Jump to content

სუპერფლაგმან NVIDIA GeForce RTX 4090 Ti-ს შესაძლოა ჰქონდეს 800 ვატამდე სიმძლავრე – Tom’s Hardware


Recommended Posts

ითვლებოდა, რომ NVIDIA-ს გრაფიკული ჩიპების ახალი თაობა Ada Lovelace გაყიდვაში მიმდინარე წლის ივლისში გამოვიდოდა. ვინც სიახლეებს თვალყურს ადევნებს, შეამჩნევდა, რომ ამ დრომდე არანაირი ანონსი არ ყოფილა, ასევე ინტერნეტში არ გამოჩენილა არც ერთი საინჟინრო ნიმუშის ტესტი. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: რელიზს ოქტომბერზე ადრე არ უნდა ველოდოთ. ინსაიდერები მიიჩნევენ, რომ შემოდგომის მეორე თვე ყველაზე მეტად მოსალოდნელია ფლაგმანების გაყიდვის დაწყებისთვის, თუმცა იქვე მიუთითებენ, რომ ყველა სხვა გრაფიკული ჩიპი დიდი დაგვიანებით გამოვა: GeForce RTX 3080-ის გამოსვლა შესაძლოა გადაიდოს ნოემბრამდე, GeForce RTX 3070 მოდელისა კი - არაუადრეს მიმდინარე წლის დეკემბრის.  

image.png 

სინამდვილეში ჩვენ არ გვინახავს რაიმე დამაჯერებელი ცნობა, რომელიც ზემოხსენებულ თარიღებს დაადასტურებს. Jensen Huang დუმს და დაბნეულობატექნიკურ ინსაიდერებს შორის. ამას ემატება სრულიად გაუგებარი სიტუაცია AMD-ის შემდეგი თაობის გრაფიკული ჩიპების ახალ სერიებთან დაკავშირებით. ახლახან პრესაში მცირე გაჟონვა მოხდა, რომელშიც გავრცელდა ინფორმაცია ნამდვილ სუპერფლაგმან Radeon RX 7950 XT-ის გამოშვების გეგმების შესახებ. იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი Radeon RX 7900 XT ვიდეო დაფის წარმადობა არ არის საკმარისი მწვანეთა დასამარცხებლად, მაშინ AMD ინჟინრებს შეუძლიათ განათავსონ ორი Navi 31 ჩიპი და წარმოადგინონ მონსტრი კონსტრუქცია. თუმცა ამ ეტაპზე მონაცემები არეულია და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ლიზა სუ არაფერს ამზადებს, რადგან არ არსებობს კონკრეტული ვადები და სხვა დეტალები. 

სრულიად სხვა მარკეტინგულ მიდგომას იყენებს NVIDIA, ინსაიდერები კი იტაცებენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც გეიმინგ სივრცეში ჩნდება. ამჯერად კვლავ ვუბრუნდებით AD102 ჩიპზე დამყარებული ფლაგმანების მაქსიმალური სიმძლავრის საკითხს. ადრე ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო დაფის სიმძლავრე მიაღწევდა 900 ვატს, მოგვიანებით გაჩნა ცნობა, რომლის თანახმად GeForce RTX 4090-ის რეალური TDP-ის დონე არ აღემატებოდა 550 ვატს, ხოლო GeForce RTX 4090 Ti ვერსიისა კი - 900 ვატს. დღესდღეობით ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ AD102-ის მაქსიმალური ლიმიტი 800 ვატია, ამიტომ ენერგომოხმარების რანაირ რეკორდზე საუბარი არ იქნება. მაქსიმალური მაჩვენებლები შესაძლოა მნიშვნელოვნად აღემატებოდეს მათ, რაც ვიხილეთ GeForce RTX 3090 Ti-ში, თუმცა 600 ვატზე მეტს GeForce RTX 4090 არ მოიხმარს. რაც შეეხება GeForce RTX 4080-ს, მის შემთხვევაში გეიმერებს ელოდება 450 ვატი (AD103) ენერგომოხმარება, სხვა დაფებში კი მაჩვენებლები კიდევ უფრო მცირე იქნება. 

image.png 

მობილურ სეგმენტს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ვითარება არც ისე ცუდია. დესკტოპ ვიდეო დაფა GeForce RTX 3080-ის მაქსიმალური სიმძლავრე 370 ვატია. ეს მაჩვენებელი Firmware-შია დაფიქსირებული, ლეპტოპებში არსებული ვიდეო დაფების TDP-ის დონე ორჯერ ნაკლებია. ამან ბევრ მწარმოებელს სიმძავრესთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისკენ უბიძგა, რამაც წარმადობის მკვეთრი ვარდნა განაპირობა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია სუპერთხელ გეიმინგ მოდელებში. წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით ამჯერად ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება სიმძლავრის არა ნახევარი, არამედ უდიდესი ნაწილის გათიშვა. უცნობია, რა გავლენას იქონიებს ეს მობილური ვიდეო დაფების საბოლოო ჯამურ წარმადობაზე. 

წინასწარი მონაცემებით ყველაზე სწრაფი ვიდეო დაფის პრეტენდენტია GeForce RTX 4090 Ti, რომელსაც ექნება 18432 CUDA ბირთვი, 24 გბ მეხსიერება 24 გბ/წამამდე სიჩქარით და 800 ვატი TDP. ასეთი ვიდეო დაფა გამოვა 2023 წელს, მანამდე კი უნდა ველოდოთ GeForce RTX 4090-ის პირველ ტესტებს, რადგანაც პირველი იგი გაიყიდება შემოდგომიდან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.