Jump to content

Bloomberg: Bitcoin-ის ფასის ვარდნამ მაინერების 4 მლრდ აშშ დოლარის სესხები დეფოლტის საფრთხის წინაშე დააყენა


Recommended Posts

image.png 

ზოგიერთ მაინინგ კომპანიას პრობლემები შეექმნა Bitcoin-ის მაინინგ აღჭურვილობით უზრუნველყოფილი სესხების მომსახურებისას. Bloomberg-ის შეფასებით მთლიანი რისკი კრედიტორებისთვის შეიძლება 4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდეს. 

ეს სიტუაცია შეიქმნა როგორც კრიპტოვალუტების ბაზარზე ვითარების გაუარესების, ასევე ASIC მოწყობილობების უარყოფითი გადაფასების გამო. 

ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე მაინერმა გამოაცხადა დეფოლტი საკუთარ კრედიტებზე, მაგრამ მოპოვებული Bitcoin-ების ცოტა ხნის წინანდელი გაყიდვები კრიზისის ნიშნებს დემონსტრირებს. სააგენტომ გაიხსენა Core Scientific-ის მიერ 2000 BTC-ის რეალიზაცია საოპერაციო ხარჯების დასაფარად და Bitfarms 3000 BTC Galaxy Digital Holdings Ltd-ის მიერ 100 მლნ აშშ დოლარისა -  სესხის ნაწილის დასაფარად. 

ASIC-მოწყობილობების ფასების დინამიკა 

Bloomberg პროგნოზირებს პრობლემების გამწვავება ინდუსტრიაში Bitcoin-ის ფასის კორექციის გაგრძელების შემთხვევაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობების შეფასების შემდგომი კორექტირება და კრედიტორების მიერ მათი გაყიდვა. Luxor Technologies Corp.-ის თანახმად პოპულარულ Antminer S19-ის ფასი ნოემბერში არსებულ 10 ათას აშშ დოლართან შედარებით დაახლოებით 47%-ით დაეცა. 

„მაინინგ კომპანიებს პრობლემები აქვთ. ბევრი ოპერაცია წამგებიანი გახდა. აღჭურვილობის ღირებულება მკვეთრად შემცირდა [...]. ამას ამძაფრებს ელექტროენერგიის არასტაბილური ფასები და მონაცემთა ცენტრის სივრცის შეზღუდულობა“, - განაცხადა ლუკა იანკოვიჩმა, Galaxy Digital-ის დაკრედიტების ხელმძღვანელმა. 

ეს უკანასკნელი, ისევე როგორც NYDIG, BlockFi, Celsius Network, Foundry Networks და Babel Finance, აქტიურად გასცემდა სესხებს აღჭურვილობისთვის, განაცხადა ითან ვერამ, მაინინგ-პულ Luxor Technologies-ის თანადამფუძნებელმა. მისი თქმით მათ აწუხებთ სასესხო პორტფელების „მდგომარეობა“ განსაკუთრებით მათ, ვისაც უზრუნველყოფის (გირაოს) მაღალი კოეფიციენტები აქვთ. სპეციალისტმა ასეთი სესხების მოცულობა 4 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა. 

Bitcoin-ის მოპოვების თვითღირებულება 

Arcane Research-ის ანალიტიკოს იარან მელერუდის შეფასებით ელექტროენერგიის საშუალო ფასების პირობებში უახლესი ASIC მოწყობილობების გამოყენებისას 1BTC-ის მაინინგის ღირებულება შეიძლება იყოს 8 ათასი აშშ დოლარი. მომგებიანობის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი ზოგიერთ კომპანიას გაუჭირდება Bitcoin-ის გაყიდვის გარეშე სასესხო ვალდებულებების შესრულება, აღნიშნა ექსპერტმა. 

Securitize Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვილფრედ დეიმ დაუშვა რამდენიმე მაინერის ბაზრიდან გასვლის ალბათობა, რომლებმაც დაკარგეს პოზიტიური ფულადი ნაკადების გენერირების შესაძლებლობა და შეიძინეს ძვირადღირებული აღჭურვილობა. ექსპერტის თქმით ზედნადები ხარჯებისა და სესხების პროცენტების გათვალისწინებით მათთვის 1 BTC-ის მაინინგის ღირებულებამ 20 000 აშშ დოლარს შეიძლება გადააჭარბოს. 

„მათ იყიდეს ათიათასობით მოწყობილობა, შეთანხმდნენ ჰოსტინგზე, შეიტანეს დეპოზიტები და ახლა ვერ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს“, - განმარტა დეიმ. 

Compass Mining-ის კონტენტის დირექტორმა უილ ფოქსმა განაცხადა, რომ გაიზარდა დანახარჯები კაპიტალის მოძიებაზე რისკების სურვილის შემცირების გამო. 

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეიტი დაეცა 200 EH/s-ზე ქვემოთ. 11 ივნისს იგი შეადგენდა ყველაზე მაღალ 231 EH/s-ს. 

მანამდე Glassnode-ის ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს მაინერების კაპიტულაცია მას შემდეგ, რაც Bitcoin-ის ფასი 20 ათას აშშ დოლარზე ჩამოვიდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.