Jump to content

Apple A16 უზრუნველყოფს გრაფიკული წარმადობის 30%-იან ზრდას


Magdalena

Recommended Posts

მოსალოდნელია, რომ Apple კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ზღვარს ფლაგმანურ და დაბალბიუჯეტურ მოდელებს შორის სექტემბერში, როდესაც წარდგენილი იქნება მომდევნო თაობის სმარტფონები. უმეტესობა მიიჩნევს, რომ Apple ამ მიდგომას განახორციელებს iPhone Pro მოდელებში ახალ ჩიპსეტ A16-ის გამოყენებით, ხოლო დანარჩენ მოდელებში კვლავ A15 ჩიპსეტს განათავსებს iPhone 13 სერიის მსგავსად. 

Macworld-ის წარმომადგენელი ჯეისონ კროსი შეეცადა ევარაუდა, რა წარმადობას შეიძლება ველოდოთ Apple A16-ისგან. საერთო აზრის თანახმად Apple A16 ჩიპსეტს დაამზადებს 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, როგორც ეს მოხდა A15 და A14 ჩიპსეტების შემთხვევაში. დიდი ალბათობით, ეს იქნება TSMC-ის მესამე თაობის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობისა და ეფექტურობის მხოლოდ მცირე ზრდას. წარმადობისა და ეფექტურობის გაცილებით მნიშვნელოვანი ზრდა მოხდება მაშინ, როდესაც Apple გადავა 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, თუმცა იგი ვერ მოესწრება iPhone 14-ის შემთხვევაში. 

image.jpeg 

კროსი მიიჩნევს, რომ A16 შესაძლოა შეიცავდეს 20 მილიარდამდე ტრანზისტორს, რომელთაგან ბევრი გამოყენებული იქნება Neural Engine-ში მანქანური სწავლებისთვის, აგრეთვე გამოსახულების სიგნალების პროცესორისა (ISP) და ვიდეოკოდერებისთვის. 

რაოფიციალური ცნობებით iPhone 14 Pro-ს ექნება 48-მეგაპიქსელიანი კამერა და მისთვის საჭირო იქნება უფრო წრაფი სიჩქარე ინტერნეტთან დაკავშირებისას. ადეკვატური ინფრასტრუქტურის გარეშე გამოსახულების დამუშავების დრო დაზარალდება, რაც არ შეესაბამება Apple-ის სტრატეგიას. 

A16-ში, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება ბირთვის იგივე კონფიგურაცია ორი მაღალი წარმადობისა და ოთხი მაღალეფექტური ბირთვით. 

კროსის აზრით მიმდინარე წელს Apple დანერგავს LPDDR5 მეხსიერებას, რაც ეჭვგარეშეა გაზრდის მეხსიერების სიჩქარეს. LPDDR4x-დან LPDDR5-ზე გადასვლამ შესაძლოა სიჩქარე 50%-ით გაზარდოს. 

რამდენიმე სხვა პარამეტრთან ერთად A16 უზრუნველყოფს წარმადობის 15%-მდე ზრდას წინამორბედთან შედარებით.  

რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორს, ითვლება, რომ Apple გამოიყენებს გრაფიკული პროცესორის ხუთ-ექვს ბირთვს A16-ში. სხვა არქიტექტურული გაუმჯობესებები და LPDDR5 მეხსიერებაზე გადასვლა კიდევ უფრო გაზრდის გრაფიკის წარმადობის დონეს. 

ყველა პირობის გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იქნება გრაფიკული წარმადობის ზრდა 30%-მდე წინა წლის A15-თან შედარებით. 

და ბოლოს, კროსი თვლის, რომ iPhone 14 Pro-ში გამოყენებული იქნება მოდემი Qualcomm Snapdragon X65. შარშანდელი iPhone 13 Pro აღჭურვილი იყო 7.5 გბ/წმ სიჩქარის მქონე Snapdragon X60 5G ჩიპით, ხოლო X65 უზრუნველყოფს ჩატვირთვის მაქსიმალურ სიჩქარეს 10 გბ/წმ-მდე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.