Jump to content

ადამიანი-გამყიდველების ნაცვლად რობოტები იმუშავებენ - იაპონიაში დაანონსდა TX SCARA


Recommended Posts

იაპონია ამართლებს მაღალტექნოლოგიური ქვეყნის სტატუსს, რომელშიც შეუძლიათ ანიმესა და რობოტების არა მხოლოდ ხატვა, არამედ მათი დამზადება საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. 

მანგა, რა თქმა უნდა, საინტერესოა ისევე, როგორც მისი გმირები, მაგრამ ის, რითიც ნამდვილად გვაკვირვებს ამომავალი მზის ქვეყანას, არის მისი მაღალგანვითარებული რობოტექნიკა. გასაკვირი უკვე აღარ არის უცნაური კატა რობოტები, მაგრამ მაღაზიათა ქსელისთვის განკუთვნილი რობოტი-გამყიდველები ნამდვილად პატივისცემად იწვევენ ქვეყნის შრომისმოყვარე მოსახლეობის მიმართ. აგვისტოში მაღაზიათა ქსელ FamilyMart-ში ადამიანი გამყიდველების ნაცვლად გამოჩნდებიან უცნაური სახელის მქონე რობოტები - "TX SCARA". ეს რობოტები შეასრულებენ კონტროლიორ-პროვიზორის საქმეს, განახორციელებენ თაროებზე არსებული პროდუქციის აღრიცხვასა და ჩაწერას. 

image.jpeg 

 ტვინის მაგივრად ამ მანქანებს ექნებათ ხელოვნური ინტელექტი, ნამდვილი ტერმინატორის მსგავსად ხელმისაწვდომია „სათადარიგო დენის წყაროც“: საჭიროების შემთხვევაში მანქანების დისტანციურად მართვა შესაძლებელია ოპერატორების მიერ. დეველოპერების თქმით რობოტების შესაძლებლობები ისეთია, რომ მაღაზიაში ადამიანის შრომის თითქმის 99% აღარ იქნება საჭირო. 

მიზეზები, რამაც გამოიწვია ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმა, ცხადი არ არის. გამოდის, რომ იაპონიაში უბრალოდ არ არის საკმარისი "მომსახურე პერსონალი".  

 

image.jpeg 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რობოტების „გონიერებამდე“ მიყვანაში იაპონელ ინჟინრებს Microsoft-ისა და Nvidia-ს ინჟინრები დაეხმარნენ ოღონდ არა "უფასოდ" - იაპონელების საპასუხო ნაბიჯი იქნება ვალდებულება - განათავსონ თავიანთი რობოტი გამყიდველები უკვე ამერიკულ საცალო ქსელში - 100 000 რობოტის ოდენობით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.