Jump to content

Intel თავის პლატფორმებზე Wi-Fi 7-ის დანერგვას 2024 წელს აპირებს


Recommended Posts

ლეპტოპებისთვის განკუთვნილი პლატფორმების უმსხვილესი მომწოდებელი კომპანია Intel ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები, რათა ლიდერობა შეინარჩუნოს. ლეპტოპების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სწრაფი Wi-Fi კავშირი, ამიტომ ტექნოლოგიის უახლესი ვერსიის დანერგვა გადამწყვეტია პროცესორების მწარმოებელი გიგანტისთვის. როგორც ამჟამად ირკვევა, Intel მზად არის 2024 წლისთვის უზრუნველყოს Wi-Fi 7-ის მხარდაჭერა საკუთარ პლატფორმებზე. 

„ამჟამად ვმუშაობთ Intel Wi-Fi 802.11be-ზე, რათა მივიღოთ Wi-Fi Alliance-ის სერტიფიკატი და 2024 წელს იგი განთავსებული იქნება ლეპტოპებში. ველოდებით, რომ იგი ძირითად ბაზრებზე 2025 წლისთვის გახდება ხელმისაწვდომი“ - განაცხადა Intel-ის უსადენო ტექნოლოგიების ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ მაკლაფლინმა სამხრეთ კორეაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. 

Wi-Fi 7 (IEEE 802.11be) შემოგვთავაზებს მონაცემთა გადაცემის მაქსიმალურ აგრეგირებულ სიჩქარე 40000 მბ/წმ-ს (40 გბ/წმ), რის შედეგად სადენიანი Ethernet კავშირი მოძველებული გახდება. თუმცა უმეტეს შემთხვევაში მოწყობილობებზე მხარდაჭერილი იქნება მნიშვნელოვნად ნაკლები სიჩქარე დაკავშირებისას. 

სეთი მაღალი ბითრეითის მისაღებად Wi-Fi 7-ის წვდომის წერტილს დასჭირდება სამი დიაპაზონის გამოყენება: 2.4 გჰც, 5 გჰც და 6 გჰც, ასევე არხის სიგანის გაზრდა 320 მჰც-მდე, აგრეთვე 4096-QAM-ის დამატება. 

image.png 

Wi-Fi 6/6E-სთან შედარებით Wi-Fi 7-ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული წარმადობის გამო Intel ელის, რომ ეს ტექნოლოგია წარმატებით იქნება დანერგილი მაღალი სიჩქარის მოთხოვნის მქონე მოწყობილობებში, მაგალითად შერეული და ვირტუალური რეალობის ჰედსეტებში, რომლებშიც ტექნოლოგია Intel WiGig (Wireless Gigabit) გამოიყენება. 

image.png 

მოსალოდნელია, რომ ორგანიზაცია IEEE სერტიფიკატ IEEE 802.11be-ს ფიციალურად მიიღებს 2025 წელს, ამიტომ მისი გარკვეული მახასიათებლები შეიძლება შეიცვალოს. Intel ენთუზიაზმით უყურებს მომავალს და ელის, რომ მომავალი Wi-Fi 7 ტექნოლოგიის წარმადობა გაუმჯობესდება 2024 წელს მისი კომერციული გამოსვლის შემდეგ. 

„რადგანაც 802.11be-ს გამოსვლამდე წელიწადზე მეტი რჩება, არის შანსი, რომ შევძლებთ კიდევ უფრო გავზარდოთ დამუშავების სიჩქარე“ - განაცხადა მაკლაფლინმა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.