Jump to content

Apple ამზადებს M3 პროცესორს სამომავლო Mac კომპიუტერებისთვის


Magdalena

Recommended Posts

Apple-მა ცოტა ხნის წინ დეველოპერებისთვის განკუთვნილ კონფერენციაზე წარადგინა მორიგი პროცესორი M2 და მასზე დამყარებული MacBook-ის ორი მოდელი. წლის ბოლომდე ახალი მოწყობილობების რიცხვი უნდა გაიზარდოს. 

ჟურნალისტი მარკ გურმანი აცხადებს, რომ Apple ამავდროულად ამზადებს მომდევნო თაობის ჩM3-ს. ასევე ითქვა, რომ ეს პროცესორი 2023 წელს შევა ოთხი ახალი Mac-ის შემადგენლობაში. ესენი იქნება - 13-დუიმიანი MacBook Air (J513), 15-დუიმიანი MacBook Air (J515) და iMac (J433). ასევე გამოვა 12-დუიმიანი MacBook, თუმცა ამჟამად ეს ლეპტოპი შემუშავების საწყის ეტაპზეა და მის შესახებ ინფორმაცია მცირეა. 

image.jpeg 

მიმდინარე წლის ბოლომდე M2 პროცესორების ვერსიების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. სიახლეებს შორის სახელდება მოდელები M2 Pro, M2 Max, M2 Ultra და M2 Extreme. 

Apple-ისგან მოსალოდნელია, რომ გამოვა M2 ჩიპზე დამყარებული ვირტუალური რეალობის მოწყობილობა, აგრეთვე 14- და 16-დუიმიანი MacBook Pro-ები M2 Pro და M2 Max ჩიპებით. მათ შემდეგ წარდგენილი იქნება Mac Pro მოდელი M2 Ultra-სა და M2 Extreme ჩიპებზე. 

M3 ჩიპს სავარაუდოდ გამოუშვებს კომპანია TSMC. M1 და M2 ჩიპები 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იწარემობა. თუკი M3 გამოვა 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, შედეგად გაიზრდება სიჩქარე და ენერგოეფექტურობა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.