Jump to content

Intel უკვე ტესტავს მაღალი წარმადობის მობილურ ჩიპებს Raptor Lake-HX


Recommended Posts

კომპანია Intel-მა მაღალი წარმადობის მობილური პროცესორები Alder Lake-HX მიმდინარე წლის მაისში გამოუშვა. თუმცა ინტერნეტში უკვე გამოჩნდა პირველა ცნობები მათი ერთ-ერთი მემკვიდრის შესახებ - ესენია სამომავლო მაღალი წარმადობის სერია Raptor Lake-HX-ის მობილური პროცესორები. ვებ-გვერდ BAPCo CrossMark-ის მონაცემთა ბაზაში აღმოჩენილია ინფორმაცია 14-ბირთვიანი, 20-ნაკადიანი Core i5-13600HX-ის შესახებ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ტესტის მონაცემებში მითითებული იყო, რომ ჩიპი შემოწმდა დესკტოპ პლატფორმის შემადგენლობაში, მაგრამ ფაქტობრივად HX-სერიის პროცესორები დესკტოპ-ჩიპებია, თუმცა მობილური შეფუთვით. მობილური Alder Lake-HX სერიაში შედის 16-ბირთვიანი პროცესორები 8 მაღალი წარმადობის და 8 ენერგოეფექტური ბირთვით ისევე, როგორც Alder Lake-S-ის დესკტოპ ვარიანტებში. 

image.png 

ფოტოს წყარო: BAPCo 

14-ბირთვიანი 20-ნაკადიანი Core i5-13600HX მოდელით ივარაუდება, რომ Intel-ი Raptor Lake-HX-ის საშუალო რგოლის წარმომადგენლებში ორჯერ გაზრდის მაღალი წარმადობის ბირთვების რაოდენობას. სამწუხაროდ, ბირთვების ტაქტის სიხშირისა და ენერგომოხმარების შესახებ ინფორმაცია ჯერ მიუწვდომელია. სავსებით სარწმუნოა, რომ Intel გააგრძელებს ახალი თაობის HX სერიის მოდელების გამოშვებას 55 ვატი TDP-ის ფარგლებში, რაც საშუალებას მისცემს მიმდინარე Alder Lake-HX-ზე დამყარებული ლეპტოპების შეუფერხებლად გადასვლას ახალ პლატფორმაზე. 

წარმადობას რაც შეეხება, Core i5-13600HX ნიმუშის მაჩვენებელი უფრო დაბალია Core i7-12700H-თან (TDP 45 ვტ) შედარებით, რომელსაც ბირთვების ანალოგიური კონფიგურაცია აქვს DDR4-3200 სტანდარტის 32 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე სისტემის შემადგენლობაში. თუმცა ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ საუბარი ეხება მეტად ადრეულ ინჟინრულ ნიმუშს.  

image.png 

ფოტოს წყარო: BAPCo 

და მაინც, ცოტა გასაკვირია, რომ მე-13 თაობის Intel Core მობილური HX სერიის აქტიური ტესტირების ეტაპი დაიწყო მათი წინამორბედების გამოშვებიდან ოთხ თვეზე ნაკლებ დროში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.