Jump to content

AnTuTu-მ დაასახელა მიმდინარე დროის ყველაზე მაღალი წარმადობის სმარტფონები


Recommended Posts

პროგრამულ უზრუნველყოფა AnTuTu-ს ავტორებმა გამოაქვეყნეს მაღალი წარმადობის სმარტფონების მეორე, საზაფხულო რეიტინგი. პირველი მათგანი გამოჩნდა ერთი თვის წინ და მასში წარმოდგენილი იყო ათი ყველაზე მაღალი წარმადობის სმარტფონი მაისისთვის, ამჯერად კი მოცემულია ტოპ-10 სმარტფონი ზაფხულის დასაწყისისთვის. 

image.jpeg 

პირველ ადგილზე კვლავ წარმოდგენილია Xiaomi Black Shark 5 Pro. 16 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე ვერსიამ შეძლო 1.04 მილიონზე მეტი ქულის მოპოვება. სხვათა შორის, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება მაისის რეიტინგში რეკორდულია. დაახლოებით 10 ათასი ქულით ჩამორჩა მას Nubia Red Magic 7 Pro, რასაც ხელი შეუწყო 12 გბ ოპერატიულმა მეხსიერებამ. 

სამეულს ხურავს Lenovo Legion Y90. მას აქვს 12 გბ ოპერატიული მეხსიერება, ბენჩმარკმა სმარტფონის წარმადობა თითქმის 1.02 მილიონი პუნქტით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ სამივე ზემოთხსენებული სმარტფონი მწარმოებლების მიერ გვევლინება, როგორც მოწყობილობები მობილური გეიმინგის მოყვარულებისთვის. 

ტოპ-ხუთეულში შედის ორი iQOO 9. სტანდარტული მოდელი განთავსდა მეოთხე ადგილზე 1.01 მილიონი ქულით, მეხუთეზე - Pro ვერსია, რომელმაც სტანდარტულთან შედარებით 4000 ქულით ნაკლები მოიპოვა. ამასთან, ორივე სმარტფონს აქვს 12 გბ ოპერატიული და 512 გბ ფლეშ-მეხსიერება. 

მეექვსე ადგილზეა Vivo X80 - 1 მილიონი ქულით. ეს მოდელი ერთადერთი მოცემული ათეულიდან, რომელსაც 8 გბ ოპერატიული მეხსიერება აქვს. 

image.png 

ერთი პოზიციი ქვემოთ 990 691 ქულით განთავსდა OPPO Find X5 Pro Dimensity Edition. იგი იმყოფება vivo X80 სერიის ორ სმარტფონს შორის. მერვე ადგილზე vivo X80 Pro 12 გბ. მაისის ტესტების შედეგად მისი წარმადობა საშუალოდ 985 460 ქულით შეფასდა. 

მომდევნო პოზიციებზეა iQOO Neo 6 და Xiaomi 12 Pro - ორივე 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. პირველი მათგანის მიერ მოპოვებული ქულების რაოდენობაა 976 405, მეორე მათგანის - 676 031. როგორც ვხედავთ, Xiaomi-ს ერთი სმარტფონი რეიტინგის პირველ, მეორე კი ბოლო ადგილზეა. 

OPPO Find X5 Pro და vivo X80 ამ რეიტინგში ერთადერთი მოდელებია Dimensity 9000 პროცესორით. ყველა სხვა ფლაგმანი აღჭურვილია Snapdragon 8 Gen1 ჩიპსეტით. ასევე აღვნიშნავთ, რომ ათი სმარტფონიდან ექვსი გამოშვებულია ბრენდების მიერ, რომლებიც BBK კორპორაციაში შედიან (vivo, OPPO, iQOO, realme და OnePlus). 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.