Jump to content

SEC-ის ხელმძღვანელმა დაადასტურა Bitcoin-ის, როგორც პროდუქტის კლასიფიცირება


Recommended Posts

 

image.png

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) თავმჯდომარე გრი გენსლერმა დაადასტურა, რომ მარეგულირებელი ორგანო Bitcoin-ს პროდუქტად მიიჩნევს. განცხადება მან CNBC-ის ეთერში გააკეთა. 

გენსლერმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები არის სპეკულაციური აქტივების კლასი. როდესაც ადამიანები ინვესტირებას ახდენენ „Bitcoin-სა და ასობით სხვა ტოკენში“, ისინი მოგების მიღებას ელიან, განაცხადა მან. 

მისი თქმით, ამ „კრიპტო-ფინანსური აქტივებიდან“ ბევრს აქვს ფასიანი ქაღალდების ძირითადი ატრიბუტები და ადმინისტრირება ხდება კომისიის მიერ. 

„ზოგიერთს მოსწონს Bitcoin და ეს ერთადერთია, რის თქმასაც ვაპირებ, რადგან არ მსურს ამ ნიშნებიდან რომელიმეს განხილვა, თუმცა ჩემმა წინამორბედებმა და სხვებმა განაცხადეს, რომ ისინი პროდუქტებია“, - განაცხადა გენსლერმა. 

პირველი კრიპტოვალუტის მხარდამჭერები დადებითად გამოეხმაურნენ SEC-ის ხელმძღვანელის განცხადებას. 

გენსლერი გახდა SEC-ის ზედიზედ მეორე თავმჯდომარე, რომელმაც Bitcoin- პროდუქტი უწოდა, რის გამოც მომავალში ამ კლასიფიკაციის შეცვლა თითქმის შეუძლებელი იქნება. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - წერს Blockchain Investment Group-ის დამფუძნებელი ერიკ ვაისი. 

MicroStrategy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა განაცხადა, რომ ეს საშუალებას მისცემს „პოლიტიკოსებს, სააგენტოებს, მთავრობებსა და ინსტიტუტებს მხარი დაუჭირონ Bitcoin-ს, როგორც ტექნოლოგიასა და ციფრულ აქტივს, რომელიც განკუთვნილია ეკონომიკის ზრდისთვისა და ყველასთვის საკუთრების უფლებები და თავისუფლების გავრცელებისთვის“. 

Bloomberg Intelligence-ის ETF-ის ანალიტიკოსმა ჯეიმს სეიფარტმა გენსლერის კომენტარს უწოდა „არა ახალი, მაგრამ ნამდვილად პოზიტიური“. თუმცა მისი აზრით ეს არ იქნება საკმარისი, რათა SEC-მა მომდევნო კვირაში დაადსტუროს Grayscale-ის Bitcoin-ტრასტის კონვერტაცია სპოტ საბირჟო ფონდად. შანსები ნულთან ახლოსაა - განაცხადა მან. 

სეიფარტის მოსაზრებას მხარი დაუჭირა მისმა კოლეგა Eric Balchunas-მა, რომელმაც GBTC-ის ტრანსფორმაციის შესახებ მარეგულირებლის დადებითი გადაწყვეტილების ალბათობა 0.5%-ად შეაფასა. 

თებერვალში გენსლერმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც SEC-მა უარყო ყველა განაცხადი სპოტ Bitcoin-ETF-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით: ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ ფასიანი ქაღალდების კანონის სტანდარტებს თაღლითური ან მანიპულაციური პრაქტიკის შეჩერებისთვის. 

ინტერვიუს დროს SEC-ის ხელმძღვანელმა ახსენა სხვა ფედერალურ სააგენტოებთან მიმდინარე თანამშრომლობა კრიპტოვალუტების ინდუსტრიის ზედამხედველობის მიზნით, მათ შორისაა CFTC და საბანკო მარეგულირებლები. 

ამ მიზნით კომისია მათთან ფორმალური ხელშეკრულებების დადებას აპირებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.