Jump to content

ტოპ ვიდეო დაფა Intel Arc A770 უფრო სწრაფია RTX-სა და RX 6600 XT-თან შედარებით, თუმცა ReBAR-ის გარეშე 40 %-მდე წარმადობას კარგავს


Recommended Posts

მჟამად გაყიდვაში გამოსულია Intel Arc სერიის გეიმინგ ვიდეო დაფების მხოლოდ ერთი წარმომადგენელი Arc A380, რომელიც დაბალბიუჯეტურ სეგმენტს მიეკუთვნება. თუმცა კომპანიის თანამშრომლები აგრძელებენ საუბარს სამომავლო დაფების შესახებ, რომლებიც სულ მალე უნდა გამოვიდეს: როგორც VideoCardz გვაცნობებს, Intel-ის წარმომადგენლებმა, Ryan Shrout-მა და Tom Petersen-მა Digital Foundry-სა და PC Games Hardware-თან ინტერვიუში ისაუბრეს სამომავლო მოდელების მთელ რიგ მაჩვენებლებსა და მახასიათებლებზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

უპირველეს ყოვლისა, Intel-ის თანამშრომლებმა დაადასტურეს ადრე გამოქვეყნებული ტესტების შედეგები: ფლაგმანური Arc A770 გეიმინგ გრაფიკული ბარათი მართლაც უფრო სწრაფი იქნება კონკურენტ NVIDIA GeForce RTX 3060-სა და AMD Radeon RX 6600 XT-თან შედარებით. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ვარიანტ Arc A770 Limited Edition-ს ექნება 16 გბ ვიდეომეხსიერება, კომპანიის პარტნიორები კი შეძლებენ გამოუშვან 8-გიგაბაიტიანი ვერსიებიც. Arc A750 მოდელის ვიდეობუფერის მოცულობა კი 8 გიგაბაიტით შემოიფარგლება. 

მათთვისაც, ვინც რეითრეისინგს აფასებს, Intel-ს კარგი სიახლეები აქვს: კომპანია ამტკიცებს, რომ ამ საკითხში მათი ვიდეო დაფები NVIDIA-ს აქტუალურ მოდელებს არ ჩამოუვარდება. 

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  დადასტურდა სპეციალისტების მიერ Arc A380 ვიდეო ადაპტერის გატესტვის შედეგად მიღებული ინფორმაცია - Intel-ის გეიმინგ ვიდეო ბარათები მეტად დამოკიდებულია ტექნოლოგია Resizable BAR-ზე, რომლის არარსებობა გრაფიკული ადაპტერების წარმადობის 40%-მდე კლებას იწვევს. 

გარდა ამისა, "ლურჯი გუნდის" წარმომადგენლები გვპირდებიან მეტად კონკურენტულ ფასს გეიმინგ ვიდეო დაფებზე, მაგრამ დებიუტის შემდეგ წარმადობის შესამჩნევ ზრდას არ უნდა ველოდოთ. 

ცნობილია, რომ Arc A770 და Arc A750 გრაფიკული ადაპტერების დებიუტი ერთდროულად შედგება როგორც რეფერენსულ ვერსიაში, ასევე კომპანიის პარტნიორების მოდელების სახით, რომლებიც ჯერ კიდევ "ჩრდილშია". თანაც ახალი პროდუქტების გამოჩენა მაღაზიებში მოსალოდნელია არა მარტო ჩინეთში, როგორც ეს მოხდა Arc A380-ის შემთხვევაში, არამედ სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.