Jump to content

Snapdragon 8 Gen 2 ჩიპის მქონე Xiaomi 13 და 13 Pro სმარტფონების ანონსი ნოემბერშია მოსალოდნელი


Recommended Posts

ინტერნეტ-წყაროები აცხადებენ, რომ ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ მიმდინარე წლისთვის Qualcomm-ის აპარატულ პლატფორმაზე აგებული ფლაგმანური სმარტფონების ანონსი ჩანიშნა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Xiaomi 

ცნობილია, რომ მომდევნო თვეში დაგეგმილია Xiaomi 12S და Xiaomi 12S Pro მოდელების პრეზენტაცია, რომლებიც გახდებიან Xiaomi 12-ისა (პირველ ფოტოზე) და Xiaomi 12 Pro-ს (მეორე ფოტოზე) მემკვიდრეები. ახალ სმარტფონებს ექნება პროცესორი Snapdragon 8+ Gen 1 ტაქტის სიხშირით 3.2 გჰც-მდე Snapdragon 8 Gen 1 ჩიპის ნაცვლად (3.0 გჰც), რომელიც გამოყენებულია მოწყობილობების ორიგინალ ვერსიებში.  

Xiaomi 12S და Xiaomi 12S Pro სმარტფონებს ექნება 12 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება, 512 გბ-მდე ფლეშ-მეხსიერება, 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერის მქონე ბატარეა და Leica-სთან პარტნიორობის შედეგად შექმნილი ძირითადი კამერების ნაკრები. 

გარდა ამისა, მოსალოდნელია Xiaomi 12S Dimensity Edition მოწყობილობის ანონსი, რომელიც დამყარებული იქნება MediaTek Dimensity 9000 ჩიპზე, ექნება 67-ვატიანი სწრაფი დამუხტვა და კამერები ბრენდ Leica-ს გარეშე. 

image.jpeg 

ნოემბერშ სავარაუდოდ შედგება Xiaomi 13 და Xiaomi 13 Pro სმარტფონების ფორმალური ანონსი. არსებული ცნობების თანახმად მათ კომპლექტაციაში შევა სამომავლო პროცესორი Snapdragon 8 Gen 2, რომელსაც, როგორც ცნობილია, ექნება ოთხბლოკიანი არქიტეტურა კონფიგურაციით 1 + 2 + 2 + 3. ამათგან ერთ-ერთია მძლავრი ბირთვი Cortex X3 (Makalu-Elp), ორი ბირთვი Cortex A720 (Makalu), ორი ბირთვი Cortex A710 (Matterhorn) და სამი ბირთვი Cortex A510 (Klein-R1). ახალ სმარტფონებს ექნება 2K ეკრანი და თანდაყოლილი ოპერაციული სისტემა Android 13. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.