Jump to content

Bloomberg-ის თანახმად Apple 7 სექტემბერს ჩაატარებს iPhone 14-ის პრეზენტაციას


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Apple 7 სექტემბერს ჩაატარებს ღონისძიებას, რომელზეც წარადგენს iPhone 14 სერიის სმარტფონებს - ამტკიცებს გამომცემლობა Bloomberg მოცემულ საკითში გაცნობიერებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. შენიშვნის ავტორი Mark Gurman მიუთითებს, რომ ღონისძიება შეიძლება გადაიდოს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია, როგორც წესი, პრეზენტაციებს სექტემბრის პირველ ნახევარში ატარებს - გადავადება ნაკლებად მოსალოდნელია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: 9to5Mac 

ვინაიდან მსოფლიოში ჯერ არ დასრულებულა COVID-19-ის პანდემია, Apple-ის ახალი მოწყობილობების პრეზენტაცია ონლაინ-ტრანსლაციის ფარგლებში გაიმართება, წერს გურმანი. ღონისძიებაზე მოსალოდნელია iPhone 14, iPhone 14 Max, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max სმარტფონების ანონსი. Pro მოდელებში სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები წინა სერიის მოდელებთან შედარებით. ამ დრომდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კომპანია უარს იტყვის მათში ე.წ. „წინამოს“ გამოყენებაზე და ფრონტალურ კამერას ეკრანის ჭრილში გადაიტანს. თავად ეკრანს ექნება ფუნქცია Always-on Display, iPhone 14 Pro და 14 Pro Max მოდელებს საფუძვლად დაედება ახალი თაობის A-სერიის პროცესორები. სტანდარტულ iPhone 14-ში შენარჩუნებული იქნება ძველი დიზაინი „წინამოთი“ და, შესაძლოა, აქტუალური ჩიპი Apple A15 Bionic. 

ბოლო წლებია Apple სმარტფონებს პრეზენტაციიდან მოკლე დროშივე უშვებს. გურმანის თქმით კომპანიამ მიმართა თავისი მაღაზიების თანამშრომლებს და განუცხადა, რომ ახალი პროდუქტების რელიზისთვის დაახლოებით 16 სექტემბრისთვის მოემზადონ. 

მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაზე Apple ასევე დააანონსებს ახალ სმარტ-საათებს Apple Watch, რომელთა შორის იქნება მოწყობილობის პრემიალური დაცული ვერსია და განახლებულია მოდელი Apple Watch SE. გარდა ამისა, არაოფიციალური ცნობების თანახმად Apple ამზადებს ახალი თაობის უსადენო ყურსასმენ AirPods Pro-ს, რომელსაც ექნება Lossless audio-ს მხარდაჭერა, აგრეთვე საბაზისო დონის ახალ პლანშეტ iPad-ს ყურსასმენის კონექტორის გარეშე და სხვა მოწყობილობებს. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

როგორ იქნა მიხვდნენ და მოაშორეს წინა სირობა, ასევე მიხვდნენ და ჩადეს ოლვის ონ დისფლეი, დატენვის რეჟიმიც 50ვატი მაინც თუ ექნება უკვე კარგია. 

https://www.gsmarena.com/apple_iphone_14_pro_max-11773.php

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.