Jump to content

Qualcomm-მა წარადგინა ჩიპები Snapdragon W5 Gen 1 და W5+ Gen 1 ახალი თაობის სმარტ-საათებისთვის


Recommended Posts

კომპანია Qualcomm-მა დააანონსა ახალი ერთკრისტალიანი პლატფორმები Snapdragon W5 Gen 1 და Snapdragon W5+ Gen 1, რომლებიც განკუთვნილია Wear OS სისტემით მართვადი თან სატარებელი მოწყობილობებისთის. მათ შესახებ ინფორმაცია პირველად გამოჩნდა ჯერ კიდევ თებერვალში, თუმცა იმ დროს ჩიპები ფიგურირებდა სახელწოდებებით Snapdragon Wear 5100 და Wear 5100+. მას შემდეგ კომპანიამ მიდგომა შეცვალა ჩიპების დასახელების მხრივ და გაამარტივა სახელები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: XDA-developers 

Qualcomm მიუთითებს მხოლოდ Snapdragon W5+ Gen 1 პლატფორმის მახასიათებლებზე. მის შემადგენლობაში შედის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული ოთხი ბირთვი Cortex-A53, აგრეთვე ინტეგრირებული Always-On (AON) თანაპროცესორი Cortex-M55 ისეთი ამოცანებისთის, რომელთაც არ სჭირდებათ მაღალი წარმადობა. ბოლო მათგანი აგებულია 22-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით და ტვირთავს ჩიპის ძირითად გამომთვლელ ბირთვებს, პასუხისმგებელია Bluetooth 5.3-ზე, Wi-Fi-ზე, GNSS-ზე, აუდიომონაცემების და სხვადასხვა სენსორის სიგნალების დამუშავებაზე, აგრეთვე Deep Sleep  და Hibernate მდგომარეობების მხარდაჭერაზე, რომლებიც არ გააჩნდა წინა თაობის პლატფორმებს. გამომთვლელი ბირთვები და თანაპროცესორი მუშაობს 250 მჰც სიხშირეზე. 

image.jpeg 

ფოტოების წყარო: Qualcomm 

Snapdragon W5+ Gen 1-ს ასევე აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Adreno 702 სიხშირით 1 გჰც და გარკვეული ტიპის დამხმარე 2.5D აქსელერატორი. გარდა ამისა, მხარდაჭერილია 16-ბიტიანი LPDDR4 მეხსიერება 2133 მჰც სიხშირით. 

image.jpeg 

Qualcomm-ის განცხადებით, ფლაგმანური პლატფორმა Snapdragon W5+ Gen 1 50%-ით ენერგოეფექტურია, ორჯერ უფრო მაღალი წარმადობის, ორჯერ მეტად ფუნქციონალური და ფლობს 30%-ით ნაკლებ ფართობს, ვიდრე წინა თაობის პლატფორმა Wear 4100+. 

კომპანია აღნიშნავს, რომ ამჟამად ბევრი კომპანია ქმნის დაახლოებით 25 მოწყობილობას ახალ Snapdragon W5 Gen 1 და W5+ Gen 1 პლატფორმებზე. ყველაზე ადრე ახალი ჩიპების მქონე მოწყობილობებს წარადგენენ კომპანიები Oppo და Mobvoi. პირველი მათგანი პლატფორმა Qualcomm Snapdragon W5 Gen 1-ზე გამოუშვებს სმარტ-საათ Oppo Watch 3-ს. Mobvoi-მ კი დაგეგმა შემოდგომაზე ახალ ფლაგმანურ სმარტ-საათ TicWatch-ის გამოშვება Snapdragon W5+ Gen1-ის ბაზაზე. 

თავად Qualcomm-მა Compal-სა და Pegatron-თან პარტნიორობის ფარგლებში წარადგინა სმარტ-საათების რეფერენსული დიზაინი, რომლებშიც გამოყენებულია ახალი პლატფორმები Snapdragon W5 Gen 1 და Snapdragon W5+ Gen 1. სხვადასხვა მწარმოებელს შეუძლიათ გამოიყენონ ისინი საკუთარი პროდუქტების შექმნისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.