Jump to content

Overkill Retro PC Build


Recommended Posts

რამდენიმე წელია გეგმაში მაქვს "balls to the walls" რეტრო კომპიუტერის აწყობა,  ერთი წელია შედარებით აქტიურად ვმუშაობ (დედადაფების არჩევნის თემა) როგორც იქნა ფაქტიურად დავამთავრე

უფრო კონკრეტულად რას ვგულისხმობ: მინდოდა თავსებადი ყოფილიყო XP/Vista/7 32 ბიტიან OS-ებთან, თან უნდა ყოფილიყო პრაქტიკულად მაქსიმალური კონფიგურაცია რაც კი შეიძლება

არჩევანი Intel-ის პლატფორმაზე გავაკეთე, რადგანაც Core 2-დან მოყოლებული სანამ AMD-მ Ryzen არ გამოუშვა Intel უკონკურენტო იყო,

XP-სთან თავსებადობის გამო მე-2/მე-3 თაობის Core i პლატფორმა შევარჩიე,

შეიძლება მე-4 თაობის რამე დედაპლატა მომეძებნა XP-სთან თავსებადი, მაგრამ მეეჭვება Top ჩიპსეტი ყოფილიყო, და დიდ სხვაობასაც არ მომცემდა (ნახავთ ქვევით)

ფორუმელების @david_888 და @MaKaSaRa  რჩევით გადავწყვიტე დედაპლატა Asrock Z77 Extreme 3

რაც შეეხება CPU-ს, ვფიქრობდი i7-3770K-ს, მაგრამ რადგანაც ძირითადად სულ  GPU ლიმიტირებული ვიქნებოდი, ავირჩიე i5-3570K მერე Xeon E3-1275 v2 ვიშოვე შედარებით იაფად, რომელიც 3770-ს ანალოგია და როგორც ვვარაუდობდი არ მომცა სხვაობა, ამიტომ ძმაკაცს ვაჩუქე და დავბრუნდი i5-ზე

ქულერად Cooler Master V8 მიყენია, ძალდაუტანებლად უმკლავდება თავის საქმეს,

ოპერატიული მეხსიერების რაოდენობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, აქცენტი სისწრაფე იყო, მაგრამ Mushkin Enhanced Stealth 8GB (2 x 4GB) DDR3 2133 ვიყიდე კარგ ფასად, 32 ბიტიანი OS ვერ ხედავს 3.5 GB-ზე მეტს, მაგრამ დანარჩენი RAMDisk-ად გავაკეთე (არის სხვადასხვა პროგრამები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა დედაპლატას აქვს თავისი ASROCK Extreme Tuning Utility, რომელიც OC-სთან ერთად RamDisk-ის შექმნის საშუალებას იძლევა

ვინჩესტერად Intel 730 სერიის 1 Tb SSD მაქვს, 4 პარტიშენით, (3 OS-ის ინსტალაცია, ერთი 700 გბ-მდე თამაშებისთვის). ძველი Windows-ები არც ისე მეგობრულად არიან SSD-სთან, სწრაფები კია, მაგრამ აუცილებლად უნდა გაუთიშო ავტომატური დეფრაგმენტაცია და Trim გაუკეთო ხელით დროდადრო (არის პატარა უტილიტა ForceTrim, ან მე მაგალითად Intel SSD Toolbox ვიყენებ). 

კვება Newegg-ზე ფასდაკლებაზე ვიყიდე ARESGAME 750W (AGW750) 80+ Bronze, არ არის ცნობილი ბრენდი, მაგრამ საკმაოდ კარგი რევიუები ქონდა და არ შეურცხვენია თავი აქამდე

Creative Sound Blaster X-FI Xtreme Fidelity ხმის ბარათი აუცილებელი იყო კლასიკური თამაშებისთვის EAX-ის მხარდაჭერით

მივედით ვიდეომდე, რომელსაც ყველაზე მეტი დააგვიანდა ფასის გამო... თავიდან მქონდა მომაკვდავი  EVGA GTX 780 SC, რომელიც დიზაინითაც მომწონდა და წარმადობითაც, მაგრამ მგონი შეუსრულდა 300 წელი, თავის დროზეც 50 ლარად ვიყიდე დაზიანებული, BIOS-ის გადაფლეშვამ უშველა და იმუშავა კარგა ხანი (სანამ ამ კომპში ჩავდებდი), მერე რომ აურია ფენით გავაცხელე და იმუშავა, ჩავდე აქ და აურია კიდევ (დრაივერი არ ყენდება), გაცხელებამ შეიძლება უშველოს კიდევ ცოტა ხნით, მაგრამ აღარ მინდოდა წვალება, თან მინდა სტაბილური იყოს

შემდეგ ATI Radeon HD 5970 მქონდა ცოტა ხნით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდა ვიდეობარათია, ჯერ ერთი ვერ ავამუშავე  AMD Crossfire და მეორეც არ აქვს ისეთი წარმადობა როგორიც მინდა, Crossfire ზე ვნახე, რომ ძველი ვერსიის დრაივერი უნდა, მაგრამ წარმადობას ვერ ვუშველიდი, ამიტომ სხვა რეტრო ბილდში მივუჩინე ბინა

ამას წინათ ჩამივარდა GTX 960 4 GB ვერსია ძალიან კარგ ფასად, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ არ იყო TOP Level წარმადობა, იდეაში Windows XP-ზე მაგაზე ახალი (უფრო მაღალ მოდელის)  ვიდეოს დრაივერი არაა, უფრო ძლიერების კი არის (GTX 780, 780 ti, ორიგინალი Titan) მაგრამ ჯერ ერთი ძვირია, მერე როდის მოკვდება არ იცი...

არის ერთი გამოსავალი, თუმცა ძვირიანი :) დრაივერის INF ფაილების მოდიფიცირებით შესაძლებელია XP-სთვის დავამატოთ მაქსველის მთლიანი სერიის მხარდაჭერა, რადგანაც დრაივერების არქიტექტურა იგივეა, უბრალოდ Nvidia-მ აღარ შეიწუხა თავი (ალბათ გამართლებულადაც) XP-ს მხარდაჭერით ტოპ ბარათებზე, თუმცა შესაბამისი სტრიქონების დამატებით nv4_dispi.inf ფაილში, XP-ზე შეიძლება GTX 980 TI დრაივერების დაყენება...

მოკლედ, კიდევ რომ არ გავაგრძელო, ამ ბარათს "ვდარაჯობ" წელიწადია თითქმის და მხოლოდ ახლა ჯერ კიდევ მაღალი ფასების გათვალისწინებით ძალიან კარგ ფასად ვიყიდე Gigabyte Xtreme Gaming GTX 980 TI (GV-N98TXTREME-6GD)

დრაივერების მოდიფიკაციამ წარმატებით ჩაიარა XP-სთვის, Vista და Win7-ისთვის კი "მშობლიური" დრაივერებია, 

ეს ყველაფერი აწყობილია Deepcool-ის სადა შავ ქეისში, ნაწრთობი მინის გვერდითა პანელით, ასევე DVD RW Drive-იც დავამატე, როგორც იქნა დავასრულე ბილდი, (სოფტის და ჰარდის მიხედვით), დამრჩა ტიუნინგი, OC და ა.შ.

ბევრი რამეც აღმოვაჩინე: მაგალითად XP-ს არ აქვს მხარდაჭერა HD-ზე მაღალი გაფართოების (ადრეც ვეჭვობდი, მაგრამ საბოლოოდ დადასტურდა), არადა Full HD მონიტორი არ მაქვს სახლში :) მაქვს 2k@144; 4K@120 (ტელევიზორი), ჩემი ორიგინალი SyncMaster 961BW (1440×900@75Hz), ასევე Forum.ge-ზე მაჩუქა ერთმა CRT  NEC MultiSync FE 770, სიხშირეები ძალიან მაღალი არ აქვს, მაგრამ ძალიან ნათელი და მკაფიო ფერები აქვს, ასეთი CRT არ მინახავს, თან 900 სერიას ჯერ კიდევ აქვს ანალოგ აუთი (მარტივი DVI-VGA ადაპტერი უნდა), მოკლედ მონიტორებში პრობლემა არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის სრულ პოტენციალს ვერ გამოვიყენებ XP-ზე.

ასევე როგორც აღმოჩნდა, 3-ზე მეტი Windows არ ყენდება ერთ დისკზე და თუ არ ვცდები 4-ზე მეტი პარტიშენიც არ კეთდება (ყოველ შემთხვევაში სტანდარტულად), Windows 10 მინდა რეფერენსად და Linux ამ ბილდზე სამომავლოდ, მაგრამ სხვა SSD-ზე მომიწევს დაყენება

ასევე პრობლემატურია ძველი OS-ების აპდეითები (ახალზე არ ვამბობ, უბრალოდ რაც გამოსულია რომ ის გადმოწეროს),

აღმოვაჩინე, რომ Windows Vista საკმაოდ კარგი გამხდარა ბოლოში და სტაბილურიც,

ესეც ფოტო (RGB ფანების მოყვარული არ ვარ მაგრამ კეისს მოყვა და აღარ მოვხსენი)

01.jpg

02.jpg


 

შემდეგ პოსტში დავდებ ბენჩმარკებს და სხვა ინფოსაც

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

მეც ვარ მოყვარული , მაგრამ xp არ მომწონდა არასდროს , და ვერც ვიტანდი ჩართვის დროს რო დაამღერებდა მაგ სოუნდზე მეშლებოდა ნერვები, ისედაც ვიზუალი მაგარი დაბალი დონის იყო, აი ვისტა უფრო მისაღები იყო ჩემთვის , ყველას არ ევასებოდა მაგრამ მე რატომღაც მომწონდა , კიდე თუ ავაწყე რაიმე რეტრო სისტემა ვისტას დავაყენებ ნოსტალგიის პონტში, Q6600 ზე მინდა ავაწყო რაიმე ძაან მიყვარდა ეგ პროცი , მეორე კომპიც მაგიტო მაქვს რომ 775 სოკეტი მევასებოდა თავის დროზე და ეხლაც კი ხოდზეა ქუადი პროცებით ცოცხლობს დღემდე , კიდე რაიმე რო ავაწყო გამომაგდებენ სახლიდან 😀გაახურე საქმე ამ შენი კომპებითო , მე რაც მაქ აწყობილი გადაუღებ სურათებს და დავდებ როცა მოვიცლი , სისტემას დავწერ 

MB: Asus P5N-T Deluxe 

CPU: Q9500 (2.83 )

Ram: 6 GB DDR2 800 Kingston

GPU :Daimond Radeon HD6770 1 GB

HDD: wd 1 TB + SG 160 GB 

SSD: Kingston 60 GB 

PSU : xilence 500 w 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კარგი პროექტია და შენით რომ გაქვს ნაფიქრი კომპონენტების შერჩევაზე რატომ და რისთვის ძალიან დასაფასებელია. მადლობა რომ გაგვიზიარე. 

უბრალოდ ერთს ვიტყვი, რეტრო კომპიუტერი კი არა ასეთი ბევრს თანამედროვე სისტემაც არ აქვს :D კიდე 5+ წელიწადში გახდება რეტრო მაგრამ დღეს ვფიქრობ რომ ასეთ სტატუსს 775 სოკეტი უფრო მეტად შეესაბამება ან amd-ს შესაბამისი თაობა.

windows xp-ის გამოყენება დღეს როგორი ნოსტალგიურიც არ უნდა იყოს უკვე საერთოდ აღარაა მოსახერხებელი. ელემენტარულად ბრაუზინგსაც ვერ შეძლებ ინტერნეტში. 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

On 6/20/2022 at 9:27 PM, MaKaSaRa said:

კარგი პროექტია და შენით რომ გაქვს ნაფიქრი კომპონენტების შერჩევაზე რატომ და რისთვის ძალიან დასაფასებელია. მადლობა რომ გაგვიზიარე. 

უბრალოდ ერთს ვიტყვი, რეტრო კომპიუტერი კი არა ასეთი ბევრს თანამედროვე სისტემაც არ აქვს :D კიდე 5+ წელიწადში გახდება რეტრო მაგრამ დღეს ვფიქრობ რომ ასეთ სტატუსს 775 სოკეტი უფრო მეტად შეესაბამება ან amd-ს შესაბამისი თაობა.

windows xp-ის გამოყენება დღეს როგორი ნოსტალგიურიც არ უნდა იყოს უკვე საერთოდ აღარაა მოსახერხებელი. ელემენტარულად ბრაუზინგსაც ვერ შეძლებ ინტერნეტში. 

 775- ზე რამდენიმე სისტემა მაქვს, ტოპ პროცესორებით C2D/C2Q/Pentium 4 სერიებიდან, უფრო ძველებიც,  socket 478, slot a AGPდა PCI ვიდეოები  და ა.შ, (Win 98/2k/xp) უბრალოდ ჩემთან არ მეტევა ბინაში და მშობლების სახლში მაქვს სადაც ვაპირებ ივლისში ჩასვლას და დავდებ მათაც,   Windows ME ბილდი მინდა ავაწყო და მაქვს მისთვის ნაწილებიც

ეს ბილდი მინდოდა XP-ს შესაძლებლობების მაქსიმუმი ყოფილიყო

XP-ზე ბრაუზინგს რაც შეეხება, MyPal 68 ბრაუზერი მშვენივრად მუშაობს (https://github.com/Feodor2/Mypal68), ახლანდელი extention-ების მხარდაჭერაც აქვს და ყველა ვებგვერდი მუშაობს, თუმცა რა თქმა უნდა არ არის რეკომენდირებული ბრაუზინგი და მეილებზე და სოც-ექაუნთებზე შესვლა XP-დან, უბრალოდ 32 ბიტიანი სისტემის RAM ლიმიტაციაა შეზღუდვა, არადა Office 2010-იც მუშაობს (ჩემი ფავორიტი ვერსიაა Microsoft Office-სი) და Office 2021 ფაილებსაც ხსნის

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

ყოველთვის მინდოდა მქონოდა Gtx 660 და ამიტომაც შევიძინე ებაიზე კარგ ფასად , რო ჩამოვა სურათებსაც დავდებ

 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
  • 1 month later...

https://www.mymarket.ge/ka/pr/21580597/teqnika/kompiuterebi-aqsesuarebi/kompiuteris-nawilebi/dedabaraTebi/ASRock-X79-Extreme-9-i7-3930k?OfferType=Basic

ამ კომბოში ვფიქრობ დედაპლატა/პროცესორის გადაცვლას, 250 ლარი უნდა დავუმატო და რამდენად ღირს თქვენი აზრიც მაინტერესებს

Windows XP-ს დრაივერები აქვს და ასევე აქვს Asrock Xtreme Tuning Utility რომელიც მომცემს საშუალებას RAMDisk გავაკეთო და ასევე 4 არხიანი მეხსიერება გამოვიყენო,

მაგრამ i7 3930K-ს PCI-e 2.0 მხარდაჭერა ქონია (Intel-ის მიხედვით) 32 ნმ-იან ლითოგრაფიაზე

3.0-ისთვის კი უფრო ახალი პროცესორი უნდა -Ivy Bridge არქიტექტურაზე, ძვირები არ არის, მაგრამ მაინც დამატებითი ხარჯია, თან ჩემი i5 Ivy Bridge-ია უკვე ისედაც

 

როგორც აღვნიშნე 4-ზე მეტი ბირთვი 32 ბიტიან OS-ებში არფერში მჭირდება, გარდა სინთეტიკური ტესტებისა, თანამედროვე 64 ბიტიან OS-ს რომ ვაყენებდე, კიდევ ხომ,

მგონი საწინააღმდეგო უფრო მეტი ჩამოვთვალე :) 

თუ რამე i7 3770k შემიძლია უფრო იაფად ვიყიდო...

აგრე მთლიანი კომბოა 300 ლარად: https://www.mymarket.ge/ka/pr/26897213/teqnika/kompiuterebi-aqsesuarebi/kompiuteris-nawilebi/procesorebi/i7-3770k-motherboard--8-ram-Combo?OfferType=Basic

მოკლედ თქვენი აზრიც მაინტერესებს

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

xp-გავუშვი 2K ზე როგორც იქნა, ოღონდ Display Port-ით და მხოლოდ 60 ჰერცზე, 100-საც ვერ ქაჩავს (მონიტორი 144 ჰერციანია)

Desktop-xp.png

ესეც ჩემი კოლექცია (მშობლების სახლში მაქვს) ყველა კომპიუტერი გამართულია (მეტნაკლებად)

ტესტბენჩზე ყველაზე "თანამედროვე" სისტემაა: X58 პლატფორმა X5675 (6c/12t) Xeon-ით Dell ის ბრენდ დედადაფაზე, 6×4 GB DDR3 და RX 480 8 GB, ჯერ-ჯერობითაც კარგად უმკლავდება, God of War დავიწყე და 45-60 FPS ქონდა High ზე 1080p რეზოლუციაზე, Nimez დრაივერებიც მინდა ვსინჯო, თითქოს უკეთესი შედეგები აქვს განსაკუთრებით ახალ თამაშებში.

IMG-20230128-230043.jpg

Cooler Master ის ალუმინის კეისში ROG Maximus Extreme (LGA 775) მაზერია QX9650 (თუ სწორად მახსოვს ეს მოდელია, QX როა ნამდვილად მახსოვს), 8 GB RAM და GTX 970, ამაზეც Windows 10 დავაყენე და ამ ზაფხულში ყველა Half Life დავხურე (CRT მონიტორზე) რომელიც ბოლომდე არ მქონდა დახურული :)

IMG-20230128-230052.jpg

 

3CRT და 2 LCD მონიტორი მაქვს (ერთი TN 1440x900 მეორე კი კი IPS 1920x1080) CRT ები კი საკმაოდ კარგი ხარისხის და რეზოლუციებისაა (ერთი 120 ჰერცამდეც ადის დაბალ რეზოლუციებზე)

IMG-20230128-230017.jpg

IMG-20230128-230035.jpg

IMG-20230128-230233.jpg

 

ეს Fujitsu Siemens-ის POS ტერმინალია, Pentium 2 (თუ 3 ზუსტად არ მახსოვს 250 მეგაჰერციანი Slot A) Nvidia Geforce 6200 PCI ვიდეობარათით და Windows 98 ით

IMG-20230128-230335.jpg

 

აქ კიდევ ბევრი ერთად, ძირითადად 775 ებია სხვადასხვა თაობის და კლასის (Celeron, Pentium 4, Core2Duo, Core2 Quad) სხვადასხვა AGP და PCI-e ბარათებზე (ძირითადად Nvidia), არის Socket 478-იც

IMG-20230128-230100.jpg

DeepCool-ის პატარა ქეისში Q6600 არის GT 8800-თან 4 GB DDR3 RAM, Windows Vista  (ახალ წლებზე დავასრულე და კარგად მახსოვს) Cooler Master ის ქეისში კი Core 2 Quad (მოდელი არ მახსოვს) 4 GB DDR2 RAM და GTX 960 4 GB ვიდეოთი, 32 ბიტიანი Windows 10 აყენია დანარჩენებზე კი Windows XP, 2000 და Windows 98

Windows ME მინდა დავაყენო რომელიმეზე, ძალიან მაინტერესებს, ყველა აძაგებდა, მაგრამ Vista-სი არ იყოს ბევრი სიახლე ქონდა 98-ის მერე და ბოლოსკენ კარგი სტაბილურობაც ქონდაო.

პერიოდ-კორქტული კლავიატურებიც მაქვს, მაგალითად:

IMG-20230128-230322.jpg

თუმცა მექანიკური არ არის (ძველები)

 

 

 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 9 months later...

რეტრო პს ააწყვეს რუსულ ოვერებზე: https://overclockers.ru/blog/pokupaiu_skaner_fotoplenok/show/130312/Sborka-retro-PK-Chast-1-S-chego-nachat-ili-videokarta-vsemu-golova მქონდა მეც რაღაც მაგდაგვარი ოღონდ 90 წლებში მოსკოვში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.