Jump to content

Intel-მა წარადგინა ფლაგმანურ დესკტოპ ვიდეო ბარათ Arc A770 Limited Edition-ის ეტალონური ვერსია


Recommended Posts

Intel-ის გრაფიკის ინჟინერმა ტომ პეტერსენმა (Tom Petersen) და გრაფიკული განყოფილების მარკეტინგის ხელმძღვანელმა რაიან შრაუტმა (Ryan Shrout) მიმდინარე კვირაში დაიწყეს ტურნე პოპულარული ტექნობლოგერების სხვადასხვა YouTube-არხზე. პირველ რიგში მათ გააანალიზეს არხი GamersNexus, სადაც წარადგინეს ვიდეო დაფა Arc A750 Limited Edition, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღეს ლაინუს სებასტიანის (Linus Sebastian) არხ LinusTechTips-ზე, სადაც პირველად აჩვენეს უფროსი მოდელი Arc A770 Limited Edition. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: YouTube / LinusTechTips 

ეტალონურ Intel Arc A770 Limited Edition მოდელში გამეორებულია Arc A750 Limited Edition-ის გარეგნული დიზაინი. დასახელებაში მოცემული „Limited Edition” მიუთითებს, რომ დაფა აღჭურვილია ეტალონური, მაგრამ RGB-განათების მქონე გაგრილების Custom-სისტემით. განათებით არის წარმოდგენილი არა მხოლოდ ლოგოტიპი Intel Arc და დაფის ზედა ნაწილის საფარი, ასევე ამაჩქარებლის უკანა მხარე. გარდა ამისა, წარმოდგენილია წრიული განათება ორი ქულერის ირგვლივ. 

image.jpeg 

Intel-ს ჯერ არ დაუწყია ვიდეო ბარათის ნიმუშების გაგზავნა პარტნიორებისთვის შესამოწმებლად, ამიტომ Arc A770 Limited Edition, განსხვავებით უმცროსი Arc A750 Limited Edition-სგან, არ იყო ნაჩვენები მუშა მდგომარეობაში. თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ვიდეო დაფა შესანიშნავია გეიმინგისთვის და კარგად ექვემდებარება ოვერქლოქინგს. 

image.jpeg 

პეტერსენს და შრაუტს არ გაუმხელიათ ამაჩქარებლის ოფიციალური ტექნიკური მახასიათებლები. ცნობების უფრო ადრეული გაჟნვების წყალობით ცნობილია, რომ დაფა აგებულია პროცესორ ACM-G10-ის ბაზაზე, რომელსაც აქვს 32 ბირთვი და 16 გბ GDDR6 მეხსიერება, რაც ვიდეომეხსიერების მაქსიმალურ მოცულობას წარმოადგენს Arc Alchemist სერიის ამაჩქარებლებისთვის. 

image.jpeg 

მოდელ Intel Arc A770 Limited Edition-ზე წარმოდგენილია 8- და 6-პინიანი კვების კონექტორი, სამი DisplayPort და ერთი HDMI. დამატებითი კვების კონექტორების მიმდებარედ ასევე შეინიშნება კიდევ ერთი კონექტორი, სავარაუდოდ USB Type-C. 

image.jpeg 

Intel-ის წარმომადგენლებს არ უთქვამთ, როდის გამოვა Arc A770 Limited Edition გაყიდვაში და რა ეღირება. მათ მხოლოდ აღნიშნეს, რომ "ეს მოხდება იმაზე ადრე, ვიდრე ყველას ჰგონია". 

ასევე ცნობილია, რომ ვიდეო ბარათის ეტალონური ვერსია არ იქნება ექსკლუზიური რომელიმე მაღაზიისთვის, როგორც ეს ხდება NVIDIA GeForce Founders Edition ამაჩქარებლების შემთხვევაში. შეერთებულ შტატებში NVIDIA-ს ეტალონური ვიდეო დაფების დანერგვა ჯერ თავად მწარმოებელმა მოახდინა, შემდეგ კი ეს ბიზნესი მიანდო საცალო ქსელ BestBuy-ს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.