დიდი ცვლილებები OS-ისა და CPU-ს მწარმოებლების წილებში 

Steam-ის პროცესორების მწარმოებლების წილები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარკვეულწილად სტაბილურია - Intel 67%, AMD 33% დაახლოებით (+ - რამდენიმე პროცენტი), გასულ თვეში ვითარება Intel-ის სასარგებლოდ შემობრუნდა 1.65%-იანი მატებით, AMD-მ კი დაკარგა წილის 1.67% (ეს ფარდობითი პროცენტებია და არა აბსოლუტური, ამიტომ ისინი არ ემთხვევა). 

OS-სა და API-ს შეჯამებით Windows 11-ის წილი გაიზარდა 24.71%-მდე. თუმცა Windows 10 კვლავ გამოიყენება კომპიუტერების უმეტესობაში - გამოკითხული სისტემების 71.76%-ში. ასევე საინტერესოა, რომ Windows 7-მა და Windows 8-მა მცირე ზრდა განიცადეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბევრმა კომპიუტერმა რეალურად ჩაანაცვლოს Windows 10 Windows 7-ით, ასე რომ, სავარაუდოდ, ეს მხოლოდ შერჩევისას არსებული ვარიაციებია. 

მოთხოვნის შემცირება აღჭურვილობაზე 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გავრცელდა მრავალი ცნობა კომპიუტერების და კომპონენტების გაყიდვების შემცირების, ასევე მარაგის ზრდის შესახებ. მომხმარებლები და საწარმოები არ ყიდულობენ აღჭურვილობას ისე სწრაფად, როგორც ის იწარმოება, და უახლოესი პერსპექტივა არასახარბიელოა. ეს გამომდინარეობს JPR და IDC ანგარიშებიდან. შედეგად გამოწვეულ იქნა აღჭურვილობის ფასების კვლება. 

სიტუაციას არ შველის შემდეგი თაობის აპარატურული უზრუნველყოფა, რომელთა გამოშვება უახლოეს თვეებშია დაგეგმილი. GPU-ების თვალსაზრისით, Nvidia RTX 40 სერიის ვიდეო ბარათები სავარაუდოდ ოქტომბრისთვის გამოვა, ხოლო AMD RX 7000 სერიის RDNA 3 გრაფიკული პროცესორები -  სავარაუდოდ ნოემბერში. Intel Arc Alchemist Desktop GPU-ები ასევე მოსალოდნელია ოქტომბერში Arc A380-თან შედარებით გაუმჯობესებული დრაივერებით. 

საინტერესო ვითარებაა პროცესორებისა და დედა დაფების სფეროში. AMD Ryzen 7000 პროცესორები Zen 4 არქიტექტურით ოფიციალურად გამოვა 27 სექტემბერს და მათ თან უნდა ახლდეს 600 სერიის ჩიპსეტი და დედა დაფა. ამით დაიწყება DDR5 მეხსიერების ეპოქა როგორც AMD-ის, ასევე Intel-ის პლატფორმებისთვის, თუმცა Intel ალტერნატივის სახით აგრძელებს DDR4-ის მხარდაჭერას. 

Intel Raptor Lake პროცესორები უნდა გამოვიდეს ოქტომბერში (არაოფიციალური ცნობებით 17 ოქტომბერს), მათ დაემატება მეტი ეფექტური ბირთვი სტეკში და უზრუნველყოფენ ახალ კონკურენციას AMD Zen 4 ჩიპებთან. Intel-ის მე-13 თაობის პროცესორებს ექნება 700 სერიის ახალი ჩიპსეტები, თუმცა ისინი ასევე თავსებადია LGA1700 სოკეტთან, ამჟამად აქტუალური 600 სერიის დაფები კი BIOS-ის განახლებით იმუშავებენ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.