Jump to content

გამოჩნდა Intel Arc A770M და Arc A550M ვიდეო დაფების ტესტირების ნიმუშები 3DMark-ზე


Recommended Posts

ცნობილმა ინსაიდერმა @_rogame-მ გამოავლინა ჯერ არგამოშვებული Intel Arc A770M და Arc A550M GPU-ების 3Dmark-ტესტების პირველი შედეგები. 

მჟამად Intel Arc Alchemist ვიდეო დაფები გამოდის მხოლოდ მობილურ ვარიანტებად და მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიაზე. ეს ვითარება ეტაპობრივად იცვლება, რადგან Intel-ს საბაზისო დონის A370M გრაფიკული პროცესორები გააქვს სხვა ბაზრებზეც, მაგრამ უფრო მძავრი ვარიანტები - Alchemist A550M, A730M და A770M ჯერ კიდევ რთულადაა ხელმისაწვდომი. 

@_rogame-ის ინფორმაცია აფიქსირებს A550M და A770M გრაფიკულ პროცესორებს 3DMark-ში. სამწუხაროდ, ორივე მათგანის შედეგი ძალიან ორაზროვანია და უფრო მეტ კითხვას ტოვებს, ვიდრე პასუხს, თუმცა ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ვიდეო ბარათის მოდელები უკვე ტესტირების ეტაპზეა. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ დაფის გამოშვება ძალიან მალე უნდა მოხდეს - რამდენიმე კვირაში და არა თვეში. 

image.png 

A550M მოდელმა, რომელსაც აქვს ACM-G10 GPU-ს აქტიური ბირთვის ნახევარი, 3DMark Time Spy-ში 6017 ქულა ძველი ვერსიის 1726 დრაივერის გამოყენებით. სამწუხაროდ, ეს ტესტი ჩატარდა გააქტიურებული Intel APO-თი (Advanced Performance Optimizations), რაც ფაქტობრივად მას უმოქმედოს ხდის 3DMark-ის წესების თანახმად. 

ადრე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით APO ტექნოლოგია აუმჯობესებს წარმადობას დაახლოებით 15%-ით. A730M დაფასთან შედარება APO-სთან გვიჩვენებს, რომ A730M 67%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე A550M - ორჯერ მეტი ბირთვით. 

რაც შეეხება უფრო ძველ მოდელ Intel Arc A770M-ს, მისი ტესტირება მოხდა Fire Strike Extreme-ში, სადაც 13244 ქულა დააგროვა. ეს დაახლოებით იგივე მაჩვენებელია, რაც RTX 3070 გრაფიკული დაფის მობილური ვერსიისა, რომელიც მუშაობს Core i7-12700H პროცესორთან ერთად. Arc A770M შემოწმდა სატესტო დრაივერის ვერსიით 9999, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ OEM-ები ახალი აპარატურის გამოშვებამდე. 

image.png 

აღსანიშნავია, რომ A770M-ის ოფიციალური წარმადობა უკვე დაადასტურა Intel-მა. ეს დაფა საშუალოდ 12%-ით უფრო სწრაფი უნდა იყოს, ვიდრე მობილური RTX 3060 გეიმინგში. ამრიგად, 3DMark-ის შედეგები, რომლებიც ინტერნეტში გამოჩნდა, ბოლომდე არ ემთხვევა რეალურ გეიმინგ ტესტებს, სადაც აშკარად Intel-ს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული სამუშაო დრაივერებთან და მოუწევს განახორციელოს ბევრი ოპტიმიზაცია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.