Jump to content

ფლაგმანი 700 აშშ დოლარზე იაფად - ფასები იკლებს AMD Radeon RX 6900 XT-ზე


Recommended Posts

ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6900 XT-ს რამდენიმე ვერსია ამერიკულ საცალო ვაჭრობაში სარეკომენდაციო საცალო ფასზე 30%-ით იაფად გამოჩნდა. ინტერნეტ-მაღაზოა Newegg-ის გვერდებზე მოცემულია Gigabyte-ისა და ASRock-ის მიერ დამზადებული მოდელი 699 აშშ დოლარად - გვაცნობებს Tom’s Hardware. ფასების კლება პირველ რიგში შეეხო ვიდეო დაფის საბაზისო ვერსიას - ასევე დარჩა უფრო ძვირადღირებული ვარიანტებიც - განსაკუთრებით ჰაერით ან თხევადი გაგრილების მქონე მაღალეფექტური მოდელები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: newegg.com 

როდესაც მოდელი Radeon RX 6900 XT ოფიციალურად იქნა წარდგენილი, არანაირი იმედი არ არსებობდა, რომ საცალოდ მისი ყიდვა სარეკომენდაციო 999$-ზე ნაკლებად იქნებოდა შესაძლებელი - იმ დროს კრიპტოვალუტების მაინინგის ბუმი გაჩაღდა. ამჟამად სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა - Gigabyte Gaming OC და ASRock Phantom Gaming D ვერსიები 699 აშშ დოლარად იყიდება. ოდნავ ძვირია MSI Gaming – 729$. სამივე ვიდეო დაფას სამი საბაზისო ქულერი აქვს. 

საინტერესო იყო მიმდინარე წელს RX 6900 XT დაფის ფასის დინამიკაზე დაკვრივება. მაისში ვიდეო დაფის საცალო ვაჭრობაში სარეკომენდაციო ფასად გამოსვლა დადებითად აღიქმებოდა. ივნისში სპეციალური გაყიდვისას პრომო კოდის მეშვეობით შესაძლებელია იყო მისი შეძენა 720 აშშ დოლარად. დღესდღეობით 730$-ად იყიდება სამი სავაჭრო პოზიცია.  

იაფდება NVIDIA-ს პროდუქციაც - ერთი კვირის წინ EVGA-ს მიერ დამზადებულ ფლაგმანურ GeForce RTX 3090-ს 1000$ დააკლდა. პრემიუმ-მწარმოებლის ასეთი გულუხვობა განპირობებულია GeForce RTX 40 სერიის ანონსისთვის საფუძვლიანად მომზადების სურვილით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.