Magdalena Posted September 10, 2022 Share Posted September 10, 2022 კომპანია Apple-მა ჩაატარა ღონისძიება Far Out, რომელზეც წარადგინა ახალი თაობის iPhone-ები. საბაზისო iPhone 14 და iPhone 14 Plus მოდელებთან ერთად შედგა ასევე მოწინავე iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელების დებიუტი. ორივე უფროს მოდელს აქვს ოდნავ განახლებული დიზაინი, ახალი პროცესორები და განახლებული კამერების ნაკრები. დიზაინი ძირითადად უცვლელია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ყურადღებას მომენტალურად იპყრობს - ახალ iPhone Pro-ს აღარ აქვს ფრონტალური კამერა და Face ID სენსორი. ამჯერად კამერა და სენსორები განთავსებულია „დინამიურ კუნძულზე“, ანუ ეკრანის ორ ჭრილში, რომლებიც ერთად ქმნიან წაგრძელებულ შავ ზონას ეკრანის ზედა ნაწილში. სხვა მხრივ iPhone Pro-ს დიზაინი უცვლელია - წინა და უკანა მხარეს განთავსებულია მტკიცე მინა, ჩარჩო დამზადებულია პრიალა ლითონისგან. სმარტფონებს აქვთ Super Retina XDR OLED-დისპლეი 1600 კდ/მ2 სიკაშკაშით გამოსახულების HDR-ში გამოტანისას, ღია გარემოში სიკაშკაშემ შესაძლოა 2000 კდ/მ2 -ს მიაღწიოს. მხარდაჭერილია 1-დან 120 ჰერცამდე ცვლადი კადრის განახლების სიხშირე. iPhone 14 Pro-ში გამოყენებულია 6.1-დუიმიანი პანელი, iPhone 14 Pro Max-ში კი - 6.7-დუიმიანი. iPhone-ში გამოჩნდა ფუნქცია Always-On Display, რომელიც უკვე დიდი ხანია წარმოდგენილია Android-სმარტფონებში და საშუალებას იძლევა ეკრანზე გამოვიდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როდესაც სმარტფონი დაბლოკილია. iPhone 14 Pro-ს საფუძვლად უდევს ახალი ერთკრისტალიანი პლატფორმა Apple A16 Bionic, რომელშიც, Apple-ის თქმით, გამოყენებულია ყველაზე სწრაფი მობილური ცენტრალური პროცესორი. ჩიპს აქვს 6 ბირთვი (ორი მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური), აგრეთვე მძლავრი გრაფიკული ქვესისტემა. პლატფორმა წარმოებულია 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და დაახლოებით 16 მლრდ ტრანზისტორს შეიცავს. ამასთან, ენერგომოხმარება შემცირებულია 20%-ით წინა თაობის მოდელებთან შედარებით. და ბოლოს, რაღა თქმა უნდა, ახალი სმარტფონი წინამორბედებზე სწრაფია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განახლება შეეხო უკანა კამერას. იგი კვლავ სამმოდულიანია, თუმცა Apple-მა მრავალი წლის განმავლობაში 12-მეგაპიქსელიანი სენსორის გამოყენების ნაცვლად დიდი გაფართოების სენსორზე გადასვლა გადაწყვიტა - iPhone 14 Pro-ს მთავარი კამერა 48-მეგაპიქსელიანია. თუმცა ფოტოგადაღება ძირითადად კვლავ 12-მეგაპიქსელიანი იქნება, რადგან კამერა იყენებს Quad Bayer ტიპის სისტემას, რომელიც აერთიანებს ოთხ პიქსელს ერთ დიდ 2.44 მკმ პიქსელში, რაც საშუალებას იძლევა უკეთესი ფოტოები გამოვიდეს არასაკმარისი განათების პირობებში. მთავარ კამერას აქვს შვიდელემენტიანი ოპტიკა ექვივალენტური ფოკუსური მანძილით 24 მმ და f/1.78 დიაფრაგმით. ფოკუსი მხარდაჭერილია პიქსელების 100%-ით და გამოყენებულია მეორე თაობის სენსორული ცვლის ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა. მხარდაჭერილია გადაღება სრული გაფართოებით ProRAW ფორმატში. მეორე, ულტრაფართოკუთხიანი კამერა აგებულია 12-მეგაპიქსელიან სენსორზე 1.4 მკმ ზომის პიქსელებით. გამოყენებულია ექვსელემენტიანი ოპტიკა ფოკუსური მანძილით 13 მმ და f/2.2 დიაფრაგმით. ფოკუსი შენარჩუნებულია 100% პიქსელზე. ამ კამერას ასევე შეუძლია მაკრო გადაღება. Apple-ის თქმით ულტრაფართოკუთხიანი კამერით სამჯერ გაუმჯობესდა ცუდ განათებაზე გადაღება. დანარჩენი ორის შემთხვევაში გამოცხადებულია ორმაგი გაუმჯობესება. მესამე კამერა ასევე 12-მეგაპიქსელიანია, აქვს ოპტიკა ფოკუსური მანძილით 77 მმ და დიაფრაგმა f/2.8. მხარდაჭერილია სამმაგი ოპტიკური ზუმი. აღსანიშნავია, რომ iPhone-ში ასევე მხარდაჭერილია ორმაგი ზუმი მთავარ კამერაში, რაც ხორციელდება სენსორის ჩამოჭრის გამო - ამ გზით მიიღებთ სურათებს ფოკუსური მანძილით 48 მმ. წინა კამერაც 12-მეგაპიქსელიანია და აქვს ავტოფოკუსი. მის ოპტიკას აქვს ფოკუსური მანძილი 23 მმ და დიაფრაგმა f/1.9. ეს კამერა მუშაობს სიღრმის სენსორთან წყვილში, რომელიც აგრეთვე Face ID სისტემის ნაწილს წარმოადგენს. Apple-ის თქმით, უკანა კამერების მსგავსად წინა კამერა ორჯერ უკეთესი გახდა ცუდი განათების პირობებში გადაღებისას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, iPhone 14 Pro სერიის სმარტფონების წინა კამერა განთავსებულია პატარა მრგვალ ჭრილში ეკრანის ზედა ნაწილში. ახლოს განთავსებულია წაგრძელებული ჭრილი Face ID სისტემის ელემენტებით. ეს ჭრილები გაერთიანებულია ეკრანის შავ სივრცეში და ამ წაგრძელებული ელემენტის გარშემო, სახელწოდებით Dynamic Island, Apple-მა შექმნა ახალი შეტყობინებების ინტერფეისი. Apple-მა აჩვენა სხვადასხვა ანიმაცია და ვარიანტი, თუ როგორ მუშაობს Dynamic Island, მათ შორის ანიმაციური აქტივობის ვიჯეტები, შეტყობინებების ანიმაციები და მუსიკის კონტროლი. როდესაც გადაფურცლავთ აპლიკაციის მინიმიზაციისთვის და დაბრუნდებით მთავარ ეკრანზე, ფონური ამოცანები, როგორიცაა მუსიკის დაკვრა, გადაინაცვლებს "კუნძულზე". როგორც ჩვეულებრივი iPhone 14-ის შემთხვევაში, ახალი Pro-სერია მხარს უჭერს თანამგზავრულ კავშირს სასწრაფო დახმარების სერვისებთან. სატელიტური კომუნიკაცია მუშაობს იქ, სადაც ფიჭური დაფარვა საერთოდ არ არის. თუ თანამგზავრთან დაკავშირებას პრობლემები ახლავს, iPhone შეგატყობინებთ, როგორ გამოასწოროთ სიტუაცია. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი შეტყობინებები, რათა აუხსნათ თქვენი სიტუაცია მაშველებს, ან გაგზავნოთ შაბლონური შეტყობინება. კომუნიკაცია ორმხრივია - iPhone მომხმარებელს შეატყობინებს, რომ მაშველებმა მიიღეს მისი შეტყობინება და გზაში არიან. თანამგზავრული კავშირის სერვისი ამოქმედდება ნოემბერში აშშ-სა და კანადაში, ხოლო iPhone 14-ის მყიდველები მიიღებენ უფასო ორწლიან გამოწერას. iPhone 14 სერიის სმარტფონებში გამოჩნდა ფუნქცია Crash Detection-ის მხარდაჭერა, რომელიც მოწყობილობას საშუალებას აძლევს სენსორების (პირველ რიგში აქსელერომეტრის და გიროსკოპის) მეშვეობით განსაზღვროს, თუ მომხმარებელი საავტომობილო ავარიაში მოყვება. ამასთან ეკრანზე გამოდის შეტყობინება, რომელშიც iPhone მომხმარებელს ეკითხება, რიგზეა თუ არა. თუ მომხმარებელი არ უპასუხებს, სმარტფონი ავტომატურად გამოიძახებს სასწრაფო დახმარების სამსახურს. და ბოლოს, უნდა აღინიშნოს საინტერესო ფუნქცია, რომელიც ელოდება აშშ-ში ნებისმიერი iPhone 14 ან 14 Pro-ის მყიდველებს. გაიყიდება სმარტფონების ვერსიები SIM ბარათის სლოტის გარეშე. მათ ნაცვლად შემოთავაზებულია ელექტრონული eSIM-ის გამოყენება. გარდა ამისა, მხარდაჭერილია ორი სხვადასხვა ოპერატორის eSIM-ის ერთდროული კავშირი. ახალი სმარტფონების გაყიდვა 16 სექტემბერს დაიწყება, წინასწარი შეკვეთების მიღება კი - 9-დან. iPhone 14 Pro ვერსიის ფასი 999 აშშ დოლარიდან დაიწყება, ხოლო iPhone 14 Pro Max მინიმუმ 1099 აშშ დოლარი ეღირება. იგივე ფასები ჰქონდა წინა თაობის Pro ვერსიებს. https://tinyurl.com/mubsndam 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted September 10, 2022 Share Posted September 10, 2022 ისე ბატარიაზე და დამტენის სიმძლავრეზე იმფო რატომ არ არის. გერმანულ ამაზონზე არის უკვე პრეორდერები 1300 ევროდ,. ველოდები დაიდოს ესპანურ ამაზონზეც. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted September 10, 2022 Share Posted September 10, 2022 1319 ევრო ღირს, რაამბავია ამათი დედა ვატირე :დ 128გბიანი https://www.amazon.es/Apple-iPhone-14-Pro-128/dp/B0BDKF6GS9/ref=sr_1_2_sspa?__mk_es_ES=ÅMÅŽÕÑ&crid=RJK03N2QWKL9&keywords=iphone%2B14&qid=1662804845&sprefix=iphone%2B14%2Caps%2C132&sr=8-2-spons&spLa=ZW5jcnlwdGVkUXVhbGlmaWVyPUEyUEtWSDBRTUtTQ09BJmVuY3J5cHRlZElkPUEwOTA2NjAwT0I2RVMwSDEzRDNMJmVuY3J5cHRlZEFkSWQ9QTAwMzA4NzAzVzNIT0FISk4xMEpUJndpZGdldE5hbWU9c3BfYXRmJmFjdGlvbj1jbGlja1JlZGlyZWN0JmRvTm90TG9nQ2xpY2s9dHJ1ZQ&th=1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted September 12, 2022 Share Posted September 12, 2022 ვიყიდე პრეორდერი, ვნახოთ რა იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted September 15, 2022 Share Posted September 15, 2022 საერთოდ აღარ არის ამაზონზე, რა უნახავია ეს ხალხი დდდდ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted September 18, 2022 Share Posted September 18, 2022 რამდენ ვატიანია დამტენი 7ნდა ამ 14 პროს, არსად არანაირი ინფორმაცია არ დევს ამაზე და არც განხილვებში იძახიან არაფერს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nseries430 Posted September 18, 2022 Share Posted September 18, 2022 11 minutes ago, G1ORG1 said: რამდენ ვატიანია დამტენი 7ნდა ამ 14 პროს, არსად არანაირი ინფორმაცია არ დევს ამაზე და არც განხილვებში იძახიან არაფერს 20 ან 30 ვატიანი მეტიანი შანსი არაა ეპლის არც აქვს მეტ ვატიანი დამტენი აქსესუარები რომ ვნახე თავის საიტზე https://www.apple.com/shop/product/MY1W2AM/A/30w-usb-c-power-adapter?fnode=a2a794cd045abf872dd0e0d2ccb716cbbc2db0338d29e22bb3542bc6ea769f90581dfe32dea0f1ac326215177ccd8e0f8b0404427f3a10ce842bf53e19e8d30853decaf67d50bbb3ed0aba88ab77df2618d09d648ed7682df519ea9f543bf694da12da1c14818dc6c18a69dfb02d27b7&fs=fh%3D459d%2Bb02950 https://www.apple.com/shop/product/MHJA3AM/A/20w-usb-c-power-adapter?fnode=021daf0f2a47a4405c783bd46886431eb4d5d9cb3540d17c7cf07825b589cc04653ec2e29619c10170a4d91b9cca006a1330de1e2a7d144b43ff0ee1d4f3f88bdd567ba3e7a4c3aff3130a7fa51af0abeb600f3afc2049e8999216becfa4a9bd858578c7f6b23d9c118dc4ac2717d987&fs=fh%3D459d%2Bb02950 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted September 18, 2022 Share Posted September 18, 2022 ეგ კი მამუკ, 65იანიც აქვს მაგრამ ეგენი ალბათ მაკბუქებისთვის. ტელეფონზე რომელია ვერ გავიგე. 20იანი დატოვეს თუ გაზარდეს 30მდე, დაეწერათ სადმე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gtsetsadze Posted September 18, 2022 Share Posted September 18, 2022 1 hour ago, G1ORG1 said: ეგ კი მამუკ, 65იანიც აქვს მაგრამ ეგენი ალბათ მაკბუქებისთვის. ტელეფონზე რომელია ვერ გავიგე. 20იანი დატოვეს თუ გაზარდეს 30მდე, დაეწერათ სადმე. დატოვეში რას გულისხმობ? ყიდვისას საერთოდ არ მოყვება არცერთი. მარტო უესბე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted September 18, 2022 Share Posted September 18, 2022 ვიცი რომ არ მოყვება, 13ებს ხო ქონდა 20 ვატიანი სწრაფი დამტენი ( რა დაცინვაა 20 ვატიანს სწრაფს რომ ეძახიან) ხოდა იგივე დატოვეს თუ გაზარდეს ცოტა მაინც. ტელეფონი სავარაუდოთ ოთხშაბათს მოვა და დამტენი რომელი ვიყიდო ეგ ვერ გამიგია :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gtsetsadze Posted September 18, 2022 Share Posted September 18, 2022 https://www.amazon.com/Anker-Charger-Foldable-iPhone-Included/dp/B0B2MP8XWK/ref=sr_1_2?crid=31JLXRCDTYOE3&keywords=Anker+511&qid=1663518937&sprefix=anker+511%2Caps%2C500&sr=8-2 ამ ფირმას აქებენ და ვუმიზნებ მე თუ ჩავარდა ალიექსპრესზე იაფად. 30 ვატიანი მიდის აიფონებზე, 60+ მაკბუქებისთვისაა კი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted September 18, 2022 Share Posted September 18, 2022 45ევროდ არის ამაზონზე და ამას ვიყიდი https://www.amazon.es/Apple-Adaptador-Corriente-USB-C-30/dp/B08FCSS581/ref=sr_1_5?__mk_es_ES=ÅMÅŽÕÑ&crid=32AHH10M6PJE5&keywords=cargador+30w+apple&qid=1663527010&sprefix=cargador+30w+apple%2Caps%2C128&sr=8-5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted September 20, 2022 Share Posted September 20, 2022 მოკლედ როგორც გაირკვა 35ვატიანი დამტენი ჭირდება 14პროს, ხოდა 45ვატიანი ანკერი ვნახე 30 ევროდ და ამით რომ დავტენო ხომ არაფერი დაშავდება დდ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted September 21, 2022 Share Posted September 21, 2022 აი ყველა აპლიკაცია გარეთ რომ აქვს გამოყრილი ამ აიფონს მაგას ვერ ვიტან და ვერც ვცვლი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.