Jump to content

AMD გეგმავს მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე მასიურ შესვლას


Recommended Posts

Zen არქიტექტურისა და EPYC პროცესორების გამოსვლის შემდეგ შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ AMD დაბრუნდა სერვერების ბაზარსა და HPC სფეროში. მონაცემთა ცენტრის ბევრი მფლობელი და სუპერკომპიუტერები დამპროექტებელი სულ უფრო ხშირად ირჩევს AMD-ს, თუმცა კომპანია ასევე ცდილობს თავისი პოზიციის გამყარებას მანქანური ინტელექტის ბაზარზე, სადაც დიდი ხანია დომინირებს NVIDIA თავისი CUDA ეკოსისტემით. 

საუბარია ყველა სეგმენტის დაპყრობაზე, დაწყებული დიდ ქლა სისტემების განკუთვნილი პერიფერიული გამოთვლების სფეროდან, რისთვისაც კომპანიას უკვე აქვს „საჭირო სილიკონი და პროგრამული უზრუნველყოფა“. სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა  AMD-მ ღონისძიება Financial Analyst Day 2022-ზე. AMD-ს ხელმძღვანელმა ლიზა სუმ აღნიშნა, რომ კომპანიას წინ დიდი სამუშაო აქვს, თუმცა მოსალოდნელ შედეგად ღირს. მასიური აქტიურობა უკვე დაიწყო: აღინიშნება ინტერსი EPYC პროცესორებისადმი ინფერენს-სისტემებში გამოსაყენებლად და Instinct ამაჩქარებლების მიმართ - ნეიროქსელების მომზადების მიმართულებით.  

image.png

ხელოვნური ინტელექტის სისტემებისა და მანქანური სწავლების პროდუქტების ბაზრის ათვისების გეგმა. წყარო: AMD 

Instinct-თან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია - დღეისათვის იგი არის ერთ-ერთი უმძლავრესი ამაჩქარებელი სუფთა წარმადობის კუთხით, EPYC-მა მიაღწია სიჩქარის სერიოზულ ზრდას ინფერენს-დატვირთვების შესრულებისას დიდწილად ZenDNN (Zen Deep Neural Network) ბიბლიოთეკის წყალობით. ეს ბიბლიოთეკა ინტეგრირებულია პოპულარულ ფრეიმვორქებთან - TensorFlow, PyTorch და ONNXRT. 

იგი მხარდაჭერილია მეორე თაობით დაწყებულ EPYC პროცესორებზე, თუმცა კომანია წინ წავა და ახალი თაობის პროცესორებში ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს დანერგავს აპარატულ დონეზე. მათ შორის საუბარია ეხება AVX-512 VNNI-ს მხარდაჭერას, რომელიც გამოჩნდება EPYC Genoa-სა და Ryzen 7000-ში. ამ დრომდე ასეთი ინსტრუქციის მხარდაჭერა გააჩნდა მხოლოდ Intel-ის პროცესორებს, კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდ ინვესტიციებს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში. 

image.png

ადაპტური XDNA არქიტექტურა. წყარო: AMD 

კიდევ ერთი გზაა Xilinx ბლოკებზე დაფუძნებული ჩიპლეტების გამოყენება. ამ ინიციატივას ეწოდება XDNA ადაპტური არქიტექტურა. ბლოკები გამოჩნდა ჯერ კიდევ სერია Versal-ში 2018 წელს, ამჟამად AMD აპირებს ანალოგიური ხელოვნური ინტელექტის მქონე ძრავებით აღჭურვოს ლეპტოპებისთვის განკუთნილი Ryzen: Phoenix Point (2023 წელი) და Strix Point (2024 წელი). იგივე ტექნოლოგია გამოჩნდება EPYC-ში, ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ Zen 5 არქიტექტურაზე დამყარებული ჩიპები მანქანური სწავლების ახალი ოპტიმიზაციით 2024 წელს უნდა გამოვიდეს. 

მასთან Xilinx-ის გეგმები ამით არ სრულდება. Zynq მატრიცაზე არსებული გადაწყვეტილებები დიდი ხანია აქტიურად გამოიყენება ინდუსტრიაში, ჯანდაცვაში, სატრანსპორტო სისტემებსა და სმარტ-წარმოებაში. იგივე ეხება ტელეკომუნიკაციის ბაზარს, რომელშიც გამოიყენება Xilinx Versal და ქლაუდ მონაცემთა ცენტრები, რომლებშიც ფართოდაა გამოყენებული ამაჩქარებლები Alveo  და Kintex. AMD არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ბაზრის ამ სექტორების დატოვებას. 

image.png

სფეროები და ინდუსტრიები, რომლებიც შეიძლება მოცული იყოს AMD-ის პროდუქტებით. წყარო: AMD 

კომპანია ასევე აქტიურად ამზადებს ნიადაგს თავის პირველ სერვერულ APU Instinct MI300-სთვის. ROCm პაკეტმა მიიღო ოპტიმიზაცია სწავლებისა და ინფერენსისთვის PyTorch-სა და TensorFlow-ში და ამჯერად იგი შეძლებს იმუშაოს RDNA არქიტექტურის მქონე სამომხმარებლო Radeon მოდელებზე. AMD ასევე ავითარებს SDK-ებს წინასწარ ოპტიმიზებული მოდელებით, რათა გააადვილოს ხელოვნური ინელექტის აპლიკაციების შემუშავება და დანერგვა. 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ AMD-ის ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის ბაზრის დაფარვა დაფუძნდება სამ საყრდენზე: Ryzen და EPYC პროცესორები მცირე და საშუალო მოცულობის მოდელებისთვის; ამაჩქარებლები და Instinct APU-ები, Xilinx-ის ადაპტირებულ ჩიპებთან ერთად დიდი და ზედმეტად დიდი მოდელებისთვის. 

image.png

AMD-ის ხელოვნური ინტელექტის ყველა ტექნოლოგიის კონსოლიდაცია ერთ პროგრამულ სტეკში. წყარო: AMD 

უკეთესი კონსოლიდაციისთვის AMD აქტიურად აერთიანებს ერთიან მასივში ამ დრომდე დამოუკიდებელ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს ყველა ტიპის გამოთვლისთვის ამისთვის ის აქტიურად თანამშრომლობს სხვა კომპანიებთან, მათ შორის ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა Microsoft და Meta. Unified AI Stack-ის კონცეფცია განაგრძობს განვითარებას, მოიცავს უფრო და უფრო მეტ ახალ კომპონენტ, ასე რომ საბოლოოდ ხელოვნური ინტელექტის დეველოპერი შეძლებს გამოიყენოს ინსტრუმენტების ერთი ნაკრები, რომლითაც მხარდაჭერილი იქნება AMD-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებ. Intel იგივე მიმართულებით მოქმედებს თავისი oneAPI ინიციატივით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.