Jump to content

Tesla-მ შესაძლოა სექტემბერში კიდევ რამდენიმე ათასი დოლარით გაზარდოს ელექტრომობილების ფასები


Recommended Posts

მიმდინარე წელს რამდენჯერმე გაიზარდა ფასები Tesla-ს ელექტრომობილებზე, თუმცა ილონ მასკმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ გზით კომპანია დებს გარკვეულ მარაგს მასალების ღირებულების სამომავლო მატებისთვის და თუ მათი ღირებულება დასტაბილურდება, შესაძლოა ელექტრომობილების ფასებიც შემცირდეს. ჯერჯერობით კი არაოფიციალური წყაროები კი ამტკიცებენ, რომ სექტემბერში Tesla-მობილების ფასები შესაძლოა კიდევ 1-2 ათასი აშშ დოლარით გაიზარდოს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

მ ინფორმაციას აზიარებს ვებ-გვერდი DigiTimes და განმარტავს, რომ Tesla აქტიურად ზრდის ელექტრომობილების წარმოების მოცულობას არა მხოლოდ შანხაიში, არამედ ტეხასსა და ბერლინში. ამ ვითარებას დიდად ხელს არ უშლის უახლესი პრობლემები ჩინეთის პროვინცია სიჩუანში არსებულ ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით, სადაც საავტოომობილოკომპონენტების მრავალი მმწოდებელი მუშაობს.  

რაც შეეხება ნახევრადგამტარი ჩიპების მიწოდებას, Tesla-ს საკმარისი ალტერნატიული წყარო ჰქონდა კრიზისის დროს, ამიტომ იგი მოქნილად მანევრირებს ცვალებად პირობებში და აგრძელებს წარმოების გაფართოებას. ტეხასის შტატში ახლახან გახსნილმა ობიექტმა უკვე მიაღწია აღჭურვილობის მიწოდების 70%-იან მაჩვენებელს. 

თუმცა, ტაივანური წყაროების თანახმად ავტო კომპონენტების შესყიდვის გაზრდილი ხარჯები მაინც აიძულებს Tesla-ს - სექტემბრის დასაწყისში იფიქროს ელექტრომობილების ფასის 1000 ან 2000 აშშ დოლარით გაზრდაზე. საავტომობილო ბაზრისთვის კარგი სიახლე არის საკონტრაქტო ჩიპების მწარმოებლების მზადყოფნა - მოახდინონ იმ საწარმოო ხაზების ორიენტირის შეცვლა, რომლებიც გამოიყენებოდა სამომხმარებლო ელექტრონიკის სეგმენტისთვის განკუთვნილი ჩიპების დაასამზადებლად.  

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ელექტრომობილების მეორად ბაზარზე ფასები გასული 12 თვის განმავლობაში საშუალო ერთნახევარჯერ გაიზარდა. კონკრეტულად Tesla-ს პროდუქციაზე კი ფასები საშუალოდ 19.2%-ით გაიზარდა, ამასთან, ფლაგმანური სედანების ღირებულებამ მოიმაა 27.5%-ით. ამ პრობლემების ნაწილი წარმოშობილია ელექტრომობილებზე მოთხოვნის მკვეთი ზრდით, თუმცა ბატარეების წარმოებისთვის საჭირო მინერალების ბაზარზე ვითარება არც ისე ხელსაყრელია, ამიტომ თვითღირებულება გარდაუვლად იზრდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.