Jump to content

iPhone 14 სერიის ანონსი მოსალოდნელია 13 სექტემბერს


Magdalena

Recommended Posts

როგორც წესი, შემოდგომის დასაწყისისთვის Apple-ისგან მოსალოდნელია ახალი თაობის iPhone-ების ანონსი. iPhone 14 სერიის მოწყობილობების გამოჩენის მოლოდინში მათ შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია ინტერნეტში პერიოდულად ქვეყნდება. 

ინსაიდერი iHacktu ileaks წერს, რომ ამ სმარტფონების ანონსი 13 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. აშშ-ში წინასწარი შეკვეთები 16 სექტემბერს დაიწყება, გაყიდვები კი - 23 სექტემბერს. ეს ყველაფერი Apple-ის ოფიციალური პირების მიერ ჯერ არ დადასტურებულა. 

image.jpeg 

მოსალოდნელია iPhone 14, iPhone 14 Max, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელების გამოშვება. iPhone 14 და 14 Pro-ს ექნება 6.1-დუიმიანი ეკრანები, ხოლო 14 Max-ისა და 14 Pro Max-ის ეკრანის დიაგონალი იქნება 6.7 დუიმი. 

Pro და სტანდარტულ მოდელებს შორის განსხვავება დიდი არ იქნება. Pro მოდელს ეკრანზე მოზრდილი ჭრილის ნაცვლად კამერის ქვეშ ექნება მრგვალი ჭრილი, სმარტფონები იმუშავებენ პროცესორ A16 Bionic-ზე. დანარჩენ მოდელებში წარმოდგენილი იქნება გასული წლის პროცესორი.  

iPhone 14-თან ერთად შესაძლოა ველოდოთ სმარტ-საათ Apple Watch Series 8-ის ანონსს, წერს Gizmochina. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.