Jump to content

ინტერნეტში გამოჩნდა მე-13 თაობის Intel Core Raptor Lake პროცესორების მახასიათებლები


Recommended Posts

დასრულდა ის დრო, როდესაც პროცესორებს მხოლოდ საბაზისო და მზარდი სიხშირეები ქონდა. მაღალი წარმადობის და ეფექტური ბირთვების მქონე ჰიბრიდული არქიტექტურის დანერგვის შედეგად წარმადობის მრავალჯერადი გაუმჯობესების ტექნოლოგიებით და, უპირველეს ყოვლისა, ბირთვების რაოდენობის ზრდით, Intel-ის პროცესორებს აქვთ დამატებითი პარამეტრები CPU-ის ტაქტის სიხშირის სხვადასხვა დონის დასაყენებლად. 

უახლესი ინფორმაციის თანახმად Intel ამზადებს Core i9-ს ოთხ მოდელს: Core i9-13900K, Core i9-13900KF, Core i9-13900 და Core i9-13900F. F-ვარიანტში არ არის ინტეგრირებული გრაფიკა, სხვა მხრივ ეს ჩიპები იდენტურია. ყველა Core i9 პროცესორს აქვს 24 ბირთვი 8 მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვით. K და K-ს არმქონე სერიებს შორის განსხვავება მდგომარეობს საბაზისო TDP-ის დონეში, რომელიც 125 და 65 ვატის ტოლია, შესაბამისად. 

ფლაგმანურ პროცესორ Core i9-13900K(F)-ს ტაქტის სიხშირე ტურბორეჟიმში შეადგენს 5.8 გჰც-ს ერთ ბირთვზე. Turbo Boost Max Technology 3.0-ის შემთხვევაში მაქსიმალური აჩქარება მცირდება 5.7 გჰც-მდე, TBMT 2.0-ზე კი სიჩქარე 5.4 გჰც-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ Thermal Velocity Boost ექსკლუზიური იქნება მხოლოდ Core i9-სთვის. ამასთან, 65 ვატი სიმძლავრის მქონე ვარიანტის სიჩქარე გაიზრდება 5.6 გჰც-მდე TVB-ში და 5.5/5.2 გჰც-მდე TB 3.0-სა და 2.0-ში, შესაბამისად. 

image.jpeg 

Intel Core i7 სერიაშიც ოთხი მოდელი შევა, თუმცა მათ შემთხვევაში განსხვავებულია ეფექტური ბირთვების რაოდენობა (8 ბირთვი 16-ის ნაცვლად). გარდა ამისა, Core i7 სერიის K მოდელების სიხშირე იქნება 5.4 გჰც-მდე, K-ს არმქონე Core i7 მოდელებისა კი - 5.1 გჰც-მდე. 

და ბოლოს, Core i5-13600K/KF მოდელებს ექნება 6 მაღალი წარმადობის და 8 ენერგოეფექტური ბირთვი. მოსალოდნელია ტაქტის სიხშირის მაქსიმალური ზრდა 5.1 გჰც-მდე. ცალკე აღსანიშნავია Core i5-13400F პროცესორი მხოლოდ 4 ეფექტური ბირთვით. არსებული ინფორმაციით ეს 10-ბირთვიანი პროცესორი 4.6 გჰც-მდე აჩქარებას უზრუნველყოფს. 

image.jpeg 

გარდა ამისა, დადასტურებულია T სერიის პირველი პროცესორები, რომლებიც მოიცავს Core i9-13900T და Core i7-13700T მოდელებს. მათი TDP-ის დონეა 35 ვატი, აქვ დაბალი ენერგომოხმარება და მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 5.3 და 4.9 გჰც. 

image.png 

Intel Raptor Lake თაობაში მხარადჭერილია DDR5-5600 და DDR4-3200 სტანდარტის მეხსიერება, რაც გაუმჯობესებას წარმოადგენს Alder Lake-თან შედარებით, რომელსაც default-ად მხარდაჭერილი აქვს მხოლოდ DDR5-4800 სტანდარტი. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესორი Core i5-13400 ერთადერთი, რომელსაც არ გააჩნია DDR5-5600-ის სიჩქარე. 

Intel Raptor Lake-ის გამოშვება იგეგმება ოქტომბერში 27 სექტემბრის ღონისძიება “Innovation“-ის ოფიციალური ანონსი შემდეგ. ამავე დღეს არის მოსალოდნელი ახალი ინფორმაციის გამოჩენა Z790 ჩიპსეტის მქონე ახალი დედა დაფების შესახებ, რომელთაც ექნებათ იგივე LGA1700 სოკეტი, რაც 600-სერიას, რომელიც თავსებადია როგორც Alder-სერიასთან, ასევე Raptor Lake-თან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.