Jump to content

Apple-მა წარადგინა iPhone 14 Pro და 14 Pro Max - ეკრანები დინამიური კუნძულით, ახალი პროცესორი და კამერები, თანამგზავრული კავშირი


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Apple-მა ჩაატარა ღონისძიება Far Out, რომელზეც წარადგინა ახალი თაობის  iPhone-ები. საბაზისო iPhone 14 და iPhone 14 Plus მოდელებთან ერთად შედგა ასევე მოწინავე iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელების დებიუტი. ორივე უფროს მოდელს აქვს ოდნავ განახლებული დიზაინი, ახალი პროცესორები და განახლებული კამერების ნაკრები. 

 

image.jpeg

დიზაინი ძირითადად უცვლელია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ყურადღებას მომენტალურად იპყრობს - ახალ iPhone Pro-ს აღარ აქვს ფრონტალური კამერა და Face ID სენსორი. ამჯერად კმერა და სენსორები განთავსებულია „დინამიურ კუნძულზე“, ანუ ეკრანის ორ ჭრილში, რომლებიც ერთად ქმნიან წაგრძელებულ შავ ზონას ეკრანის ზედა ნაწილში. სხვა მხრივ iPhone Pro-ს დიზაინი უცვლელია - წინა და უკანა მხარეს განთავსებულია მტკიცე მინა, ჩარჩო დამზადებულია პრიალა ლითონისგან. 

image.jpeg 

სმარტფონებს აქვთ Super Retina XDR OLED-დისპლეი 1600 კდ/2სიკაშკაშით გამოსახულების HDR-ში გამოტანისას, ღია გარემოში სიკაშკაშემ შესაძლოა 2000 კდ/2-ს მიაღწიოს. მხარდაჭერილია 1-დან 120 ჰერცამდე ცვლადი კადრის განახლების სიხშირე. iPhone 14 Pro-ში გამოყენებულია 6.1-დუიმიანი პანელი, iPhone 14 Pro Max-ში კი - 6.7-დუიმიანი. iPhone-ში გამოჩნდა ფუნქცია Always-On Display, რომელიც უკვე დიდი ხანია წარმოდგენილია Android-სმარტფონებში და საშუალებას იძლევა ეკრანზე გამოვიდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როდესა სმარტფონი დაბლოკილია. 

image.jpeg 

iPhone 14 Pro-ს საფუძვლად უდევს ახალი ერთკრისტალიანი პლატფორმა Apple A16 Bionic, რომელშიც, Apple-ის თქმით, გამოყენებულია ყველაზე სწრაფი მობილური ცენტრალური პროცესორი. ჩიპს აქვს 6 ბირთვი (ორი მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური), აგრეთვე მძლავრი გრაფიკული ქვესისტემა. პლატფორმა წარმოებულია 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და დაახლოებით 16 მლრდ ტრანზისტორს შეიცავს. ამასთან, ენერგომოხმარება შემცირებულია 20%-ით წინა თაობის მოდელებთან შედარებით. და ბოლოს, რაღა თქმა უნდა, ახალი სმარტფონი წინამორბედებზე სწრაფია. 

image.jpeg 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განახლება შეეხო უკანა კამერას. იგი კვლავ სამმოდულიანი, თუმცა Apple-მა მრავალი წლის განმავლობაში 12-მეგაპიქსელიანი სენსორის გამოყენების ნაცვლად დიდი გაფართოების სენსორზე გადასვლა გადაწყვიტა - iPhone 14 Pro-ს მთავარი კამერა 48-მეგაპიქსელიანია. თუმცა ფოტოგადაღება ძირითადად კვლავ 12-მეგაპიქსელიანი იქნება, რადგან კამერა იყენებს Quad Bayer ტიპის სისტემას, რომელიც აერთიანებს ოთხ პიქსელს ერთ დიდ 2.44 მკმ პიქსელში, რაც საშუალებას იძლევა უკეთესი ფოტოები გამოვიდეს არასაკმარისი განათების პირობებში. 

image.jpeg 

მთავარ კამერას აქვს შვიდელემენტიანი ოპტიკა ექვივალენტური ფოკუსური მანძილით 24 მმ და  f/1.78 დიაფრაგმით. ფოკუსი მხარდაჭერილია პიქსელების 100%-ით და გამოყენებულია მეორე თაობის სენსორული ცვლის ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა. მხარდაჭერილია გადაღება სრული გაფართოებით ProRAW ფორმატში. 

image.jpeg 

მეორე, ულტრაფართოკუთხიანი კამერა აგებულია 12-მეგაპიქსელიან სენსორზე 1.4 მკმ ზომის პიქსელებით. გამოყენებულია ექვსელემენტიანი ოპტიკა ფოკუსური მანძილით 13 მმ და f/2.2 დიაფრაგმით. ფოკუსი შენარჩუნებულია 100% პიქსელზე. ამ კამერას ასევე შეუძლია მაკრო გადაღება. Apple-ის თქმით ულტრაფართოკუთხიანი კამერით სამჯერ გაუმჯობესდა ცუდ განათებაზე გადაღება. დანარჩენი ორის შემთხვევაში გამოცხადებულია ორმაგი გაუმჯობესება. 

image.jpeg 

მესამე კამერა ასევე 12-მეგაპიქსელიანია, აქვს ოპტიკა ფოკუსური მანძილით 77 მმ და დიაფრაგმა f/2.8. მხარდაჭერილია სამმაგი ოპტიკური ზუმი. აღსანიშნავია, რომ iPhone-ში ასევე მხარდაჭერილია ორმაგი ზუმი მთავარ კამერაში, რაც ხორციელდება სენსორის ჩამოჭრის გამო - ამ გზით მიიღებთ სურათებს ფოკუსური მანძილით 48 მმ. 

image.jpeg 

წინა კამერაც 12-მეგაპიქსელიანია და აქვს ავტოფოკუსი. მის ოპტიკას აქვს ფოკუსური მანძილი 23 მმ და დიაფრაგმა f/1.9. ეს კამერა მუშაობს სიღრმის სენსორთან წყვილში, რომელიც აგრეთვე Face ID სისტემის ნაწილს წარმოადგენს. Apple-ის თქმით, უკანა კამერების მსგავსად წინა კამერა ორჯერ უკეთესი გახდა ცუდი განათების პირობებში გადაღებისას. 

image.jpeg 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, iPhone 14 Pro სერიის სმარტფონების წინა კამერა განთავსებულია პატარა მრგვალ ჭრილში ეკრანის ზედა ნაწილში. ახლოს განთავსებულია წაგრძელებული ჭრილი Face ID სისტემის ელემენტებით. ეს ჭრილები გაერთიანებულია ეკრანის შავ სივრცეში და ამ წაგრძელებული ელემენტის გარშემო, სახელწოდებით Dynamic Island, Apple-მა შექმნა ახალი შეტყობინებების ინტერფეისი. 

Apple-მა აჩვენა სხვადასხვა ანიმაცია და ვარიანტი, თუ როგორ მუშაობს Dynamic Island, მათ შორის ანიმაციური აქტივობის ვიჯეტები, შეტყობინებების ანიმაციები და მუსიკის კონტროლი. როდესაც გადაფურცლავთ აპლიკაციის მინიმიზაციისთვის და დაბრუნდებით მთავარ ეკრანზე, ფონური ამოცანები, როგორიცაა მუსიკის დაკვრა, გადაინაცვლებს "კუნძულზე". 

როგორც ჩვეულებრივი iPhone 14-ის შემთხვევაში, ახალი Pro-სერია მხარს უჭერს თანამგზავრულ კავშირს სასწრაფო დახმარების სერვისებთან. სატელიტური კომუნიკაცია მუშაობს იქ, სადაც ფიჭური დაფარვა საერთოდ არ არის. თუ თანამგზავრთან დაკავშირებას პრობლემები ახლავს, iPhone შეგატყობინებთ, როგორ გამოასწოროთ სიტუაცია. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი შეტყობინებები, რათა აუხსნათ თქვენი სიტუაცია მაშველებს, ან გაგზავნოთ შაბლონური შეტყობინება. 

 

კომუნიკაცია ორმხრივია - iPhone მომხმარებელს შეატყობინებს, რომ მაშველებმა მიიღეს მისი შეტყობინება და გზაში არიან. თანამგზავრული კავშირის სერვისი ამოქმედდება ნოემბერში  აშშ-სა და კანადაში, ხოლო iPhone 14-ის მყიდველები მიიღებენ უფასო ორწლიან გამოწერას. 

iPhone 14 სერიის სმარტფონებში გამოჩნდა ფუნქცია Crash Detection-ის მხარდაჭერა, რომელიც მოწყობილობას საშუალებას აძლევს სენსორების (პირველ რიგში აქსელერომეტრის და გიროსკოპის) მეშვეობით განსაზღვროს, თუ მომხმარებელი საავტომობილო ავარიაში მოყვება. ამასთან ეკრანზე გამოდის შეტყობინება, რომელშიც iPhone მომხმარებელს ეკითხება, რიგზეა თუ არა. თუ მომხმარებელი არ უპასუხებს, სმარტფონი ავტომატურად გამოიძახებს სასწრაფო დახმარების სამსახურს. 

 

image.jpeg

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს საინტერესო ფუნქცია, რომელიც ელოდება აშშ-ში ნებისმიერი iPhone 14 ან 14 Pro-ის მყიდველებს. გაიყიდება სმარტფონების ვერსიები SIM ბარათის სლოტის გარეშე. მათ ნაცვლად შემოთავაზებულია ელექტრონული eSIM-ის გამოყენება. გარდა ამისა, მხარდაჭერილია ორი სხვადასხვა ოპერატორის eSIM-ის ერთდროული კავშირი. 

 

image.jpeg

ახალი სმარტფონების გაყიდვა 16 სექტემბერს დაიწყება, წინასწარი შეკვეთების მიღება კი - 9-დან. iPhone 14 Pro ვერსიი ფასი 999 აშშ დოლარიდან დაიწყება, ხოლო iPhone 14 Pro Max მინიმუმ 1099 აშშ დოლარი ეღირება. იგივე ფასები ჰქონდა წინა თაობის Pro ვერსიებს. 

 

image.jpeg

 

image.jpeg

image.jpeg

  • Thanks 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ისე ბატარიაზე და დამტენის სიმძლავრეზე იმფო რატომ არ არის. გერმანულ ამაზონზე არის უკვე პრეორდერები 1300 ევროდ,. ველოდები დაიდოს ესპანურ ამაზონზეც.

Link to comment
Share on other sites

ვიყიდე პრეორდერი, ვნახოთ რა იქნება

Link to comment
Share on other sites

საერთოდ აღარ არის ამაზონზე, რა უნახავია ეს ხალხი დდდდ

Link to comment
Share on other sites

რამდენ ვატიანია დამტენი 7ნდა ამ 14 პროს, არსად არანაირი ინფორმაცია არ დევს ამაზე და არც განხილვებში იძახიან არაფერს 😕

Link to comment
Share on other sites

11 minutes ago, G1ORG1 said:

რამდენ ვატიანია დამტენი 7ნდა ამ 14 პროს, არსად არანაირი ინფორმაცია არ დევს ამაზე და არც განხილვებში იძახიან არაფერს 😕

20 ან 30 ვატიანი მეტიანი შანსი არაა ეპლის არც აქვს მეტ ვატიანი დამტენი აქსესუარები რომ ვნახე თავის საიტზე

https://www.apple.com/shop/product/MY1W2AM/A/30w-usb-c-power-adapter?fnode=a2a794cd045abf872dd0e0d2ccb716cbbc2db0338d29e22bb3542bc6ea769f90581dfe32dea0f1ac326215177ccd8e0f8b0404427f3a10ce842bf53e19e8d30853decaf67d50bbb3ed0aba88ab77df2618d09d648ed7682df519ea9f543bf694da12da1c14818dc6c18a69dfb02d27b7&fs=fh%3D459d%2Bb02950

 

https://www.apple.com/shop/product/MHJA3AM/A/20w-usb-c-power-adapter?fnode=021daf0f2a47a4405c783bd46886431eb4d5d9cb3540d17c7cf07825b589cc04653ec2e29619c10170a4d91b9cca006a1330de1e2a7d144b43ff0ee1d4f3f88bdd567ba3e7a4c3aff3130a7fa51af0abeb600f3afc2049e8999216becfa4a9bd858578c7f6b23d9c118dc4ac2717d987&fs=fh%3D459d%2Bb02950

Link to comment
Share on other sites

ეგ კი მამუკ, 65იანიც აქვს მაგრამ ეგენი ალბათ მაკბუქებისთვის. ტელეფონზე რომელია ვერ გავიგე. 20იანი დატოვეს თუ გაზარდეს 30მდე, დაეწერათ სადმე. 

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, G1ORG1 said:

ეგ კი მამუკ, 65იანიც აქვს მაგრამ ეგენი ალბათ მაკბუქებისთვის. ტელეფონზე რომელია ვერ გავიგე. 20იანი დატოვეს თუ გაზარდეს 30მდე, დაეწერათ სადმე. 

დატოვეში რას გულისხმობ? ყიდვისას საერთოდ არ მოყვება არცერთი. მარტო უესბე.

Link to comment
Share on other sites

ვიცი რომ არ მოყვება, 13ებს ხო ქონდა 20 ვატიანი სწრაფი დამტენი ( რა დაცინვაა 20 ვატიანს სწრაფს რომ ეძახიან) ხოდა იგივე დატოვეს თუ გაზარდეს ცოტა მაინც. ტელეფონი სავარაუდოთ ოთხშაბათს მოვა და დამტენი რომელი ვიყიდო ეგ ვერ გამიგია :დ

Link to comment
Share on other sites

https://www.amazon.com/Anker-Charger-Foldable-iPhone-Included/dp/B0B2MP8XWK/ref=sr_1_2?crid=31JLXRCDTYOE3&keywords=Anker+511&qid=1663518937&sprefix=anker+511%2Caps%2C500&sr=8-2

ამ ფირმას აქებენ და ვუმიზნებ მე თუ ჩავარდა ალიექსპრესზე იაფად.

30 ვატიანი მიდის აიფონებზე, 60+ მაკბუქებისთვისაა კი.

Link to comment
Share on other sites

მოკლედ როგორც გაირკვა 35ვატიანი დამტენი ჭირდება 14პროს,

ხოდა 45ვატიანი ანკერი ვნახე 30 ევროდ და ამით რომ დავტენო ხომ არაფერი დაშავდება დდ

Link to comment
Share on other sites

აი ყველა აპლიკაცია გარეთ რომ აქვს გამოყრილი ამ აიფონს მაგას ვერ ვიტან და ვერც ვცვლი.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.