Jump to content

Intel-მა განაცხადა, რომ მობილური ვიდეო დაფები Arc A730M და Arc 770M უფრო სწრაფია მობილურ GeForce RTX 3050 Ti-სა და RTX 3060-თან შედარებით


Recommended Posts

კომპანია Intel-მა წარადგინა ოფიციალური მონაცემები მობილური გრაფიკული ამაჩქარებლების, Arc 770M-ისა და  Arc A730M-ის წარმადობის შესახებ. ინფორმაცია პორტალ Tom’s Hardware-მა გააზიარა. ორივე ვიდეო დაფა ხელმისაწვდომია ლეპტოპების რამდენიმე მოდელში, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთში იყიდება. საერთაშორისო ბაზარზე ამ ამაჩქარებლების მქონე სისტემების გამოსვლა ზაფხულის დასასრულისთვის არის მოსალოდნელი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Arc A7 სერიის ორივე ზემოთხსენებული მობილური ვიდეო დაფა აგებულია გრაფიკულ ჩიპ Alchemist ACM-G10-ზე. მოწყობილობების წარმადობის მონაცემები მიღებულია Intel-ის ოფიციალური პრეს-რელიზიდან, რომელიც ჩინელ ტექნობლოგერებს შორის გავრცელდა. 

დოკუმენტში ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს Arc 770M მოდელის, როგორც მობილური GeForce RTX 3060 დაფის კონკურენტის, პოზიციონირება. Arc A730M მოდელს კი Intel-ი მობილურ GeForce RTX 3050 Ti-ს უპირისპირებს. უფროსი მოდელის წარმადობის GeForce RTX 3070-სა და, მით უმეტეს, GeForce RTX 3080-თან შედარების შესახებ არაფერი თქმულა. ამ დრომდე მოარული ხმების მიუხედავად როგორც ჩანს, Intel არ აპირებს ფლაგმანებთან კონკურენციის გაწევას მობილურ სეგმენტში. 

პრეს-რელიზში ასევე მითითებულია იმ ლეპტოპების კონფიგურაციები, რომლებშიც ვიდეო ბარათების ტესტირება მოხდა. სამწუხაროდ Intel-მა გამოტოვა ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი, როგორიცაა მისი ამაჩქარებლების ენერგმოხმარების დონე. Intel-ის ვიდეო ბარათებს აქვთ დინამიური TDP - მწარმოებლებს შეეძლებათ დააყენონ ენერგიის მოხმარების მაქსიმალური დონე კონკრეტულ დიაპაზონში კონკრეტული ლეპტოპის შემთხვევაშ. ასევე ცნობილია, რომ Intel-ის ტესტებში GeForce RTX 3050 Ti და RTX 3060 გამოიყენებოდა ვერსიებში, რომლებსაც არ აქვთ მაქსიმალური TDP. სისტემის კონფიგურაციები ასე გამოიყურებოდა: 

  • ლეპტოპის უცნობი მოდელი მახასიათებლებით - Intel Arc A730M (TDP-ის დონე 80-დან 120 ვატამდე), Core i7-12700H და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR5-4800; 

  • ლეპტოპის უცნობი მოდელი მახასიათებლებით - Intel Arc A770M (TDP-ის დონე 120-დან 150 ვატამდე), Core i9-12900HK და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR5-4800; 

  • ASUS ROG Zephyrus M16 მოდელი მახასიათებლებით - GeForce RTX 3050 Ti (TDP 60 ვატი), Core i7-11800H და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR4-3200; 

  • MSI Pulse GL66 მოდელი მახასიათებლებით - GeForce RTX 3060 (TDP 85 ვატი), Core i9-12900HK, DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უცნობია; 

Intel-ის განცხადების თანახმად Arc A730M გრაფიკული დაფა საშუალოდ 13%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე GeForce RTX 3050 Ti, ხოლო უფროსი Arc A770M გრაფიკული დაფა საშუალოდ 12%-ით სწრაფია თამაშებში GeForce RTX 3060-თან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz -Tom's Hardware-ზე დაყრდნობით 

დასკვნა ეფუძნება 17 თამაშის ტესტებს, რომლებიც გაშვებული იყო მაღალი ან მაქსიმალური ხარისხის გრაფიკის პარამეტრებში და 1920 × 1080 პიქსელ გაფართოებაზე. ზოგიერთ თამაშში Intel-ის ახალი დაფები ჩამორჩებოდა კონკურენტ NVIDIA-ს, მაგრამ ბევრში მათ საგრძნობი უპირატესობა დააფიქსირეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.