Jump to content

Intel Arc A380 თამაშების უმეტესობაში ოფიციალურად ნელია Radeon RX 6400-სა და GeForce GTX 1650-თან შედარებით


Recommended Posts

image.jpeg 

Intel Arc A380 ვიდეო დაფის მიმოხილვები უკვე გამოქვეყნებულია ჩინეთში მრავალი ტექნოლოგიური რესურსის მიერ. ზოგადად, შედეგები შეესაბამება ერთმანეთს - Intel-ის ვიდეო დაფა თამაშების უმეტესობაში უფრო ნელია AMD-ისა და NVIDIA-ს კონკურენტ გადაწყვეტილებებთან შედარებით. როგორც ირკვევა, Arc A380 ოფიციალურად უფრო ნელია, ვიდრე AMD-ის ამჟამინდელი დაბალბიუჯეტური გეიმინგ დაფა Radeon RX 6400, ისევე როგორც NVIDIA-ს მოძველებული GeForce GTX 1650. ამას Wccftech რესურსის მიერ გამოქვეყნებული ამონარიდები ადასტურებს. 

Intel-მა ჩაატარა ოფიციალური შედარების ტესტები 17 თამაშში და მათი შედეგები მოცემულია ოფიციალურ დოკუმენტაციაში. ზოგ შემთხვევაში ვიდეო დაფა მინიმალურად ჩამორჩება კონკურენტებს და ისეთ თამაშებში, როგორებიცაა Total War: Troy, Naraka Bladepoint, The Witcher 3 და F1 2021, RX 6400-ზე უკეთეს შედეგსაც კი აფიქსირებს. 

image.png 

წყარო: Wccftech და Intel Corp. 

ვიდეო დაფის ამოცანაა უზრუნველყოს კადრების საშუალო სიხსირე 60 FPS-ს ზემოთ 1080p გაფართოებაზე გრაფიკის საშუალო პარამეტრების პირობებში და ეს ამოცანა შესრულებულია. ამასთან, კომპანიამ ჯერ კიდევ გამოშვებისას აღნიშნა უპირატესობა წარმადობისა და ფასის თანაფარდობის თვალსაზრისით, საბოლოო მყიდველისთვის კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება მაღაზიაში არსებულ ფასზე. Arc A380-ს გააჩნია აშკარა უპირატესობები: AV1 კოდირების მხარდაჭერა, ტექნოლოგიების ნაკრები და სამუშაო დატვირთვის ოპტიმიზაცია Intel-ის ინტეგრირებულ გრაფიკასთან ერთობლივი მუშაობისთვის. XeSS მასშტაბირება. დიდი იმედები მყარდება დრაივერების განახლებისა და წარმადობის დამატებითი გაუმჯობესების შესახებ. დროთა განმავლობაში ვიდეო დაფა შეიძლება გახდეს უფრო სწრაფი, თუ ვიმსჯელებთ შედარებით მაღალი ეფექტურობით 3DMark სტანდარტებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.